წყვეტილი (გრამატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წყვეტილი – საუღლებელი ერთეული, იგივე ნამყო ძირითადი, ნამყო სრული, აორისტი: დრო-კილოთა II სერიის მწკრივი. დროის მიხედვით – წარსული ან მომავალი, კილოს მიხედვით – თხრობითი ან ბრძანებითი, ასპექტის მიხედვით – სრული ან უსრული, გზისობა – ერთგზის, აქტი – ნახული.

წყვეტილი საწარმოებელი ფუძის მიხედვით ყველაზე მარტივია. მწკრივის ნიშნებია -ე (ავიღ-ე, დავწერ-ე…), - ი (გავთბ-ი, დავბერ-დ-ი…) და θ/-ი (მოვკალ-მოვკალი…).

წყვეტილში III სუბიექტურ პირს მხოლობით რიცხვში გამოხატავს -ა (დაწერ-ა…) და -ო (გაიგ-ო…) სუფიქსები; მათ განაწილებას ფონოლოგიური საფუძველი აქვს: -ო გვაქეს იმ შემთხვევაში, თუ ფუძე არის უმარცვლო და -ის ნიშანი – -ე. III სუბიექტური პირს მრავლობითში მოთხრობით სუბიექტიან ზმნებში -ეს სუფიქსი გამოხატავს, სახელობით სუბიექტიან ზმნებში – ნენ.

ზმნისწინი ასპექტიან ზმნებში სრული და უსრული ასპექტის დაპირისპირებას ახდენს; სხვა შემთხვევაში აღნიშნავს მიმართულებას ან უცვლის ზმნას მნიშვნელობას.

წყვეტილის I სუბიექტური პირის ფორმები გამოიყენება ბრძანებითი კილოს გამოსახატად (გააკეთე! გააკეთეთ!…)

გ. გოგოლაშვილი


ლიტერატურა

  • შანიძე ა. ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, თბ., 1980;
  • გოგოლაშვილი გ. დრო-კილოთა II სერიის ფორმები ახალ ქართულში, თბ. 1984.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები