აპოლინოპოლისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აპოლინოპოლისი – ბერძნებმა დაარქვეს რამდენიმე ქალაქს, სადაც მთავარი ღვთაებამათ მიერ აპოლონთან გაიგივებული ხორი. აღსანიშნავია:

  1. აპოლინოპოლისი მაგნა, ზემო ეგვიპტის მეორე ნომის დედაქალაქი (ედფუ).
  2. აპოლინოპოლისი პარვა, ზემო ეგვიპტის მეხუთე ნომში, იგივე დიოკლეტიანოპოლისი, კოპტური კუსი. მდებარეობდა ძველი სამეფოს პერიოდში ნომის დედაქალაქის, კოპტოსის 10 კმ. და ნაქადას 5 კმ. სამხრეთით, ნილოსის აღმოსავლეთ ნაპირზე. სავარაუდოდ, მისი ისტორია წინადინასტიური პერიოდიდან იწყება და ნაქადას სამაროვნებთან იყო ასოცირებული. შესაძლოა, წარმოადგენდა საწყის პუნქტს ექსპედიციებისათვის, რომლებიც მიემგზავრებოდნენ აღმოსავლეთ უდაბნოს მაღაროების და წითელი ზღვისაკენ ვადი ჰამამატის გავლით. აქ მოძიებული ძეგლები ძირითადად მოიცავს პერიოდს VI დინასტიიდან ჰერაკლეოპოლისური პერიოდის ჩათვლით (IX-X დინასტიები, დაახლ. ჩვ.წ.-მდე 20134-2040 წწ.). ნაპოვნია ასევე წარწერები ატონის და ნეფერტიტის კარტუშებით და რამსეს III-ის მეთექვსმეტე წლით დათარიღებული სტელა. მთავარი ღვთაება იყო ხაროერისი (უფროსი ხორი), რომელმაც განდევნა უფრო ძველი ნენუნის კულტი. ხაროერისის და მისი დედის, ხეკეტის ტაძრიდან ნანგრევებია შემორჩენილი.
  3. აპოლინოპოლისი მინორი. ცნობილია მხოლოდ ძალიან გვიანი წყაროებიდან. ზუსტი ლოკალიზაცია დადგენილი არ არის.



წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები