ვაჟა-ფშაველა:   გაზაფხული

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას  

 


 


 



დამხმარე მასალა:

 

გია არგანაშვილი:  ჩვეულებრივი ვაჟა-ფშაველა


  ბუნებამ გამოიღვიძა,
ადგა, გაცოცხლდა მკვდარია…
ძლივს საამური დამეცა
ცივი ციური ცვარია.
თოვლი დამდნარა მთაზედა,
ხევებზე მოჰყეფს ღვარია;
აქით არაგვი აყვირდა,
იქით ბანს აძლევს მტკვარია;
არ მოეწყინა ამათა
ჯავრობა შესაზარია.
რამდენი ხანი გავიდა,
რაც დედამიწა არია,
მას აქეთ დაუღალავად
მიწასა სთელვენ ძმანია;
იმათ წყალს დაუბანია
     
  თამარის ტურფან თვალნია;
შვილთ ტრფობით გაუმაძღრები
გადმოსცქერიან მთანია.
ძმანი შესტრფიან დედებსა,
    თამარის ტურფა თვალნი – იგულისხმება ყვავილი პირიმზე. ამავე დროს აღნიშავს ლამაზი სახის ქალსაც. მთაში პირიმზეთი თამარ მეფეს მოიხსენიებდნენ (პირიმზე - ამავე დროს ქართველ მთიელთა წარმართულ
ღვთაებასაც ერქვა)
  დედები – ლომგულ შვილებსა,
საკინძზე ალმასისასა
დაუკერებენ ღილებსა.
უმისოდ საყვარელ ძმათა
ამ დროს ზნე უვლისთ ავია,
არ იზმენ, თუ ერთმანერთსა
არ გაუსინჯეს მკლავია.
    ლომგული – იტყვიან ძალიან გულად, უშიშარ კაცზე, ვაჟკაცზე

 

  ერთურთს ფრანგულებს უქნევენ,
თან იგერებენ ფარითა,
მემრე ჰკოცნიან ერთმანერთს,
მიდიან ერთის თავითა.
    ფრანგული (ძვ.) – ხმალი ერთგვარი

 

  იმ ალაზანსაც შაესმის
ძმათ ბრძოლა მცხეთის კარითა,
ისიც წინ მოეგებება
წვერ-ბასრის შუბის ტარითა.
ამძიმებს იმათ სიფიცხეს
თავის ტალღების ღვარითა.
მთას იქით მოსთქვამს რიონი
გაშიშვლებულის ხმალითა…
რა მოსწყურებია
თქვენი დანახვა თვალითა!..
იკურთხოს თქვენი ერთობა,
სამის სამების ძალითა!
    შაესმის (დიალექტ.) – ესმის