არისტოტელე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Aristotle.JPG|thumb|200pq|არისტოტელე]]
 
[[ფაილი:Aristotle.JPG|thumb|200pq|არისტოტელე]]
'''არისტოტელე''' - Aristotle, Аристотель, 384-322 ძვ.წ.
+
'''არისტოტელე''' - (ბერძ. Αριστοτέλης, დ. ძვ. წ. 384,  ― გ. ძვ. წ. 322),  უდიდესი ძველი ბერძენი ფილოსოფოსი და მეცნიერი.  
  
უდიდესი ძველი ბერძენი სწავლული-ფილოსოფოსი,  ორიგინალური ფსიქოლოგიური სისტემის შემქნელი, რომელშიც ინტეგრირებულია [[ანტიკური]] აზრის
+
==== ბიოგრაფია ====
მიღწევები და რომელსაც საუკუნეთა განმავლობაში ემყარებოდა შეხედულებები სულის შესახებ. ბავშვობა გაატარა [[მაკედონია|მაკედონიაში]], სადაც მამამისი მეფის კარის ექიმად მსახურობდა. მამამ მისცა არისტოტელეს პირველადი საექიმო და საბუნებისმეტყველო განათლება. ჩვიდმეტი წლისა არისტოტელე ჩავიდა [[ათენი|ათენში]] და პლატონის აკადემიაში ჩაირიცხა. აქ მან ოცი წელიწადი გაატარა, ჯერ - მოწაფედ, შემდეგ კი - მასწავლებლად. [[პლატონი|პლატონის]] სიკვდილის მერე არისტოტელე მცირე აზიის სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობდა, ერთხანს - მშობლიურ მაკედონიაში  და ახალგაზრდა [[ალექსანდრე მაკედონელი|ალექსანდრე მაკედონელს]] ასწავლიდა. 335 წელს არისტოტელე ათენში დაბრუნდა, სადაც სკოლა-ლიცეუმი დააარსა. ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ, ანტიმაკედონურ დამოკიდებულებათა მომძლავრების გამო, არისტოტელე იძულებული გახდა, ათენი დაეტოვებინა. იგი დედამისის სამშობლოში, კუნძულ ევბეიზე დასახლდა. არისტოტელე გარდაიცვალა კუჭის სნეულებით, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში აწუხებდა.  
+
დაიბადა ქალკიდიკის ნახევარკუნძულზე ქ. სტაგიროსში. წარმოშობით ეკუთვნოდა ასკლეპიადების (ანუ მკურნალთა) გვარს. არისტოტელეს მამა ნიკომაქე მაკედონიის მეფე ამინტა II-ის კარის ექიმი იყო. მას თავის შვილისათვის ახალგაზრდობაშივე უსწავლებია ექიმობა, რასაც არისტოტელე თვითონ შემდგომ სხვებსაც ასწავლიდა. ამის შესახებ [[პლუტარქე]] აღნიშნავს, „ალექსანდრეს საექიმო ხელოვნება სხვებზე უფრო მეტად არისტოტელემ შეასწავლაო“.
  
არისტოტელე არა მხოლოდ ძველბერძნული მეცნიერების კორიფედ, არამედ ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მოაზროვნედაა მიჩნეული. მან განმსაზღვრელი, ფუძემდებლური წვლილი შეიტანა მეცნიერების მრავალი სხვადასხვა დარგის განვითარებაში, ფილოსოფიის გარდა. არისტოტელეს ტრაქტატი „სულის შესახებ”  მიჩნეულია დასავლურ ცივილიზაციაში პირველ წმინდა ფსიქოლოგიურ მონოგრაფიად. მასში დამუშავებული საკითხების კომპლექსი დღემდე რჩება ზოგადი ფსიქოლოგიის ძირითად შინაარსად: სულის რაობა და სულის სახეები (ანუ, დღევანდელი გაგებით, ფსიქოლოგიის საგანი); სულის გამოვლინებები ან ზოგადი თვისებები - შეგრძნება, წარმოსახვა, მეხსიერება, აზროვნება, გრძნობები, სურვილები, ნებისყოფა (ანუ ფსიქიკური პროცესები), დაბოლოს, ხასიათი (ანუ პიროვნების ინდივიდუალური თვისებები). ამ და სხვა ე.წ. მცირე ფსიქოლოგიურ თხზულებებში („შეგრძნების შესახებ” , „მეხსიერების შესახებ” , „სიზმრების შესახებ”) და ბიოლოგიურ ტრაქტატში („ცხოველთა ნაწილების შესახებ”) განხილულია ისეთი თემებიც, რომლებიც ფსიქოლოგიისა და ფიზიოლოგიის მიჯნაზეა: ძილი და ღვიძილი, სიცოცხლის ხანგრძლიობა, მისი ეტაპები ან პერიოდები, სიცოცხლე და სიკვდილი, კვება და მოძრაობა. ის გარემოება, რომ არისტოტელე მათ სულის მოქმედების არეს მიაკუთვნებს, ადასტურებს, რომ მისთვის სავსებით მისაღები იყო სინკრეტული, ნატურფილოსოფიური ბიოლოგისტურ-ფსიქოლოგისტური ორიენტაცია. ეს არცაა გასაკვირი მკვლევარისაგან, რომელსაც „ორგანულის აღმომჩენს”  უწოდებენ; ყოველ შემთხვევაში, არისტოტელე იმდენად მჭიდროდ აკავშირებს სიცოცხლისა და სულის ცნებებს, რომ არსებითად აიგივებს მათ. სხეული და სული ერთიანობაში შეადგენს ცოცხალ არსებას, სულიერს. უფრო ზუსტად, სული აქცევს მატერიას ცოცხალ ორგანიზმად. არისტოტელე სიცოცხლის სამ მთავარ ფორმას გამოყოფს: მცენარეული (ცოცხალი ორგანიზმი), ცხოველური (ინდივიდი, სამშვინველი ანუ მშვინვიერი სული) და ადამიანური (სუბიექტ-პიროვნება, გონი ანუ გონითი სული). შესაბამისად, განიხილება სულის სამი სახე, რომლებიც მისი განვითარების სამ დონეს ქმნიან. უდაბლეს საფეხურს მცენარეული ანუ ვეგეტაციური „სული” შეადგენს. მისი წყალობით ორგანიზმი ახორციელებს სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებს, ესენია: კვება, სუნთქვა, ზრდა, განმრავლება. შემდეგ დონეზე ცხოველური სული ხასიათდება შეგრძნების, გრძნობის, მეხსიერებისა და მოძრაობის ფუნქციებით. ხოლო ადამიანური სული მოაზროვნე სულია.
+
არისტოტელე 16 წლისა იყო, როცა მამა მოუკვდა. მისი მეურვეობა იკისრა სიძემ (დის ქმარმა), რომელმაც 17 წლის არისტოტელე ძვ. წ. 367 წელს [[ათენი|ათენში]] ჩაიყვანა [[პლატონი]]ს აკადემიაში სასწავლებლად, სადაც იგი 20 წელი (367-347) დარჩა, ძვ. . 347 წელს მას რაღაც დავალებით გზავნიან მაკედონიის მეფე [[ფილიპე II მაკედონელი|ფილიპე მეორე]]სთან. პლატონს არისტოტელეზე ნიჭიერი მოწაფე არ ჰყავდა, მაგრამ აკადემიის ხელმძღვანელობა მას არ მიანდო, რაც შეიძლება იმით აიხსნას, რომ მათ შორის მსოფლმხედველობრივი წინააღმდეგობა და ამ ნიადაგზე ერთგვარი პირადი უსიამოვნება სუფევდა. შეიძლება ტრადიცია ამის გამო მიაწერს არისტოტელეს ფრაზას: „პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარია“.
  
შეგრძნება წინაპირობა და მთელი შემეცნების პროცესის სათავეა და მას განსაკუთრებულ ყურადღება ეთმობა. არისტოტელემ გამოყო ხუთი შეგრძნების ორგანო და იმდრონდელ ცოდნაზე დაყრდნობით დაახასიათა კიდეც შეგრძნების  წარმოქმნის პროცესი. ამასთან, არისტოტელე ლაპარაკობს ე.. „საერთო მგრძნობელობაზე” , რომელიც აღიქვამს ყველა ობიექტისთვის საერთო ნიშნებს (მოძრაობას, რაოდენობას, სიდიდეს). აღქმის ილუზიები უპირატესად მას უკავშირდება (ცნობილია ე.წ. არისტოტელეს ილუზია).  სამყაროს თვალსაჩინო ასახვის შემდგომი საფეხური, ფანტაზია წარმოდგენის და წარმოსახვის სახით არის მოცემული. ძველ მოაზროვნეთაგან არისტოტელე პირველი იყო, ვინც ფანტაზიის საგანგებო დახასიათება სცადა. ფანტაზია მოაზრებულია, როგორც შუამავალი შეგრძნებად/გრძნობად და რაციონალურ/გონით ცოდნას შორის და აზროვნების წინაპირობაა. მეტად საინტერესოა მეხსიერების არისტოტელესეული დახასიათებაც: იმისთვის, რომ ადამიანმა რაიმე მოიგონოს, საჭიროა ამჟამად მოცემული შთაბეჭდილება ერთგვარად დაუკავშირდეს უკვე არსებულ წარმოდგენას. სულის ახლანდელი შთაბეჭდილებანი ძველებს მოგონებებს, ვინაიდან მათი შესაბამისი საგნები ერთმანეთს უკავშირდება ოთხგვარად: ან მსგავსია, ან პირიქით - ერთმანეთის კონტრასტულია, ან ოდესღაც ერთდროულად ან ერთმანეთის გვერდით იყო აღქმული. ორი ათასი წლის შემდეგ ამ მოვლენას ასოციაცია დაარქვეს, არისტოტელესეულ ოთხ კავშირს კი ასოციაციის კანონები ეწოდა; ასოციაცია  დიდი ხნის განმავლობაში ფსიქიკური ცხოვრების უმთავრეს ამხსნელ მექანიზმად მოიაზრებოდა (ასოციაციონიზმი).
+
ძვ. წ. 347 წელს ათენში მეორედ წასულმა არისტოტელემ იმავე წელს დატოვა იგი და მცირე აზიის ქ. ატარნეუსის ტირან ჰერმიასთან წავიდა. ჰერმიასი მისი მეგობარი და ანტისპარსული ორიენტაციის მომხრე იყო. ძვ. წ. 344 წელს ჰერმიასი მოულოდნელად ჩაიგდეს ხელში სპარსელებმა და მეფე არტაქსერქსეს ბრძანებით, მაკედონელებთან ურთიერთობის გამო, ჯვარს აცვეს. თვითონ არისტოტელემ ძლივს დააღწია თავი არტაქსერქსეს დევნას. ცოლად შეირთო ჰერმიას დისწული პითიადა და კუნძულ ლესბოსზე მდებარე ქ. მიტილენში დასახლდა.  
  
შემეცნებითი პროცესების მწვერვალი აზროვნებაა. არისტოტელეს თანახმად მოაზროვნე სულის, გონის ერთი ნაწილი (ე.წ. „ნუსი”) „საყოველთაო გონის”  სახით არსებობს, როგორც განსაკუთრებული ზეგრძნობადი (მეტაფიზიკური) არსი. მასში ადამიანის სიკვდილის შემდეგაც ინახება მისი გონიერი სული და, ამდენად, მთელი ის გამოცდილება, რაც კაცობრიობამ დააგროვა. ნუსი შედის ახალშობილის სხეულში და ვეგეტაციურ და შემგრძნობ სულთან ერთიანობას ქმნის. მაშასადამე, ადამიანი თავიდანვე აღჭურვილია ცოდნით, ოღონდ ეს არის პოტენციური, არაცნობიერი ცოდნა (ამ მოძღვრების შემდგომი განვითარება იყო გ. [[ლაიბნიცი გოტფრიდ ვილჰელმ|ლაიბნიცისა]] და [[იუნგი კარლ გუსტავ|კ.გ. იუნგის]] თეორიები). მიხვედრა (ამჟამინდელი „ინტელექტუალური ინტუიცია”), როგორც აქტიური სააზროვნო პროცესი, მის აქტუალიზაციას ახდენს და ზოგჯერ ინდივიდის მიერ მოპოვებულ ჭეშმარიტებებს ამატებს. მთელი ეს ცოდნა სიცოცხლის დასრულების შემდეგ უერთდება მარადიულ თვითჭვრეტაში მყოფ ნუსს, რის შედეგადაც, როგორც „საყოველთაო გონი”  (ახლა ვიტყოდით - კულტურა), მუდმივად მდიდრდება და ივსება. არისტოტელე ასხვავებს თეორიულ და პრაქტიკულ გონებას. თეორიული გონების დანიშნულება ცოდნის მოპოვებაა, ცოდნისა არსებითის შესახებ. მისი მუშაობა თავისუფალია ყოველგვარი გარეგანი ზეგავლენებისგან და მხოლოდ ლოგიკის კანონებითაა შეზღუდული. პრაქტიკული აზროვნება ქმედების მართვას ემსახურება. შესაბამისად, ის შეიმეცნებს მოქმედების პრინციპებსა და ხერხებს.  
+
ძვ.წ. 343 წელს კუნძულ ლესბოსზე არისტოტელემ მიიღო ფილიპე მეორის შემდეგი შინაარსის წერილი: „მაკედონიის მეფე მიესალმება არისტოტელეს. გაუწყებ, რომ შემეძინა ვაჟიშვილი, მაგრამ ღმერთებს მადლობას ვუთვლი არა იმდენად იმისათვის, რომ მათ ის მაჩუქეს, რამდენადაც იმის გამო, რომ იგი დაიბადა არისტოტელეს დროს, რადგანაც მე იმედი მაქვს, რომ შენი დარიგებანი მას გახდიან ჩემი მემკვიდრეობისა და მაკედონელებზე მბრძანებლობის ღირსად“. არისტოტელე მოგვიანებით გაემგზავრა მაკედონიის სატახტო ქალაქ პელაში ფილიპეს შვილის, 13 წლის ალექსანდრეს მასწავლებლად.  
  
არისტოტელე სულიერების ემოციურ მხარესაც განიხილავს. გრძნობა თან სდევს ორგანიზმის ყოველგვარ მოქმედებას. როცა ის ნორმალურად ანუ ბუნებითად მიმდინარეობს, მას სიამოვნება ახლავს, თუ არა - უსიამოვნება. ბუნებრივად და დაუბრკოლებლად მიმდინარე ყოველგვარი აქტივობა უკვე თავისთავად სასიამოვნოა; სიამოვნება ხელს უწყობს და ახანგრძლივებს ცხოველქმედებას. უსიამოვნება ფუნქციის დარღვევისა და სათანადო აქტივობის შეფერხების შესახებ გვამცნობს და ხელს უშლის მის ამგვარად გაგრძელებას (ჩვენ ვიტყოდით, რომ გრძნობას აქვს სასიგნალო და რეგულატორული ფუნქცია). ეს არ ნიშნავს, რომ ორგანიზმის აქტივობას მხოლოდ ემოციები მართავს. გრძნობებს გარკვეული თვისებები აქვს. გრძნობა შეიძლება იყოს ძლიერი ან სუსტი (დღევანდელი ტერმინოლოგიით - გრძნობის ინტენსივობა); არსებობს „შერეული გრძნობებიც” , რომლებიც მოიცავენ როგორც სიამოვნებას, ისე უსიამოვნებას (დღევანდელი ტერმინოლოგიით - გრძნობის ამბივალენტობა). აფექტი ყველაზე ძლიერი და მკვეთრად გამოხატული ემოციური მდგომარეობაა. ის არ ექვემდებარება რაციონალურ მართვას და თითქმის ყოველთვის იწვევს სპონტანურ აქტივობას. ამიტომაც ის რისკის შემცველია ადამიანის ქცევის მიზანშეწონილების კუთხით. აფექტის პრევენციისა და განმუხტვის ყველაზე ეფექტურ საშუალებად ხელოვნება გვევლინება. ხელოვნების ესთეტიკურ ზემოქმედებას მივყავართ კათარზისამდე, ანუ განწმენდამდე. მაგ., გმირთან თანაგანცდის გამო, პიესით გამოწვეული სიხარულისა თუ დარდის ცრემლები ამცირებს ადამიანის ემოციურ დაძაბულობას.  
+
მიუხედავად იმისა, რომ 4 წელი არც ისე დიდი დრო იყო, არისტოტელემ ბევრი რამ მისცა ალექსანდრეს და მრავალმხრივ იმოქმედა მის გონებრივ განვითარებაზე. ამას არც თვითონ [[ალექსანდრე მაკედონელი]] უარყოფდა, რომელიც თურმე ხშირად იმეორებდა შემდეგში: „მე თუ ვარსებობ, ეს მამაჩემ ფილიპეს უნდა ვუმადლოდე, მაგრამ მე თუ ალექსანდრე მაკედონელი ვარ, ამაში არისტოტელეს მადლობელი უნდა ვიყო“. თვითონ ფილიპეც დიდად აფასებდა არისტოტელეს გაწეულ ღვაწლს და მან ხელახლა აღადგინა ომის დროს დანგრეული არისტოტელეს მშობლიური ქალაქი სტაგიროსი.  
  
ქცევის საწყისი - მისწრაფებაა (თანამედროვე ტერმინით - მოტივაცია). მისწრაფების გარეშე შეუძლებელია მოძრაობის განხორციელება. არისტოტელე საგანგებოდ აღნიშნავს, რომ თავშეკავებულ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ რაიმეს გაკეთების სურვილი და მისწრაფება, მაგრამ არ აკეთებენ ამას, ვინაიდან მიჰყვებიან არა სურვილს, არამედ გონების კარნახს. ნებისყოფის [[უნარი]] სწორედ ამაში ვლინდება. უნებლიე ქცევის დროს მისწრაფებას უშუალოდ მოჰყვება მოძრაობა. ნებელობითი ქცევის შემთხვევაში სურვილს დაერთვის პრაქტიკული გონება, რომელიც უკარნახებს მისწრაფებას ასეთ თუ ისეთ მოძრაობას. ამიტომ სადაც არ არის გონება (ცხოველი, მცირეწლოვანი ბავშვი, შეშლილი), იქ არ არის ნებისყოფაც.
+
არისტოტელე ძვ. წ. 335 წელს მესამედ ჩავიდა ათენში. ამჯერად 12 წელი დარჩენილა იქ. ქალაქის განაპირა უბანში აპოლონ ლიკეიოსის ტაძრის გვერდით მას უყიდია გიმნასიუმის (ტანვარჯიშის დარბაზის) შენობა ბაღითურთ და ფილოსოფიური სკოლა გაუხსნია. ამ სკოლას შემდეგ ლიკეიონი შეერქვა, რადგანაც იგი ლიკეიოსის ტაძრის გვერდით მდებარეობდა. დილას და საღამოს ბაღის ხეივნებში დასეირნობდა თავისი მოწაფეებითა და მსმენელებით გარშემორტყმული არისტოტელე და უკითხავდა მათ ლექციებს (ამის გამო, ლიკეიონში მის სკოლას აგრეთვე „პერიპატეტიკულ სკოლას“, ანუ „მიმართულებას“ უწოდებდნენ. არისტოტელეს ცხოვრების უკანასკნელი წლები ტრაგიკული აღმოჩნდა. ლიკეიონში მოღვაწეობის დროს მას გარდაეცვალა ცოლი პითიადა; ძვ. . 323 წელს კი, როცა ბაბილონში ექსანდრე მაკედონელი გარდაიცვალა, ათენში ქურუმმა ევრიმედონემ, ზოგიერთი ცნობით კი, დემოფილემ, არისტოტელეს წინააღმდეგ [[არეოპაგი|არეოპაგში]] საქმე აღძრა ასებეიას (დანაშაული „ღმერთების მიმართ უპატივცემულობისთვის“) ბრალდებით.  
  
აფექტებს უპირისპირდება ხასიათი, როგორც ადამიანის თვისებათა მდგრადი სისტემა. ის გამოხატავს ცალკეული ადამიანის თავისებურებას, მის ზნეობრივ სახეს, რომლის შესაბამისადაც მოქმედებს. ხასიათი (ზნეობრიობა) არ არის ადამიანის ბუნებრივი თვისება. ის ცვალებადობს ასაკის, საზოგადოებრივი მდგომარეობის, პროფესიისა და სხვა ცხოვრებისეულ ვითარებათა შესაბამისად. ხასიათი ცხოვრების პროცესში ყალიბდება. საჭიროა, რომ ადამიანი ხშირად ხვდებოდეს რთულ სიტუაციებში, სადაც ამა თუ იმ ზნეობრივი თვისების გამოვლენა სჭირდება. მაშინ ხდება ადამიანი გულადი, კეთილშობილი და სხვა. არისტოტელემ ხასიათის გარკვეული ტიპების აღწერაც მოგვცა. ამდენად, იგი ქარაქტეროლოგიის სათავეებთანაც დგას.
+
ამის გამო, ძველი წყაროების (დიოგენე ლაერტელი და სხვ.) ცნობით, არისტოტელე ატიკიდან ორმოცი კილომეტრის მანძილით დაშორებულ კუნძულ ევბეაზე გაქცეულა ქ. ხალკოსში, სადაც მას დედისეული მამული ჰქონდა და იქვე გარდაიცვალა ძვ. . 322 წელს კუჭის ავადმყოფობით. აქედან მისი გვამი გადაუსვენებიათ მშობლიურ ქ. სტაგიროსში და იქ დაუკრძალავთ. სხვა წყაროების მიხედვით, არისტოტელემ თავი დაიხრჩო ზღვაში, თითქოს მას შემდეგ, რაც ვერ ახსნა ზღვის მოქცევის და უკუქცევის მიზეზები. ზოგი ცნობით კი, არისტოტელემ თავი მოიწამლა კ. ევბეაზე, რადგან არ უნდოდა ათენში არეოპაგის სასამართლოს წარსდგომოდა, ვინაიდან სიცოცხლის შენარჩუნების გარანტია არ ჰქონდაო.  
  
ქართულ ფსიქოლოგიაში არისტოტელეს მოძღვრება გაანალიზებული აქვთ ა. ბოჭორიშვილს (ფსიქოლოგიის ისტორია. თხზულებები, .1. თბილისი, 1991) და ი. იმედაძეს (ფსიქოლოგიის ისტორია: ანტიკური ხანიდან ჩვენს დრომდე. თბილისი, 2014).
+
ამ ბოლო დროს ყურადღება მიიპყრო ფრანგი მღვდლის ჟან მელიეს (1664-1729) ერთმა ცნობამ, რომელიც იუწყება, რომ პასუხისგებაში მიცემული არისტოტელე ათენიდან გაიქცა არა კუნძულ ევბეაზე ქ. ხალკისში, არამედ კოლხიდაში, სადაც გარდაიცვალა კადეც. მელიეს წიგნის რუსულ თარგმანში აღნიშნულია, რომ „ასებეიაში“ ბრალდების გამო, არისტოტელე „იძულებული გამხდარა თავი შეეფარებინა კოლხეთში, სადაც იგი გარდაიცვალა 63 წლის ასაკში“, სამწუხაროდ, მელიე არ უთითებს, თუ საიდან მოაქვს ეს ცნობა.  
  
თეორიული აზროვნების წესები - ლოგიკის კანონები - არისტოტელემ საგანგებოდ იკვლია. მან ჩამოაყალიბა მრავალი კანონი და დაწერა მსოფლიოში პირველი ტრაქტატი ლოგიკაზეც. ამით ლოგიკა მეცნიერების დარგად დაფუძნდა.
+
საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არისტოტელე სტრაგირელი იყო განსაკუთრებული მოვლენა აზროვნების ისტორიაში. მან არა მარტო წინ წასწია მის დროს არსებული მეცნიერების დარგები, არამედ საფუძველი დაუდო ზოგიერთ ახალ მეცნიერებასაც და ბევრი ახალი დებულება შეიტანა ფილოსოფიაში, ეთიკაში, ესთეტიკაში, ენათმეცნიერებაში, ფიზიკაში, ზოოლოგიაში, ბოტანიკაში, მათემატიკაში, ისტორიაში, ლიტერატურაში, ასტრონომიაში, მეტეოროლოგიაში, იურისპრუდენციაში, ეკონომიკურ მეცნიერებაში და იმდროინდელი ცოდნის თითქმის ყველა სხვა დარგში. აზროვნების ისტორიამ არ იცის მეორე ადამიანი, რომელიც ისეთი ენციკლოპედიური მრავალმხრივობით იყო დაჯილდოებული, როგორც არისტოტელე.  
  
არისტოტელეს ფილოსოფიაში ერთერთი უმნიშვნელოვანესი ცნებაა მიზნობრიობა - ენტელექია. მაგრამ ესაა არა პიროვნულ-სუბიექტური, არამედ ღვთაებრივი, კოსმოსური, ბუნების საერთო, სასიცოცხლო მისწრაფება. მიზანი - ესაა „საბოლოო მიზეზი”, რომელიც განსაზღვრავს ყოფიერის არსსა და არსებას, და რისი შემეცნებაც ყოფიერის დაფარული საზრისის წვდომაა. მიზანი, ენტელექიის სახით, მთელ ცოცხალ ბუნებას აქვს და (უმეტესად გაუცნობიერებლად) მისკენ მიისწრაფვის. ენტელექია სიცოცხლის არსია, სახელდობრ, მიზნის განხორციელებაა, ის ვლინდება სიცოცხლის თვითშენახვაში და სრულქმნისკენ მისწრაფებაში. მაშ არისტოტელემ სიცოცხლის ორი მისწრაფება გამოკვეთა - ადაპტაციურობა და მიღმასწრაფება. ამით მისი თეორია „ღია თეორიებს” განეკუთვნება და ამ მხრივ ახალი ფსიქოლოგიის 90 %-ზე უფრო მაღლაა {„ღია თეორია / დახურული თეორია”}. და სწორედ ესაა „მიზანშეწონილება”. [[უზნაძე დიმიტრი|დ. უზნაძის]] თეორიაშიც „მიზანშეწონილება” - საპირისპიროდ ცნებისა „მიზანდასახულობა” - უპიროვნოა, არაცნობიერია, მიზანშეწონილ ქცევას ცხოველიც ახორციელებს (ემპირისტული პოსტულატი). ესაა ისეთი ქცევა, რომლის შედეგადაც ინდივიდი (ცხოველი ან იმპულსურ-განწყობისეულ დონეზე მოქმედი ადამიანი) წარმატებით იკმაყოფილებს რომელიმე ბუნებისეულ-სასიცოცხლო მოთხოვნილებას, რისი მაჩვენებელი და განმამტკიცებელი სიამოვნების გრძნობაა. ესე იგი ესაა ქცევა ბუნების წესის შესაბამისად ანუ ამ წესთან შეწონილად, ენტელექიასთან შეწონილად. ეს აზრი შეიძლება არაორგანულ ბუნებაზეც, მთელ სამყაროზეც გავრცელდეს და, შესაბამისად, განირჩეს ვიწრო-ბიოლოგიური და საერთო-კოსმოლოგიური მიზნობრიობა-ენტელექია.
+
არისტოტელეს შესახებ მეტად მაღალი წარმოდგენისა იყვნენ თვით მისი თანამედროვენი. პლატონი მას უწოდებდა თავისი სკოლის გონებას. [[პლუტარქე]] გადმოგვცემს, რომ [[ციცერონი]]ს თქმით, იგი იყო „[[მდინარე]], რომელიც [[ოქრო]]ს ტალღებს მოაჩუხჩუხებდა“. [[პლინიუს უფროსი]] წერს, რომ იგი იყო უაღრესად განსწავლული ყველა მეცნიერებაში. მშობლიურ ქალაქ სტაგიროსში კი თანამემამულეებს მის პატივსაცემად ყოველწლიური დღესასწაული „არისტოტელეია“ დაუწესებიათ.  
  
საკვირველია, ერთმა ადამიანმა როგორ გაუსწრო კაცობრიობას 2000-2300 წლით, თანაც მეცნიერების რამდენიმე დარგში! ეს იმდენად შთამბეჭდავია, რომ მთელი ევროპული ქრიატიანული კულტურა, მათ შორის [[ეკლესია|ეკლესიაც]], არისტოტელეს, „წარმართ მეცნიერს” აღიარებდა უმაღლეს ავტორიტეტად. არისტოტელესა და მისი მოძღვრის, პლატონის მოძღვრებანი 20 საუკუნის განმავლობაში იყო დასავლური აზროვნებისა და ზოგადად კულტურის ყველაზე ავტორიტეტული სიბრძნის წყარო. ეს დოგმატურად ჰქონდა აღიარებული ქრისტიანულ ეკლესიასაც კი, მიუხედავად ბრძენთა „წარმართობისა”. ამასთან, არისტოტელე ამბობდა, პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარიაო. არისტოტელემ თავისი მოძღვრის ფილოსოფიისგან განსხვავებული და გაცილებით უფრო ფართო და ღრმადმეცნიერული მოძღვრება შექმნა. (''ზურაბ ვახანია'')
+
შუა საუკუნეებში ეკლესიის მამები ალმაცერად უყურებდნენ არისტოტელეს, რადგან მისი ენციკლოპედიური გენია ბზარს აჩენდა ქრისტიანული რელიგიის დოგმებში. ლუთერი მის შესახებ წერდა: „არისტოტელე თითქოს იქამდე მივიდა, რომ თუმცა იგი ღმერთს პირდაპირ სულელს არ უწოდებდა, მაგრამ მაინც ამტკიცებდა, რომ მან არც ჩვენი საქმეები იცის, არც ჩვენი განზრახვები, ვერც ვერაფერს იგებს, ვერც ვერაფერს ხედავს, და მხოლოდ თავის თავის შესახებ ფიქრობს… მაგრამ რა საქმე გვაქვს ჩვენ ასეთ უფალთან ანუ ღმერთთან? რა სარგებლობა გვაქვს ჩვენ მისგან?“.  
  
 +
ახალ დროში არისტოტელემ უფრო მაღლა აიწია დიდების კვარცხლბეკზე. გოეთე მის შესახებ წერდა: „არისტოტელე მსოფლიოს წინაშე დგას როგორც ხუროთმოძღვარი, რომელიც ხაზავს უდიდეს წრეს თავისი მშენებლობის საძირკვლისათვის, მასალას იღებს ყველგან, ახარისხებს მას, ალაგებს ფენას ფენაზე და ამ სახით… პირამიდის მსგავსად მიიწევს ზევით“.
  
==წყარო==
+
ადამიანს აოცებს არა მარტო ამ დიდებული მეცნიერის აზროვნების სიღრმე, არამედ მისი პროდუქტიულობაც. ანდრონიკე როდოსელის ცნობით (ახ. წ. I საუკუნე), არისტოტელეს დაწერილი ჰქონია 10000-მდე წიგნი, ხოლო დიოგენე ლაერტელი (ახ. წ. II ს) ასახელებს მის 146 ნაწარმოებს. სამწუხაროდ, მათმა დიდმა ნაწილმა ჩვენამდე ვერ მოაღწია.  
<small>[[ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი]]
+
<br />
+
სტატიის ავტორი - [[ირაკლი იმედაძე]], [[დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება]].<br />
+
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.</small>
+
  
 +
არისტოტელეს ჩვენამდე მოღწეული წიგნების ისტორია კი ასეთია: არისტოტელემ თავისი წიგნები ათენიდან გაქცევისას (ძვ. წ. 323 წელს) დაუტოვა თავის მოწაფეს თეოფრასტეს, რომელსაც ამავე დროს (ლიკეიონის) ხელმძღვანელობაც გადააბარა. თეოფრასტეს ეს წიგნები თავის მოწაფე ნელეოსისთვის დაუტოვებია, ამ უკანასკნელს კი, იმის შიშით, რომ ისინი პერგამონის მეფეებს არ ჩავარდნოდათ ხელში, რომელნიც იმ დროს ქ. [[ალექსანდრია (ქალაქი ეგვიპტეში)|ალექსანდრიის]] (ეგვიპტე) მეტოქეობით მსოფლიო მნიშვნელობის ბიბლიოთეკას ქმნიდნენ მცირე აზიის ქ. პერგამონში, წიგნები მარანში დაუმალავს. ასე ყოფილა ეს წიგნები ჩამარხული 130 წლის მანძილზე. შემდეგ ისინი იქიდან ვინმე თეოსელ აპელიკონს ამოუღია ძვ. წ. 86 წელს. როცა ათენი [[სულა ლუციუს კორნელიუს|სულა]]მ აიღო, წიგნები მას ჩავარდნია ხელში და რომში ჩაუტანია. რომში ამ წიგნებიდან [[ციცერონი]]ს სწავლულ მონას ტირონს ასლები გადაუღია. ამ გზით გასცნობია ციცერონი და რომის განათლებული საზოგადოება არისტოტელეს თხზულებებს, რომელიც შემდეგ ახ. წ. I საუკუნეში ანდრონიკე როდოსელს გამოუცია. ასე შემთხვევით გადარჩენილა არისტოტელეს უმდიდრეს ლიტერატურული მემკვიდრეობის ერთი ნაწილი.
  
[[კატეგორია:კათარზისი]]
+
 
[[კატეგორია:ენტელექია]]
+
 
 +
==იხილე აგრეთვე==
 +
* [[არისტოტელეს პოეტიკა]]
 +
* [[არისტოტელე (ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი)|არისტოტელე]]
 +
 
 +
==წყარო==
 +
* [[ბერძენი და რომაელი ისტორიკოსები]]
 +
[[კატეგორია:ძველი ბერძენი ისტორიკოსები]]
 
[[კატეგორია:ძველი ბერძენი ფილოსოფოსები]]
 
[[კატეგორია:ძველი ბერძენი ფილოსოფოსები]]
[[კატეგორია:ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი]]
+
[[კატეგორია:არისტოტელე]]

მიმდინარე ცვლილება 22:57, 17 ოქტომბერი 2024 მდგომარეობით

არისტოტელე

არისტოტელე - (ბერძ. Αριστοτέλης, დ. ძვ. წ. 384, ― გ. ძვ. წ. 322), უდიდესი ძველი ბერძენი ფილოსოფოსი და მეცნიერი.

[რედაქტირება] ბიოგრაფია

დაიბადა ქალკიდიკის ნახევარკუნძულზე ქ. სტაგიროსში. წარმოშობით ეკუთვნოდა ასკლეპიადების (ანუ მკურნალთა) გვარს. არისტოტელეს მამა ნიკომაქე მაკედონიის მეფე ამინტა II-ის კარის ექიმი იყო. მას თავის შვილისათვის ახალგაზრდობაშივე უსწავლებია ექიმობა, რასაც არისტოტელე თვითონ შემდგომ სხვებსაც ასწავლიდა. ამის შესახებ პლუტარქე აღნიშნავს, „ალექსანდრეს საექიმო ხელოვნება სხვებზე უფრო მეტად არისტოტელემ შეასწავლაო“.

არისტოტელე 16 წლისა იყო, როცა მამა მოუკვდა. მისი მეურვეობა იკისრა სიძემ (დის ქმარმა), რომელმაც 17 წლის არისტოტელე ძვ. წ. 367 წელს ათენში ჩაიყვანა პლატონის აკადემიაში სასწავლებლად, სადაც იგი 20 წელი (367-347) დარჩა, ძვ. წ. 347 წელს მას რაღაც დავალებით გზავნიან მაკედონიის მეფე ფილიპე მეორესთან. პლატონს არისტოტელეზე ნიჭიერი მოწაფე არ ჰყავდა, მაგრამ აკადემიის ხელმძღვანელობა მას არ მიანდო, რაც შეიძლება იმით აიხსნას, რომ მათ შორის მსოფლმხედველობრივი წინააღმდეგობა და ამ ნიადაგზე ერთგვარი პირადი უსიამოვნება სუფევდა. შეიძლება ტრადიცია ამის გამო მიაწერს არისტოტელეს ფრაზას: „პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარია“.

ძვ. წ. 347 წელს ათენში მეორედ წასულმა არისტოტელემ იმავე წელს დატოვა იგი და მცირე აზიის ქ. ატარნეუსის ტირან ჰერმიასთან წავიდა. ჰერმიასი მისი მეგობარი და ანტისპარსული ორიენტაციის მომხრე იყო. ძვ. წ. 344 წელს ჰერმიასი მოულოდნელად ჩაიგდეს ხელში სპარსელებმა და მეფე არტაქსერქსეს ბრძანებით, მაკედონელებთან ურთიერთობის გამო, ჯვარს აცვეს. თვითონ არისტოტელემ ძლივს დააღწია თავი არტაქსერქსეს დევნას. ცოლად შეირთო ჰერმიას დისწული პითიადა და კუნძულ ლესბოსზე მდებარე ქ. მიტილენში დასახლდა.

ძვ.წ. 343 წელს კუნძულ ლესბოსზე არისტოტელემ მიიღო ფილიპე მეორის შემდეგი შინაარსის წერილი: „მაკედონიის მეფე მიესალმება არისტოტელეს. გაუწყებ, რომ შემეძინა ვაჟიშვილი, მაგრამ ღმერთებს მადლობას ვუთვლი არა იმდენად იმისათვის, რომ მათ ის მაჩუქეს, რამდენადაც იმის გამო, რომ იგი დაიბადა არისტოტელეს დროს, რადგანაც მე იმედი მაქვს, რომ შენი დარიგებანი მას გახდიან ჩემი მემკვიდრეობისა და მაკედონელებზე მბრძანებლობის ღირსად“. არისტოტელე მოგვიანებით გაემგზავრა მაკედონიის სატახტო ქალაქ პელაში ფილიპეს შვილის, 13 წლის ალექსანდრეს მასწავლებლად.

მიუხედავად იმისა, რომ 4 წელი არც ისე დიდი დრო იყო, არისტოტელემ ბევრი რამ მისცა ალექსანდრეს და მრავალმხრივ იმოქმედა მის გონებრივ განვითარებაზე. ამას არც თვითონ ალექსანდრე მაკედონელი უარყოფდა, რომელიც თურმე ხშირად იმეორებდა შემდეგში: „მე თუ ვარსებობ, ეს მამაჩემ ფილიპეს უნდა ვუმადლოდე, მაგრამ მე თუ ალექსანდრე მაკედონელი ვარ, ამაში არისტოტელეს მადლობელი უნდა ვიყო“. თვითონ ფილიპეც დიდად აფასებდა არისტოტელეს გაწეულ ღვაწლს და მან ხელახლა აღადგინა ომის დროს დანგრეული არისტოტელეს მშობლიური ქალაქი სტაგიროსი.

არისტოტელე ძვ. წ. 335 წელს მესამედ ჩავიდა ათენში. ამჯერად 12 წელი დარჩენილა იქ. ქალაქის განაპირა უბანში აპოლონ ლიკეიოსის ტაძრის გვერდით მას უყიდია გიმნასიუმის (ტანვარჯიშის დარბაზის) შენობა ბაღითურთ და ფილოსოფიური სკოლა გაუხსნია. ამ სკოლას შემდეგ ლიკეიონი შეერქვა, რადგანაც იგი ლიკეიოსის ტაძრის გვერდით მდებარეობდა. დილას და საღამოს ბაღის ხეივნებში დასეირნობდა თავისი მოწაფეებითა და მსმენელებით გარშემორტყმული არისტოტელე და უკითხავდა მათ ლექციებს (ამის გამო, ლიკეიონში მის სკოლას აგრეთვე „პერიპატეტიკულ სკოლას“, ანუ „მიმართულებას“ უწოდებდნენ. არისტოტელეს ცხოვრების უკანასკნელი წლები ტრაგიკული აღმოჩნდა. ლიკეიონში მოღვაწეობის დროს მას გარდაეცვალა ცოლი პითიადა; ძვ. წ. 323 წელს კი, როცა ბაბილონში ექსანდრე მაკედონელი გარდაიცვალა, ათენში ქურუმმა ევრიმედონემ, ზოგიერთი ცნობით კი, დემოფილემ, არისტოტელეს წინააღმდეგ არეოპაგში საქმე აღძრა ასებეიას (დანაშაული „ღმერთების მიმართ უპატივცემულობისთვის“) ბრალდებით.

ამის გამო, ძველი წყაროების (დიოგენე ლაერტელი და სხვ.) ცნობით, არისტოტელე ატიკიდან ორმოცი კილომეტრის მანძილით დაშორებულ კუნძულ ევბეაზე გაქცეულა ქ. ხალკოსში, სადაც მას დედისეული მამული ჰქონდა და იქვე გარდაიცვალა ძვ. წ. 322 წელს კუჭის ავადმყოფობით. აქედან მისი გვამი გადაუსვენებიათ მშობლიურ ქ. სტაგიროსში და იქ დაუკრძალავთ. სხვა წყაროების მიხედვით, არისტოტელემ თავი დაიხრჩო ზღვაში, თითქოს მას შემდეგ, რაც ვერ ახსნა ზღვის მოქცევის და უკუქცევის მიზეზები. ზოგი ცნობით კი, არისტოტელემ თავი მოიწამლა კ. ევბეაზე, რადგან არ უნდოდა ათენში არეოპაგის სასამართლოს წარსდგომოდა, ვინაიდან სიცოცხლის შენარჩუნების გარანტია არ ჰქონდაო.

ამ ბოლო დროს ყურადღება მიიპყრო ფრანგი მღვდლის ჟან მელიეს (1664-1729) ერთმა ცნობამ, რომელიც იუწყება, რომ პასუხისგებაში მიცემული არისტოტელე ათენიდან გაიქცა არა კუნძულ ევბეაზე ქ. ხალკისში, არამედ კოლხიდაში, სადაც გარდაიცვალა კადეც. მელიეს წიგნის რუსულ თარგმანში აღნიშნულია, რომ „ასებეიაში“ ბრალდების გამო, არისტოტელე „იძულებული გამხდარა თავი შეეფარებინა კოლხეთში, სადაც იგი გარდაიცვალა 63 წლის ასაკში“, სამწუხაროდ, მელიე არ უთითებს, თუ საიდან მოაქვს ეს ცნობა.

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არისტოტელე სტრაგირელი იყო განსაკუთრებული მოვლენა აზროვნების ისტორიაში. მან არა მარტო წინ წასწია მის დროს არსებული მეცნიერების დარგები, არამედ საფუძველი დაუდო ზოგიერთ ახალ მეცნიერებასაც და ბევრი ახალი დებულება შეიტანა ფილოსოფიაში, ეთიკაში, ესთეტიკაში, ენათმეცნიერებაში, ფიზიკაში, ზოოლოგიაში, ბოტანიკაში, მათემატიკაში, ისტორიაში, ლიტერატურაში, ასტრონომიაში, მეტეოროლოგიაში, იურისპრუდენციაში, ეკონომიკურ მეცნიერებაში და იმდროინდელი ცოდნის თითქმის ყველა სხვა დარგში. აზროვნების ისტორიამ არ იცის მეორე ადამიანი, რომელიც ისეთი ენციკლოპედიური მრავალმხრივობით იყო დაჯილდოებული, როგორც არისტოტელე.

არისტოტელეს შესახებ მეტად მაღალი წარმოდგენისა იყვნენ თვით მისი თანამედროვენი. პლატონი მას უწოდებდა თავისი სკოლის გონებას. პლუტარქე გადმოგვცემს, რომ ციცერონის თქმით, იგი იყო „მდინარე, რომელიც ოქროს ტალღებს მოაჩუხჩუხებდა“. პლინიუს უფროსი წერს, რომ იგი იყო უაღრესად განსწავლული ყველა მეცნიერებაში. მშობლიურ ქალაქ სტაგიროსში კი თანამემამულეებს მის პატივსაცემად ყოველწლიური დღესასწაული „არისტოტელეია“ დაუწესებიათ.

შუა საუკუნეებში ეკლესიის მამები ალმაცერად უყურებდნენ არისტოტელეს, რადგან მისი ენციკლოპედიური გენია ბზარს აჩენდა ქრისტიანული რელიგიის დოგმებში. ლუთერი მის შესახებ წერდა: „არისტოტელე თითქოს იქამდე მივიდა, რომ თუმცა იგი ღმერთს პირდაპირ სულელს არ უწოდებდა, მაგრამ მაინც ამტკიცებდა, რომ მან არც ჩვენი საქმეები იცის, არც ჩვენი განზრახვები, ვერც ვერაფერს იგებს, ვერც ვერაფერს ხედავს, და მხოლოდ თავის თავის შესახებ ფიქრობს… მაგრამ რა საქმე გვაქვს ჩვენ ასეთ უფალთან ანუ ღმერთთან? რა სარგებლობა გვაქვს ჩვენ მისგან?“.

ახალ დროში არისტოტელემ უფრო მაღლა აიწია დიდების კვარცხლბეკზე. გოეთე მის შესახებ წერდა: „არისტოტელე მსოფლიოს წინაშე დგას როგორც ხუროთმოძღვარი, რომელიც ხაზავს უდიდეს წრეს თავისი მშენებლობის საძირკვლისათვის, მასალას იღებს ყველგან, ახარისხებს მას, ალაგებს ფენას ფენაზე და ამ სახით… პირამიდის მსგავსად მიიწევს ზევით“.

ადამიანს აოცებს არა მარტო ამ დიდებული მეცნიერის აზროვნების სიღრმე, არამედ მისი პროდუქტიულობაც. ანდრონიკე როდოსელის ცნობით (ახ. წ. I საუკუნე), არისტოტელეს დაწერილი ჰქონია 10000-მდე წიგნი, ხოლო დიოგენე ლაერტელი (ახ. წ. II ს) ასახელებს მის 146 ნაწარმოებს. სამწუხაროდ, მათმა დიდმა ნაწილმა ჩვენამდე ვერ მოაღწია.

არისტოტელეს ჩვენამდე მოღწეული წიგნების ისტორია კი ასეთია: არისტოტელემ თავისი წიგნები ათენიდან გაქცევისას (ძვ. წ. 323 წელს) დაუტოვა თავის მოწაფეს თეოფრასტეს, რომელსაც ამავე დროს (ლიკეიონის) ხელმძღვანელობაც გადააბარა. თეოფრასტეს ეს წიგნები თავის მოწაფე ნელეოსისთვის დაუტოვებია, ამ უკანასკნელს კი, იმის შიშით, რომ ისინი პერგამონის მეფეებს არ ჩავარდნოდათ ხელში, რომელნიც იმ დროს ქ. ალექსანდრიის (ეგვიპტე) მეტოქეობით მსოფლიო მნიშვნელობის ბიბლიოთეკას ქმნიდნენ მცირე აზიის ქ. პერგამონში, წიგნები მარანში დაუმალავს. ასე ყოფილა ეს წიგნები ჩამარხული 130 წლის მანძილზე. შემდეგ ისინი იქიდან ვინმე თეოსელ აპელიკონს ამოუღია ძვ. წ. 86 წელს. როცა ათენი სულამ აიღო, წიგნები მას ჩავარდნია ხელში და რომში ჩაუტანია. რომში ამ წიგნებიდან ციცერონის სწავლულ მონას ტირონს ასლები გადაუღია. ამ გზით გასცნობია ციცერონი და რომის განათლებული საზოგადოება არისტოტელეს თხზულებებს, რომელიც შემდეგ ახ. წ. I საუკუნეში ანდრონიკე როდოსელს გამოუცია. ასე შემთხვევით გადარჩენილა არისტოტელეს უმდიდრეს ლიტერატურული მემკვიდრეობის ერთი ნაწილი.


[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები