პოლიურეთანი
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი: | + | [[ფაილი:POLIURETANI 1.PNG|thumb|250პქ|პოლიურეთანი]] |
| − | '''პოლიურეთანი''' – კომპოზიტური | + | '''პოლიურეთანი''' – კომპოზიტური სინთეზური ჰეტეროჯაჭვური [[პოლიმერი]]ა, რომელიც მიეკუთვნება სინთეზურ ელასტომერებს. მიიღო 1937 წელს გერმანელმა ქიმიკოს-ტექნოლოგმა ოტტო ვილგელმმა. წარმოადგენს პოლიიზოციანატების (პოლიამინების ფოსგენირების პროდუქტი, რომელიც წარმოიქმნება [[ანილინი]]ს კონდენსაციით [[ფორმალდეჰიდი|ფორმალდეჰიდთან]] მჟავე კატალიზატორის მონაწილეობით) ნაერთს ჰიდროქსილის ჯგუფის რთულ ან მარტივ [[პოლიესტერი|პოლიესტერებთან]]. |
| − | + | პოლიურეთანის შედგენილობაში, იზოციანატისა და პოლიესტერის (პოლიოლის) გარდა, შედის კატალიზატორი, ამაქაფებელი და სტაბილიზატორი. მათი შერევით თხევად მდგომარეობაში მიიღება ელასტიკური პოლიურეთანი. დანამატების რაოდენობის | |
| + | მიხედვით, მასალა შეიძლება იყოს შემდეგ მდგომარეობაში: ბლანტ-თხევადი, ამორფული, მყარი, მაღალელასტიკური, დაბალელასტიკური, რბილი [[რეზინი]] და მყარი კრისტალური პლასტიკის სახით, ნახევრადგამჭვირვალე მოყვითალო ელფერით | ||
| + | ან შეღებილი სხვადასხვა ფერად. მისი მექანიკური მახასიათებლები იცვლება რბილი რეზინიდან ხისტი პლასტიკის თვისებებამდე. მიეკუთვნება კონსტრუქციულ მასალებს. | ||
| + | |||
| + | პოლიურეთანულ პროდუქტებს ხშირად უწოდებენ „ურეთანს”, თუმცა არ უნდა ავურიოთ ეთილკარბამატებთან, რომელსაც დასავლეთში ასევე უწოდებენ „ურეთანს”. | ||
| + | |||
| + | [[ფაილი:Poliuretani.JPG|thumb|მარცხნივ|200პქ|ფერადი პოლიურეთანი]] | ||
| + | |||
| + | პოლიურეთანული ნაკეთობის საწყისი ფორმა არ იცვლება თბური ზემოქმედებისას, რჩება უცვლელი ჰიდრავლიკურ მოწყობილობებში გამოყენებულ ტექნიკურ ზეთებთან და სითხეებთან კონტაქტისას. | ||
| + | |||
| + | გამოიყენება ხისტი ქაფსაიზოლაციო პანელების, მანქანათა ნაწილებისა და დეტალების, [[წებო|წებოების]], [[ლაქი|ლაქების]], საღებრების, [[ჰერმეტიკი|ჰერმეტიკების]], იზოლატორების, ბურთულსაკისრების, დამცავი საფენების, სადებების, შემამჭიდროებლების, მაღალეფექტური [[ადჰეზივი|ადჰეზივების]], სინთეზური ბოჭკოების (მაგ., სპანდექსი), [[შლანგი|შლანგების]], ღეროების, სასპორტო საბურავების, დეკორატიული ქვების ჩამოსასხამი ფორმების, ფეხსაცმლის ლანჩებისა და სხვ. დასამზადებლად. აღსანიშნავია, რომ პოლიურეთანის გამოყენება შეზღუდულია დადებითი ტემპერატურული დიაპაზონით (+80°Сმდე), თუმცა მასალა შესანიშნავად მუშაობს დაბალ ტემპერატურაზე (−60°С-მდე), რის გამოც წარმატებით გამოიყენება უკიდურესი ჩრდილოეთის რაიონებში და [[არქტიკა]]ში. ალიფატური (ნაერთი, რომელიც არ შეიცავს არომატულ კავშირებს) პოლიურეთანი მდგრადია [[ულტრაიისფერი გამოსხივება|ულტრაიისფერი გამოსხივებისადმი]], რაც საშუალებას იძლევა გამოყენებული იყოს კოსმოსურ ტექნიკაშიც. | ||
| + | |||
| + | პოლიურეთანის ფიზიკური თვისებები დამოკიდებულია გადამუშავების ტექნოლოგიურ პირობებზე. სინთეტიკის თითოეული სახეობა მიიღება ექსტრუზიის, დაწნეხის, ჩამოსხმის ან ჩასხმის მეთოდით. წარმოების ასეთი მრავალფეროვნება, უამრავ დადებით თვისებასთან ერთად, გახდა მიზეზი იმისა, რომ პოლიურეთანმა თადათან შეავიწროვა [[მსოფლიო ბაზარი|მსოფლიო ბაზარზ]]ე ისეთი მასალები, როგორიცაა [[პოლიეთილენი]], [[პოლივინილქლორიდი]] და [[პოლისტირენი]]. | ||
| + | |||
| + | |||
| + | <gallery> | ||
| + | ფაილი:POLIURETANIS BURTULSAKISARI.PNG|პოლიურეთანის ბურთულსაკისარი | ||
| + | ფაილი:Dekoratiuli reroebbi.PNG|პოლიურეთანის დეკორატიული ღეროები | ||
| + | ფაილი:Polietanuri lancha.PNG|სპორტული ფეხსაცმლის პოლიურეთანული ლანჩა | ||
| + | </gallery> | ||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[სამშენებლო | + | [[კომპოზიტური კონსტრუქციები]] |
| + | [[კატეგორია:კომპოზიტური მასალები]] | ||
| + | [[კატეგორია:სამშენებლო მასალები]] | ||
[[კატეგორია:პოლიმერები]] | [[კატეგორია:პოლიმერები]] | ||
| − | |||
მიმდინარე ცვლილება 16:46, 12 თებერვალი 2023 მდგომარეობით
პოლიურეთანი – კომპოზიტური სინთეზური ჰეტეროჯაჭვური პოლიმერია, რომელიც მიეკუთვნება სინთეზურ ელასტომერებს. მიიღო 1937 წელს გერმანელმა ქიმიკოს-ტექნოლოგმა ოტტო ვილგელმმა. წარმოადგენს პოლიიზოციანატების (პოლიამინების ფოსგენირების პროდუქტი, რომელიც წარმოიქმნება ანილინის კონდენსაციით ფორმალდეჰიდთან მჟავე კატალიზატორის მონაწილეობით) ნაერთს ჰიდროქსილის ჯგუფის რთულ ან მარტივ პოლიესტერებთან.
პოლიურეთანის შედგენილობაში, იზოციანატისა და პოლიესტერის (პოლიოლის) გარდა, შედის კატალიზატორი, ამაქაფებელი და სტაბილიზატორი. მათი შერევით თხევად მდგომარეობაში მიიღება ელასტიკური პოლიურეთანი. დანამატების რაოდენობის მიხედვით, მასალა შეიძლება იყოს შემდეგ მდგომარეობაში: ბლანტ-თხევადი, ამორფული, მყარი, მაღალელასტიკური, დაბალელასტიკური, რბილი რეზინი და მყარი კრისტალური პლასტიკის სახით, ნახევრადგამჭვირვალე მოყვითალო ელფერით ან შეღებილი სხვადასხვა ფერად. მისი მექანიკური მახასიათებლები იცვლება რბილი რეზინიდან ხისტი პლასტიკის თვისებებამდე. მიეკუთვნება კონსტრუქციულ მასალებს.
პოლიურეთანულ პროდუქტებს ხშირად უწოდებენ „ურეთანს”, თუმცა არ უნდა ავურიოთ ეთილკარბამატებთან, რომელსაც დასავლეთში ასევე უწოდებენ „ურეთანს”.
პოლიურეთანული ნაკეთობის საწყისი ფორმა არ იცვლება თბური ზემოქმედებისას, რჩება უცვლელი ჰიდრავლიკურ მოწყობილობებში გამოყენებულ ტექნიკურ ზეთებთან და სითხეებთან კონტაქტისას.
გამოიყენება ხისტი ქაფსაიზოლაციო პანელების, მანქანათა ნაწილებისა და დეტალების, წებოების, ლაქების, საღებრების, ჰერმეტიკების, იზოლატორების, ბურთულსაკისრების, დამცავი საფენების, სადებების, შემამჭიდროებლების, მაღალეფექტური ადჰეზივების, სინთეზური ბოჭკოების (მაგ., სპანდექსი), შლანგების, ღეროების, სასპორტო საბურავების, დეკორატიული ქვების ჩამოსასხამი ფორმების, ფეხსაცმლის ლანჩებისა და სხვ. დასამზადებლად. აღსანიშნავია, რომ პოლიურეთანის გამოყენება შეზღუდულია დადებითი ტემპერატურული დიაპაზონით (+80°Сმდე), თუმცა მასალა შესანიშნავად მუშაობს დაბალ ტემპერატურაზე (−60°С-მდე), რის გამოც წარმატებით გამოიყენება უკიდურესი ჩრდილოეთის რაიონებში და არქტიკაში. ალიფატური (ნაერთი, რომელიც არ შეიცავს არომატულ კავშირებს) პოლიურეთანი მდგრადია ულტრაიისფერი გამოსხივებისადმი, რაც საშუალებას იძლევა გამოყენებული იყოს კოსმოსურ ტექნიკაშიც.
პოლიურეთანის ფიზიკური თვისებები დამოკიდებულია გადამუშავების ტექნოლოგიურ პირობებზე. სინთეტიკის თითოეული სახეობა მიიღება ექსტრუზიის, დაწნეხის, ჩამოსხმის ან ჩასხმის მეთოდით. წარმოების ასეთი მრავალფეროვნება, უამრავ დადებით თვისებასთან ერთად, გახდა მიზეზი იმისა, რომ პოლიურეთანმა თადათან შეავიწროვა მსოფლიო ბაზარზე ისეთი მასალები, როგორიცაა პოლიეთილენი, პოლივინილქლორიდი და პოლისტირენი.