გობეჩია მელიტონ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მელიტონ გობეჩია-დან)
გობეჩია მელიტონ – (1878 – 1914), პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი. დაიბადა ზუგდიდის სოფელ ჭახვინჯში. 1910 წელს დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტი. 1897 წლიდან მასწავლებლობდა; 1905 წ იყო გაზეთ „ცნობის ფურცლის” კორესპონდენტი ზუგდიდის მაზრაში; მოღვაწეობდა „სახალხო გაზეთში”; 1911 წელს დააპატიმრეს, გარდაიცვალა ხარკოვის ციხეში.მას ეკუთვნის ლექსების კრებული – „ჰანგები” (1902), „პარიზის სონეტები” (1910); ორი პოემა – „ფარნაოზი” და „ამირანი”; ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობასაც.
- პარიზული სონეტებიდან
- II. ვიქტორ ჰიუგოს სახლ-მუზეუმი
- ვით სალოცავი წმინდა ტაძარი,
- თავისუფალი ერის დიდება,
- მიზიდავს შენი მყუდრო სახლ-კარი,
- რაც შენი სახე თვალ-წინ მიდგება.
- ტკბილო მგოსანო! ბაღი ნარნარი
- წინ მოედანზე კოხტად იშლება;
- შენთ უკვდავ გმირთა მწყობრი ლაშქარი
- თითქოს დარბაზში ცოცხალი სდგება...
- მიყვარს სახსოვარ საგანთა მზერა,
- კედლით გადმომცქერ სურათთ შეფრქვევა
- და შენი ჩანგის იდუმალ ჟღერა.
- გრძნეულის ჰანგით მაღლა მეწევა
- განუწყვეტელი შენი სიმღერა
- და ციურ ნამად გულზე მეფრქვევა.