საქართველოს ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონი„“ური ორკესტრი – დაარსდა 1925, „ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოების“ ორკესტრის ბაზაზე. პირველი ხელმძღვანელი იყო დირიჟორი ი. ფალიაშვილი (1933-მდე). 1933-37 მოხდა ორკესტრის რეორგანიზაცია და მას სათავეში ჩაუდგა ევგენი მიქელაძე (ორკესტრს მიენიჭა სახელმწიფო სტატუსი), რომელმაც ეს კოლექტივი საუკეთესო ორკესტრების დონეზე აიყვანა. შემდგომ ორკესტრს სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ ო. დიმიტრიადი, შ. აზმაიფარაშვილი, ა. გაუკი, ზ. ხუროძე, ჯ. კახიძე, ვ. მაჭავარიანი, დ. კლინგე. ორკესტრთან სისტემატურად თანამშრომლობდნენ ქართველი დირიჟორები: ა. გველესიანი, ჯ. გოკიელი, ვ. ფალიაშვილი, ლ. კილაძე, გ. აზმაიფარაშვილი, რ. ტაკიძე, ზ. აზმაიფარაშვილი, გ. ჭიჭინაძე და სხვ.

30-იანი წლებიდან ორკესტრი სისტემატურად ატარებს კონცერტებს საგასტროლოდ ჩამოსულ გამოჩენილ დირიჟორებთან და სოლისტ-შემსრულებლებთან ერთად. 1959-იდან გასტროლებს მართავს საზღვარგარეთ (პოლონეთი, გერმანია, ინგლისი, ფინეთი, თურქეთი და სხვ.). რეპერტუარში აქვს მსოფლიოს კლასიკური მუსიკის მრავალი ნიმუში, ქართველი კომპოზიტორების პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი ნაწარმოები. ჩაწერილი აქვს რამდენიმე ფირფიტა ფირმა „მელოდიაში“. 1979 ორკესტრს მიენიჭა ე. მიქელაძის სახელი. 1996 ორკესტრმა ჩაატარა საგუნდო მუსიკის ფესტივალი (სომხეთის აკად. საგუნდო კაპელის მონაწილეობით. პროგრამაში იყო ჯ. ვერდის „რეკვიემი“ და ჯ. როსინის „სტაბატ მატერი“). 1998 პ. ბურჭულაძისა და ვ. მაჭავარიანის ხელმძღვანელობით წარმატებით ჩატარდა საოპერო მუსიკის ფესტივალი „ბრავო“, სადაც მონაწილეობდნენ ცნობილი უცხოელი მომღერლები. (ვერდის „აიდა“, ჯ. პუჩინის „ტოსკა“ და გალა კონცერტი). ამჟამად ორკესტრი „საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის“ (სამხატვრო ხელმძღვანელი ნ. რაჭველი) შემადგენლობაშია.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები