ველის კირკიტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ველის კირკიტა''' (ლათ. Falco naumanni Fleischer, 1818) − ფრინველი შავარდნისებრთა...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Velis kirkita.PNG|thumb|250px|ველის კირკიტა]]
 
'''ველის კირკიტა''' (ლათ. Falco naumanni Fleischer, 1818) − ფრინველი შავარდნისებრთა ოჯახიდან.
 
'''ველის კირკიტა''' (ლათ. Falco naumanni Fleischer, 1818) − ფრინველი შავარდნისებრთა ოჯახიდან.
 
* კლასი − ფრინველები (AVES)
 
* კლასი − ფრინველები (AVES)

მიმდინარე ცვლილება 14:36, 3 აპრილი 2025 მდგომარეობით

ველის კირკიტა

ველის კირკიტა (ლათ. Falco naumanni Fleischer, 1818) − ფრინველი შავარდნისებრთა ოჯახიდან.

პატარა ზომის მტაცებელი ფრინველია. ფრთა 225-250 მმ-ია, კუდი – 135-155 მმ, წონა – 135-200 გ. სიდიდით სქესთა შორის განსხვავება არაა. შეფერილობაში კი კარგადაა გამოხატული სქესობრივი და ასაკობრივი დიმორფიზმი. ზრდასრული მამალი ზურგის მხარეს მუქი ქარცია; მურა-შავი დიდი მომქნევების შიგნითა მარაოები მკრთალი ფერისაა; ნაცარა კუდის ბოლოში შავი ზოლია, ხოლო წვერო კუდს თეთრი აქვს. ყელი ცვილისფერია, მკერდი და მუცელი – ქარცი, ნაცარა ელფერით და მუცელზე მუქი ლაქებით. დედალი ზემოდან მოყავისფრო-ქარცია, ფართო მურა განივი ზოლებით და თავზე ვიწრო გასწვრივი ღერძულა შტრიხებით. მომქნევები მუქი მურაა, შიგნითა მარაოებზე მოთეთრო განივი ლაქებით. საჭის ბუმბულები ქარცია − ვიწრო, ბოლოში კი ფართო განივი ზოლებით და მოთეთრო წვეროებით. ყელი ღია ცვილისფერია; მკერდი, მუცელი და გვერდები – მკრთალი ცვილისფერი, გასწვრივი მურა ზოლებით. შეფერილობით, განსაკუთრებით დედალი, ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ კირკიტას, მაგრამ მთავარი განმასხვავებელი ნიშანია თეთრი (ან მოთეთრო) ბრჭყალები.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

ბუდობის არეალი მოიცავს ჩრდილო-დასავლეთ აფრიკასმაროკოდან ტუნისამდე; ევროპაშიესპანეთს, პორტუგალიას, შუა და სამხრეთ იტალიას, კუნძულებს – სიცილიას, სარდინიას, კვიპროსს, ბალკანეთის ნახევარკუნძულს, ჩრდილოეთით – ავსტრიას, უნგრეთს, პოლონეთის სამხრეთ ნაწილს; უკრაინაში – ჩრდილოეთ უმანამდე, ყირიმს, დონის ქვემო დინების მიდამოებს, კავკასიას; აზიაში – მცირე და წინა აზიას, ავღანეთს, მონგოლეთს და ჩინეთს. ჩრდილოეთით აღწევს 65-ე პარალელამდე და იაკუტიამდე. იზამთრებს ამიერკავკასიაში, შუა აზიაში, ინდოეთში, არაბეთის სამხრეთ ნაწილში და აფრიკის მრავალ ადგილას. საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი ფორმა.

[რედაქტირება] ბიოტოპი

ბუდობს ტყე-ველებში, ველებში, მდინარეთა მშრალ ხეობებში და ნახევარუდაბნოებში, სადაც არის კლდეები, ფლატეები და ხრამები. მთებში ზოგან ადის 3600 მ-მდე ზ. დ., მაგრამ უპირატესობას ანიჭებს ღია ლანდშაფტს ქვედა სარტყელში.

[რედაქტირება] გამრავლება

ბუდეს იკეთებს კლდის ნაპრალებში, ქვების გროვაში, ფლატეს კედელზე სოროში, ხშირად – კოლონიებად. მაისის მეორე ნახევარში დებს 4-5 კვერცხს. კრუხად ჯდება მორიგეობით ორივე სქესის ფრინველი. საინკუბაციო პერიოდი 28 დღემდე გრძელდება.

[რედაქტირება] კვება

ძირითადად ენტომოფაგი ფრინველია. ჭამს კალიებს, კუტკალიებს, ხოჭოებს, ნემსიყლაპიებს და მრავალ სხვა მწერს. იშვიათად თავს ესხმის პატარა ფრინველებსაც, ზოგჯერ – მღრღნელებსაც.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

მავნე მწერების განადგურებით დიდი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები