ფსუსენეს III
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
[[ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია]] | [[ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია]] | ||
[[კატეგორია:ძველი ეგვიპტე]] | [[კატეგორია:ძველი ეგვიპტე]] | ||
| − | [[კატეგორია:ამონის | + | [[კატეგორია:ამონის მთავარი ქურუმები]] |
მიმდინარე ცვლილება 00:13, 14 ნოემბერი 2024 მდგომარეობით
ფსუსენეს III – ამონის მთავარი ქურუმი თებეში, პაინოჯემ II-ის შვილი. თანამდებობას იღებს თავისი მამის გარდაცვალების შემდეგ, სიამუნის მეფობის მეათე წელს. უკვე მთელი საუკუნის განმავლობაში მისი წინამორბედები დაკავებულები იყვნენ გარდასულ დროთა ფარაონების მუმიების დაბინავებით სხვადასხვა ადგილას მათი მძარცველებისაგან დასაცავად. ფსუსენესის დროს გადაწყდა მათი ერთად გადასვენება რომელიმე სამარხში, რადგან ასე უფრო ადვილი იქნებოდა მათი დაცვა. ასე გადაასვენეს საბოლოოდ ამონხეტეპ I, სეტი I, რამსეს II და სხვ. (სულ დაახლოებით ორმოცი ფარაონის და მათი ნათესავების მუმია) პაინოჯემ II-ის და მისი ცოლის სამარხში დეირ ელ-ბაჰარიში, სადაც ისინი ჩვენს დროში, მეცხრამეტე საუკუნეში აღმოაჩინეს.