ქათამურა
(ახალი გვერდი: '''ქათამურა''' (''ლათ''. Porzana porzana Linnaeus, 1766) ფრინველთა გვარი ლაინასებრთა ...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Qatamura.PNG|thumb|200px|ქათამურა]] | ||
'''ქათამურა''' (''ლათ''. Porzana porzana Linnaeus, 1766) ფრინველთა გვარი ლაინასებრთა ოჯახისა ლაინასნაირთა რიგიდან. | '''ქათამურა''' (''ლათ''. Porzana porzana Linnaeus, 1766) ფრინველთა გვარი ლაინასებრთა ოჯახისა ლაინასნაირთა რიგიდან. | ||
| + | |||
* კლასი − ფრინველები (AVES) | * კლასი − ფრინველები (AVES) | ||
* რიგი − [[ლაინასნაირნი]] (Ralliformes) | * რიგი − [[ლაინასნაირნი]] (Ralliformes) | ||
| ხაზი 19: | ხაზი 21: | ||
ბუდობს ცალკეულ წყვილებად. ბუდეს იკეთებს ხმელი მცენარეული ბურბუშელისაგან, ჭაობებში ან სველ მდელოებზე – პატარა მშრალ კოლბოხებზე. აპრილის მეორე ნახევარში (არეალის ჩრდილოეთ ნაწილში – მაისში) დებს 12-15 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 18-21 დღეს გრძელდება. | ბუდობს ცალკეულ წყვილებად. ბუდეს იკეთებს ხმელი მცენარეული ბურბუშელისაგან, ჭაობებში ან სველ მდელოებზე – პატარა მშრალ კოლბოხებზე. აპრილის მეორე ნახევარში (არეალის ჩრდილოეთ ნაწილში – მაისში) დებს 12-15 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 18-21 დღეს გრძელდება. | ||
| − | ====კვება=== | + | ====კვება==== |
ქათამურას ძირითად საკვებს შეადგენენ წყლის [[მოლუსკები]], [[მწერები]] და მათი მატლები. მცირე რაოდენობით ჭამს წყლის მცენარეთა ნორჩ ნაწილებსა და მათ თესლებს. | ქათამურას ძირითად საკვებს შეადგენენ წყლის [[მოლუსკები]], [[მწერები]] და მათი მატლები. მცირე რაოდენობით ჭამს წყლის მცენარეთა ნორჩ ნაწილებსა და მათ თესლებს. | ||
====მნიშვნელობა==== | ====მნიშვნელობა==== | ||
პრაქტიკულად ინდიფერენტული ფრინველია. | პრაქტიკულად ინდიფერენტული ფრინველია. | ||
| − | |||
==წყრო== | ==წყრო== | ||
მიმდინარე ცვლილება 01:12, 4 აპრილი 2025 მდგომარეობით
ქათამურა (ლათ. Porzana porzana Linnaeus, 1766) ფრინველთა გვარი ლაინასებრთა ოჯახისა ლაინასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ლაინასნაირნი (Ralliformes)
- ოჯახი − ლაინასებრნი (Rallidae)
- გვარი − ქათამურა (Porzana)
ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება 3 სახეობა.
- ქათამურა (ლათ. Porzana porzana Linnaeus)
- მცირე ქათამურა (ლათ. Porzana parva Scopoli)
- პაწაწა ქათამურა (ლათ. Porzana pusilla Pallas)
ქათამურა პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 100-125 მმ-ია, ნისკარტი – 18-22 მმ, წონა – 80-130 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველი გამრავლების დროს ზურგის მხარეს შავია, მაგრამ ბუმბულებს აქვთ მოწაბლისფრო-წენგოსფერი არშიები, თეთრი ვიწრო გასწვრივი ზოლები და წინწკლები. შუბლის წინა ნაწილი და ზოლები თვალების ზემოთ ასპიდურ-რუხია; ყელი, კისერი წინიდან და ჩიჩახვი − რუხი. მურა-წენგოსფერ მკერდსა და გვერდებზე თეთრი კოპლებია. სხეულის გვერდებზე განივი თეთრი ზოლებია; მუცელი თეთრია, ჟანგმიწისფერი ელფერით; ფრთების ქვემო მფარავები და მომქნევები მურა ფერისაა, განივი ზოლებით. საჭის ბუმბულები შავია. მურა ფერის კიდეებით. ზამთრის სამოსელში სხეულის ზურგის მხარე უფრო მუქია; ყელი მოთეთროა, ჩიჩახვი – მურა-წენგოსფერი, მრავალი თეთრი კოპლით. ახალგაზრდა ფრინველი ჰგავს მოზრდილს ზამთრის სამოსელში, მაგრამ ყელზე, მკერდსა და მუცელზე თეთრ ფერს ჟანგმიწისფერი ელფერი გადაჰკრავს. ნისკარტი მომწვანო-ყვითელია, მაგრამ ნისკარტზედას ძირში ნარინჯისფერი. ფეხები მომწვანოა.
სარჩევი |
[რედაქტირება] გავრცელება
ბუდობის არეალი მოიცავს ევროპასა და აზიას, დასავლეთით ატლანტის ოკეანის სანაპიროებიდან, აღმოსავლეთით მდ. ზემო ირკუტის აუზამდე; ჩრდილოეთით – სამხრეთ სკანდინავიას, არხანგელსკს, მდ. პეჩორაზე 61-ე, ხოლო ურალის ქედზე 62-ე პარალელს. შემდეგ ტომსკს და კრასნოიარსკს, სამხრეთ-დასავლეთ მონგოლეთამდე; სამხრეთით – მთელ ევროპას, მცირე აზიას, ამიერკავკასიას, ჩრდილო-დასავლეთ ირანს, ყაზახეთს და ალტაის. ზამთრობს დასავლეთ და სამხრეთ ევროპაში, ჩრდილო-დასავლეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში, სამხრეთ არაბეთში, წინა აზიასა და ჩრდილოეთ ინდოეთში. აღმოსავლეთ საქართველოში მობუდარია, ხოლო დასავლეთ საქართველოში – მიმომფრენი.
[რედაქტირება] ბიოტოპი
დამდგარი წყალსატევებისა და მდორე მდინარეების ლელქაშიანი, ლერწმიანი, ისლიანი და ბუჩქნარიანი სანაპიროები, ჭაობიანი ან ტენიანი მდელოები – უპირატესად დაბლობებში, თუმცა ამიერკავკასიაში შეიძლება შეგვხვდეს მთების ტბების ნაპირებზეც 1800 მ-მდე ზ. დ.
[რედაქტირება] გამრავლება
ბუდობს ცალკეულ წყვილებად. ბუდეს იკეთებს ხმელი მცენარეული ბურბუშელისაგან, ჭაობებში ან სველ მდელოებზე – პატარა მშრალ კოლბოხებზე. აპრილის მეორე ნახევარში (არეალის ჩრდილოეთ ნაწილში – მაისში) დებს 12-15 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 18-21 დღეს გრძელდება.
[რედაქტირება] კვება
ქათამურას ძირითად საკვებს შეადგენენ წყლის მოლუსკები, მწერები და მათი მატლები. მცირე რაოდენობით ჭამს წყლის მცენარეთა ნორჩ ნაწილებსა და მათ თესლებს.
[რედაქტირება] მნიშვნელობა
პრაქტიკულად ინდიფერენტული ფრინველია.