სასაათო ზოლების რუკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სასაათო ზოლების რუკა

სასაათო ზოლების რუკა − (time zone chart, map), გამოსახულია დროის აღრიცხვის სისტემაზე დამყარებული მერიდიანული მიმართულების სასაათო ზოლები. დედამიწაზე ეკვატორის გასწვრივ გამოყოფილია 24 სასაათო ზოლი, რომლის სიგანე 15º = 1 სთ (360 º:24). ყოველ ზოლში მოცემულ მომენტში ერთი და იგივე დროა, რომელიც ზოლის შუა მერიდიანის მზის დროს უტოლდება. ზოლების ათვლა იწყება გრინვიჩის ნულოვანი მერიდიანიდან (ნულოვანი სასაათო ზოლის შუა მერიდიანი) აღმოსავლეთით (0-23). სასაათო ზოლების საზღვრები არ ემთხვევა მერიდიანებს, გადახრილია სახელმწიფო და ადმინისტრაციული საზღვრების, დიდი მდინარეების, რკინიგზის მაგისტრალების მიმართულებათა გათვალისწინებით. ბევრი სახელმწიფოს ტერიტორია რამდენიმე სასაათო ზოლშია განლაგებული, მაგალითად: აშშ – 6, რუსეთი – 9 (2010 წლის 28 მარტამდე 11), კანადა – 6, ჩინეთი – 5. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის ტერიტორია მდებარეობს 5 სასაათო ზოლში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს ერთი სტანდარტული დრო.



წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები