პუნქტუაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პუნქტუაცია – (საშ. ლათ. Punktuation < punctum – წერტილი),

1. ანბანისა და ციფრებისაგან განსხვავებული გრაფიკული ნიშნების, სასვენი ნიშნების სისტემა. პუნქტუაციის ძირითადი დანიშნულებაა წერილობითი (ბეჭდვითი) ტექსტის აზრობრივი დანაწევრება და მისი გრაფიკული ორგანიზაცია. ორთოგრაფიასთან ერთად პუნქტუაცია არის სალიტერატურო, ანუ დამწერლობის მქონე ენის ძირითადი საშუალება სათქმელის, აზრის მოსაწესრიგებლად გრაფიკული გზით;
2. ამა თუ იმ ენის წერილობითი ტექსტის პუნქტუაციური გაფორმების წესები;
3. ენათმეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის პუნქტუაციის სისტემის კანონზომიერებებსა და სასვენი ნიშნების ხმარების

პუნქტუაციის ჩამოყალიბებამდე სიტყვები მიჯრით, ინტერვალის გარეშე იწერებოდა, რაც ტექსტის აღქმას აძნელებდა. დამწერლობის განვითარებასთან ერთად გაჩნდა ტექსტის დანაწევრების საჭიროება. ძვ. ქართულში წინადადებით გამოხატული აზრის დასანაწევრებლად წერტილების სხვადასხვა კომბინაცია გამოიყენებოდა. XIX ს-ში ქართული პუნქტუაცია რუსულის გზას გაყვა და დღემდე მის ანალოგს წარმოადგენს.

თანამედროვე ქართულში პუნქტუაციური სისტემა შედგება შემდეგი სასვენი ნიშნებისაგან: წერტილი, ორწერტილი, მრავალწერტილი, მძიმე, წერტილ-მძიმე, ტირე, დეფისი, კითხვის ნიშანი, ძახილის ნიშანი, კითხვით-ძახილის ნიშანი, ბრჭყალები, ფრჩხილები.

შ. აფრიდონიძე



ლიტერატურა

  • თაბუკაშვილი ტ. სასვენი ნიშნების ხმარება. ტფ. 1925;
  • ბასილაია ნ. სასვენი ნიშნების ხმარების წესები ქართულში, თბ. I966;
  • ჟურნალისტის სტილისტიკური ცნობარი, თბ., 2002.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები