ალავიძე მიხეილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიხეილ ალავიძე

მიხეილ ალავიძე – (24.V.1916, სოფ. საირმე, ცაგერის რაიონი, – 28. IX. 1996. ქუთაისი), ფილოლოგი, ისტორიკოსი, ისტორიკოს-ეთნოგრაფი, ლექსიკოგრაფი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1955), ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი.

დაწყებითი განათლება მიიღო სოფელ საირმესა და ლაილაშში. 1938 დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი. აქვე ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე კითხულობდა ქართული გრამატიკის, სტილისტიკისა და დიალექტოლოგიის კურსებს.

საყურადღებოა ალავიძის გამოკვლევები ქართველოლოგიაში. იგი საფუძვლიანად იცნობდა ქართველურ ენათა ლექსიკასა და ტოპონიმიკას. იკვლევდა ქართულ-ზანურ და ქართულ-სვანურ სუბსტრატთა პრობლემებს, იმერულ, რაჭულ და ლეჩხუმურ დიალექტთა ურთიერთმიმართებას, ალავიძის გამოკვლევებმა ლეჩხუმურ დიალექტს საკუთარი ადგილი მიუჩინა ქართულ კილოთა შორის. მნიშვნელოვანია მისი ნაშრომი „ლეჩხუმური ლექსიკონი“.

მ. ალავიძე დაინტერესებული იყო ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის საკითხებით. მუშაობდა მწერლის ენის, სტილისა და პოეტიკის საკითხებზე (ნ. ბარათაშვილის ენის ხალხურობა, ილია და დედაენა, ვაჟა-ფშაველას პოეტური ენის სინტაქსი). „ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში“ აისახა იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში მის მიერ მოპოვებული მასალა. შეადგინა მწერლის ლექსიკონები: „დ. კლდიაშვილის ლექსიკონი“ (დ. კლდიაშვილი, თხზულებათა სრული კრებული ორ ტომად, ტ. II, თბ., 1952), „ნ. ლორთქიფანიძის ლექსიკონი“ (ალ. წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის შრომები, 14, 1971). არნ. ჩიქობავასთან ერთად გამოსცა ქ. ძოწენიძის მონოგრაფია იმერულ დიალექტზე (ორტომეული).

ლ. კვანტალიანი

გამოქვეყნებულია:
  1. აკაკი წერეთელი რაჭა-ლეჩხუმში [1912 წელს] // ლიტერატურული საქართველო. – 1939. – 14 ოქტომბერი. – №30. – გვ. 4;
  2. დომენტი თომაშვილის პოეზია // ლიტერატურული საქართველო. – 1939. – 20 ივლისი. – №21. – გვ. 3;
  3. ოქროპირ ბაგრატიონის პიესა „ვეფხისტყაოსანი“: [დაბეჭდილი 1853 წელს მოსკოვში] // ლიტერატურული საქართველო. – 1940. – 6 ნოემბერი. – №31;
  4. ლეჩხუმურის თავისებურებანი // ქუთაისის ალ. წულუკიძის სახ. სახელმწ. პედაგოგიური ინსტიტუტის შრომები, ტ. II. – 1941. – გვ. 229-47;
  5. „დიმიტრი თავდადებულის“ ხალხური ვარიანტი // ინდუსტრიული ქუთაისი. – 1943. – 12 ოქტომბერი. – №209;
  6. აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში // მნათობი. – 1946. – №8. – გვ. 145-154;
  7. დავით კლდიაშვილის ლექსიკონი: [მწერლის ნაწარმოებებიდან ამოკრეფილი იმერული სიტყვები და გამოთქმები, რომელიც განკუთვნილია ქართული განმარტებითი ლექსიკონისათვის] // შრომები / ალ. წულუკიძის სახ. ქუთაისის სახელმწ. პედაგოგიური ინ-ტი. – 1946. – ტ. 6. – გვ. 49-62;
  8. ოქროპირი ბაგრატიონის პიესა „ვეხისტყაოსანი“ // შრომები / ალ. წულუკიძის სახ. ქუთაისის სახელმწ. პედაგოგიური ინ-ტი. – 1947. – ტ. 7. – გვ. 117-136;
  9. მასალები ვაჟა-ფშაველას ენის თავისებურებათათვის // ალ. წულუკიძის სახ. სახელმწ. პედაგოგიური ინტის შრომები, ტ. VIII. – 1948. – გვ. 9-37;
  10. გიორგი ინასარიძის ვინაობის საკითხისათვის // ალ. წულუკიძის სახ. ქუთაისის სახელმწ. პედაგოგიური ინ-ტის შრომები, IX. – 1949. – გვ. 121-128;
  11. მასალები ლეჩხუმის ეთნოგრაფიისათვის // ალ. წულუკიძის სახ. ქუთაისის სახელმწ. პედაგოგიური ინ-ტის შრომები, IX. – 1949. – გვ. 129-165;
  12. ოკრიბული ლექსიკონი // შრომები. – 1950-1951. – გვ. 75-101;
  13. ლეჩხუმური ზეპირსიტყვაობა. – თბ.: საბჭ. მწერალის გამ-ბა და სტ., 1951. – 152 გვ;

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები