ტატენენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტატენენი – (ეგვ. „მიწა, რომელიც იწევა“), მემფისის პირველქმნილი ხტონიური ღვთაება, გაიგივებული პირველყოფილი წყლებიდან ამოსულ ბორცვთან და ნილოსის ნაყოფიერ მიწასთან, რომელიც კვლავ ჩნებოდა ადიდებული მდინარის კალაპოტში დაბრუნების შემდეგ. ასეთი ასოციაციების გამო ტატენენი ხშირად მოიხსენიებოდა, როგორც „ღმერთების მამა, უფრო ძველი, ვიდრე ყველა სხვა საწყისი, ადამიანების შემქმნელი, ღმერთების შემქმნელი, რომელიც პირველად წარმოიქმნა და ყველაფერი, რაც არის, მისგან მომდინარეობს“. იყო ასევე დროის ბატონი და მეფეებს ოცდაათი წლის დღესასწაულს (ხებსედს) ჩუქნიდა. შეერწყა ეგვიპტის პირველი დედაქალაქის – მემფისის მფარველ ღვთაებას და მემფისის კოსმოგონიის დემიურგს პტახს, პტახ-ტატენენის ფორმით. გამოისახებოდა ანთროპომორფულად, თავზე სპეციფიკური გვირგვინით, რომელიც ვერძის რქებზე დასვენებული მზის დისკოსა და ორი დიდი ბუმბულისაგან შედგებოდა. ითვლებოდა ასევე ეგვიპტის პერსონიფიკაციად და სამეფო გარდაცვლილების მფარველად, რომელიც გარდაცვლილ მეფეებს და მათი ოჯახის წევრებს მიუკვლევდა გზას მიწისქვეშეთში. რამსეს III-ის ახალგაზრდა უფლისწულის, ამონხერხოფშეფის სამარხის კედელზე გამოსახულია რამსეს III, რომელიც ევედრება ტატენენს, გაუადვილოს მის ვაჟიშვილს მიწისქვეშეთში მგზავრობა.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები