ისიდას სისხლი
ისიდას სისხლი – ერთ-ერთი უძველესი ღმერთების სიმბოლოებს შორის, რომლის ისტორია წინადინასტიურ პერიოდამდე მიდის. ეგვიპტელები ეძახდნენ ტიტს (tj.t) წარმოადგენს სიცოცხლის იეროგლიფის ვარიანტს. ყველაზე უფრო დაკავშირებული იყო ჯედ-სვეტთან (მარადიულობის სიმბოლო) და უას-კვერთხთან (კეთილდღეობის სიმბოლო). ახალი სამეფოდან ის უკავშირდება ისიდას და მოიხსენიებენ, როგორც „ისიდას კვანძს“ ან „ისიდას სისხლს“. მას ხმარობდნენ, როგორც ამულეტს, რომელსაც შეეძლო გადაერჩინა ბოროტი შელოცვებისაგან და დაეცვა გარდაცვლილები. „მკვდართა წიგნის“ 156-ე თავში, რომელიც ამულეტებს ეხება, ნათქვამია: „შენი სისხლი შენ გეკუთვნის, ისიდა“. თუმცა არსებობს სხვა ფერის ამულეტებიც, ძირითადად „ისიდას სისხლს“ წითელი ფერის ნახევრად ძვირფასი ქვებისაგან ამზადებდნენ, როგორიცაა სარდიონი და წითელი იასპი. ზუსტი დანიშნულება ბუნდოვანია.