ახტოი I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახტოი I – IX დინასტიის ეგვიპტის ფარაონი. ძველი სამეფოს დაშლის შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საუკუნეს ქვეყანაში ანარქია სუფევდა, რის შემდეგ ეგვიპტის ტახტი დაიპყრო ჰერაკლეოპოლისის ნომარქმა ახტოიმ (ახტოი I). მანეთონმა მას უწოდა „უფრო სასტიკი, ვიდრე ყველა მისი წინამორბედი“, მაგრამ დღეს ითვლება, რომ ესაა გამოძახილი მისი მცდელობის, დაემორჩილებინა ნომარქები, რომლებმაც ძველი სამეფოს დასასრულს ფაქტიური დამოუკიდებლობა მოიპოვეს, რის შედეგადაც ეგვიპტე ფეოდალურ სახელმწიფოდ გადაიქცა. მან მოახერხა ეგვიპტის ცენტრალური ნაწილის გაერთიანება და მისი ძალაუფლება ნომინალურად მაინც ვრცელდებოდა სამხრეთზე, რადგან მისი წარწერა ნაპოვნია ასუანთან, თუმცა მალე სამხრეთი ფაქტიურად დამოუკიდებელი გახდა და ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყო. დელტა ამ დროს ლიბიელების (დასავლეთში) და აზიელების (აღმოსავლეთში) ხელში იყო.

ახტოი I და მისი შთამომავლები თავს VI დინასტიის ლეგიტიმურ მემკვიდრეებად თვლიდნენ; შესაძლოა, ეს იყო პეპი II-ის მემკვიდრეების უმცროსი შტო, რადგან მისი წარმომადგენლები ტრადიციულად ჰელიოპოლისის ნომარქები იყვნენ. მანეთონის თანახმად, ახტოი I გაგიჟდა და ნიანგმა მოკლა. დაასაფლავეს მემფისში, რაც მიუთითებს, რომ ძველი დედაქალაქი ჰერაკლეოპოლისელების ხელში იყო.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები