ლეკუვრერი ადრიანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ადრიანა ლეკუვრერი

ადრიანა ლეკუვრერი – (Adrienne Lecouvreur, 1692-1730), ფრანგი მსახიობი, მოღვაწეობდა ფრანგული კომედიის თეარეში.

ადრიანამ ადრეულ ასაკში დაიწყო მსახიობობა მოყვარულთა წარმოდგენებში, შემდეგ მოღვაწეობდა პროვინციაში. 1717 წელს შედგა მისი დებიუტი კომედი ფრანსეზის სცენაზე, სადაც, მიღებისთანავე, წამყვანი მსახიობი გახდა. ის გამოირჩეოდა სცენური მომხიბვლელობით და არაჩვეულებრივი მეტყველებით. ლეკუვრერი ამუშავებდა როლის ყველა დეტალს, ცდილობდა ფსიქოლოგიურად გაეაზრებინა გმირის ხასიათი. მის უბრალო მეტყველებასთან ორგანულად იყო შერწყმული პოზები და ჟესტები. გამოირჩეოდა პარტნიორის მოსმენის უნარითდა მიმიკისა და პლასტიკის მეშვეობით „აფასებდა“ რეპლიკებს, რაც სიახლეს წარმოადგენდა ფრანგულ თეატრში. ლეკუვრერის მეტყველ სახეზე აისახებოდა ყველა განცდა და გრძნობა. ვოლტერი წერდა, რომ „ის განუმეორებელი იყო ვნებების გადმოცემის ხელოვნებაში“.

ადრიანას სახელთანაა დაკავშირებული ტრაგედიებში ქალის კოსტიუმის რეფორმა. კორნელის ტრაგედიაში „პომპეის სიკვდილი“ მწუხარე ქვრივის როლში მსახიობი გამოდიოდა სადა შავი კაბით, ყოველგვარი ნაქარგებისა და სამშვენისების გარეშე, რომელიც სრულიად განსხვავდებოდა პომპეზური კლასიცისტური ტრაგედიებისთვის დამახასიათებელი სამოსისაგან. პარიკის მაგივრად თმები ჩამოშლილი ჰქონდა. სიახლე და ცვლილება უკმაყოფილებას იწვევდა მაყურებელში და მსახიობი იძულებული გახდა, იმ დროისთვის მისაღები მოდური როკოკოს სტილის კაბებით გამოსულიყო სცენაზე. როდესაც ლეკუვრერი გარდაიცვალა ეკლესიამ დაკრძალვის ცერემონიის ჩატარების უფლება არ გასცა. „სასტიკი ადამიანები ღირსეული დაკრძალვის უფლებას ართმევენ იმას, ვისაც საბერძნეთში საკურთხეველს აღუმართავდნენ“. - წერდა ვოლტერი.

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები