ეპოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის 6 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ეპოსი''' – მხატვრულ-სიტყვიერი შემოქმედების ძირითადი გვარი ლირიკასა და [[დრამა (ლიტერატურა)|დრამა]]სთან ერთად. ტერმინი მომდინარეობს ბერძნული ენიდან, epos - სიტყვა, თხრობა, ამბავი, ისტორია.
+
'''ეპოსი''' – ლიტერატურულ ნაწარმოებთა გვარი. თუ ლირიკისათვის ნიშანდობლივია მწერლის, [[ლირიკული გმირი]]ს აზრების, განცდებისა და გრძნობების უშუალოდ წარმოსახვა, ხოლო სინამდვილის მათი მეშვეობით განსახოვნება, ეპოსი უშუალოდ თვით სინამდვილეს ასახიერებს, მწერლის სუბიექტურ სამყაროს კი თხრობითი სურათებით გადმოგვცემს. ეპიკური ქმნილებები მოცულობის სხვადასხვაობითაც განსხვავდება ლირიკული და დრამატული ნაწარმოებისაგან. ამ მხრივ იგი თავისუფალია შეზღუდვისაგან და მრავალფეროვანიცაა.  
  
ზოგადი გაგებით ეპოსი ფოლკლორში ყოველგვარ სიუჟეტურ ნაწარმოებს აერთიანებს მასში შემოდის როგორც პროზაული, ისე პოეტური ჟანრები ([[ზღაპარი]], [[მითი]], [[თქმულება]], [[ლეგენდა]], [[იგავი]], პოემა, [[ბალადა (პოეზია)|ბალადა]]). თითოეული გარკვეულ სტრუქტურულ და აზრობრივ კომპონენტთა მთლიანობით ხასიათდება. ამ შემთხვევაში მსჯელობის საგანია პოეტური ეპოსი, რომლის ნიმუშები უხვად მოიპოვება მსოფლიო [[ფოლკლორი|ფოლკლორში]] (მაგალითად: ფინური კალევალას რუნები, რუსული [[ბილინა|ბილინები]], ირლანდიური საგები, უკრაინული [[დუმა (ჟანრი)|დუმები]], უზბეკური და აზერბაიჯანული დასტანები, სომხური დავით სასუნცის სიმღერა, ფრანგული როლანდის სიმღერა, ტრისტან და იზოლდა, გერმანული ნიბელუნგების სიმღერა).  
+
ეპოსის ძირითადი ჟანრებია: რომანი, [[მოთხრობა]], [[ნოველა]], [[პოემა]] მხატვრული ნარკვევი… მაგალითები: [[ჰომეროსი]]ს „ილიადა“ და „[[ოდისეა]], [[შოთა რუსთაველი]]ს „ვეფხისტყაოსანი“, ბალზაკის „გლეხები“, პუშკინის „ევგენი ონეგინი", ლ. ტოლსტოის „ომი და მშვიდობა“, მ. გორკის „კლიმ სამგინის ცხოვრება“, [[ილია ჭავჭავაძე|ი. ჭავჭავაძის]] „განდეგილი“ და „ოთარაანთ ქვრივი“, მოპასანის ნოველები და სხვა.  
  
ეპოსში განვიხილავთ ფოლკლორულ ნაწარმოებთა დიდ ჯგუფს, რომელშიც მხატვრულად ასახულია თავდადებული ბრძოლა პროგრესულ საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ იდეათა განხორციელებისათვის. ასეთი ნაწარმოებები აგებულია მძაფრ სიუჟეტებზე და სრულდება მუსიკალურად; ლექსი სასიმღეროა ან [[რეჩიტატივი]]თ გადმოსაცემი პროზა – მოსათხრობი მთქმელ-შემსრულებელნი შერეული ფორმის თხზულებათა პროზაულ ნაწილს მუსიკალურ საკრავზე აყოლებით მოუთხრობენ, მსმენელებს სიუჟეტურად ამზადებენ მომდევნო სალექსო ნაწილისათვის,  
+
ეპოსი ფოლკლორში ყოველგვარ სიუჟეტურ ნაწარმოებს აერთიანებს მასში შემოდის როგორც პროზაული, ისე პოეტური ჟანრები ([[ზღაპარი]], [[მითი]], [[თქმულება]], [[ლეგენდა]], [[იგავი]], პოემა, [[ბალადა (პოეზია)|ბალადა]]). თითოეული გარკვეულ სტრუქტურულ და აზრობრივ კომპონენტთა მთლიანობით ხასიათდება.  
რომელიც [[აკომპანემენტი|აკომპანემენტთან]] უფრო ორგანულადაა დაკავშირებული და სიმღერით წარმოითქმის.
+
  
საქართველოში მრავალსაუკუნოვანი ეპიკური ტრადიცია არსებობს. ფართო სიუჟეტური ტილოების შექმნა ყოევლთვის განპირობებული იყო ჟანრთა მხატვრული თავისებურებებით, მწვავე საზოგადოებრივი კონფლიქტებით. ჩვენი ქვეყანა არც ერთის ნაკლებობას არ განიცდიდა. ამის გამო ეპოსი განვითარების სხვადასხვა საფეხურს გვიჩვენებს. ნაწარმოებებიც შესაძლებელია შესაბამისად დავაჯგუფოთ:  
+
[[საქართველო]]ში მრავალსაუკუნოვანი ეპიკური ტრადიცია არსებობს. ფართო სიუჟეტური ტილოების შექმნა ყოველთვის განპირობებული იყო ჟანრთა მხატვრული თავისებურებებით, მწვავე საზოგადოებრივი კონფლიქტებით. ჩვენი ქვეყანა არც ერთის ნაკლებობას არ განიცდიდა. ამის გამო ეპოსი განვითარების სხვადასხვა საფეხურს გვიჩვენებს. ნაწარმოებებიც შესაძლებელია შესაბამისად დავაჯგუფოთ:  
  
# მითოლოგიური, ორი ქვეგანყოფილებით – წარმართული ([[დალი]]ს საფერხულო ლექს-[[ბალადა (პოეზია)|ბალადები]], [[კოპალა]]სა და [[იახსარი]]ს რიტუალური ლექსები, ღვთაებათა გაჩენა) და ქრისტიანულ-აპოკრიფული ([[ადამი|ადამ]] და ევას, [[აბრამი|აბრამის]], [[იობი (მითოლოგიური პერსონაჟი)|იობის]], [[სოლომონ ბრძენი]]ს ნათლისმცემელი და გლახის ლექს-ლეგენდები);   
+
# მითოლოგიური, ორი ქვეგანყოფილებით – წარმართული ([[დალი]]ს საფერხულო ლექს-ბალადები, [[კოპალა]]სა და [[იახსარი]]ს რიტუალური ლექსები, ღვთაებათა გაჩენა) და ქრისტიანულ-აპოკრიფული ([[ადამი|ადამ]] და ევას, [[აბრამი|აბრამის]], [[იობი (მითოლოგიური პერსონაჟი)|იობის]], [[სოლომონ ბრძენი]]ს ნათლისმცემელი და გლახის ლექს-ლეგენდები);   
# საგმირო ([[ამირანიანი|ამირანის თქმულება]], როსტომიანი);   
+
# საგმირო ([[ამირანიანი|ამირანის თქმულება]], [[როსტომიანი]]);   
# სამიჯნურო-სატრფიალო ([[აბესალომისა და ეთერის თქმულება|აბესალომ და ეთერის თქმულება]], ტარიელიანი) და   
+
# სამიჯნურო-სატრფიალო ([[აბესალომისა და ეთერის თქმულება|აბესალომ და ეთერის თქმულება]], [[ტარიელიანი]]) და   
 
# საისტორიო შინაარსის ეპიკური ნაწარმოებები ([[არეშიძეთა ამოწყვეტა (სიმღერა)|არეშიძეთა ამოწყვეტა]], [[არსენას ლექსი]], ფირალის ეპოსი)  
 
# საისტორიო შინაარსის ეპიკური ნაწარმოებები ([[არეშიძეთა ამოწყვეტა (სიმღერა)|არეშიძეთა ამოწყვეტა]], [[არსენას ლექსი]], ფირალის ეპოსი)  
 +
  
დასახელებული ჟანრები გარკვეული თანმიმდევრობით იჩენენ თავს ფოლკლორში და ქრონოლოგიურადაც ერთმანეთისაგან დაცილებულნი არიან. ურთიერთკავშირის თვალსახრისითაც მათ შორის არაა ერთგვარობა.
+
ჩვეულებრივ ეპიკური გმირი ლოკალური საფეხურიდან ეროვნულ საფეხურს აღწევს. არსენას სახის დამუშავება პირველად მის მშობლიურ კუთხეში – ქვემო ქართლში დაიწყო, მერე, [[გმირი]]ს  სამოქმედო ასპარეზის გაფართოებასთან ერთად, თანდათან შეიჭრა მეზობელ კუთხეთა ზეპირსიტყვიერებაში და ინტეგრაციის გზით ზოგად ქართულ მოვლენად იქცა – გლეხთა განთავისუფლების სიმბოლოდ ჩამოყალიბდა საქართველოში, ჩეხური იანოშიკისა და ინგლისური რობინ გუდის ლექს-სიმღერების მსგავსად. ხალხურ ეპოსში ზოგჯერ ისეთი სახეები გვხვდება რომელსაც ლოკალური გმირის საფეხური არ გაუვლია. ასეთია, მაგალითად, მიჯაჭვული [[ამირანი]]. მიზეზი ისტორიული წარსულია, ამირანის სიუჟეტური ბირთვი იმ ეპოქაში წარმოიქმნა, როცა ქართველობა ერთ მთლიან მასას წარმოადგენდა და ეთნიკურ-ტომობრივი დიფერენცირება დაწყებული არ იყო.
მითოლოგიური და საგმირო ეპოსის ნიმუშები შინაარსითაც და გამომსახველობითი სამუალებითაც მეტ ნათესაობას ამჟღავნებენ, ვიდრე პირველი და მესამე, ან მეორე და მეოთხე ჯგუფის ნაწარმოებები. ეს იმის მომასწავებელია რომ საფეხურებრივად მითოლოგიური და საგმირო ეპოსები უფრო ახლოს არიან ერთმანეთთან, ვიდრე ეპოსის სხვა სახეები. მხატვრული ფორმის თვალსაზრისით ოთხივე ჟანრში წმინდა პოეტური ნაწარმოებები სჭარბობს, ე. ი. საქმე გვაქვს დასრულებულ ხალხურ პოემებსა და ბალადებთან, რომლებიც ერთი ძირითადი გმირის ამაღლებული მხატვრული სახის შექმნას ემსახურებიან (დალი, ამირანი, კოპალა, იახსარი, მინდია, სოლომონ ბრძენი, აბრამი, იობი). წმინდა ლექსით ვარიანტებთან ერთად იმავე სიუჟეტის პროზაული და ლექსნარევი ვარიანტებიც მასიურია (ამირანიანი, ეთერიანი). იგივე სურათი ჩანს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ხალხთა ფოლკლორშიც. ამის კვალობაზე კარდინლური მნიშვნელობის პრობლემა დგება დღის წესრიგმი: რა რას უსწრებს წინ, რომელია ამოსავალი – პროზა თუ პოეზია? ქართული საგმირო ეპოსის საფუძველზე ეს ევოლუცია შემდეგნაირად წარმოგვიდგება: სასაუბრო ფრაზა-თხრობა რიტმული პროზა, ნარევი ვარიანტები ლექსის და პროზის მონაცვლეობით, დასასრულ წმინდა ლექსი – პოემა.
+
  
ჩვეულებრივ ეპიკური გმირი ლოკალური საფეხურიდან ეროვნულ საფეხურს აღწევს. არსენას სახის დამუშავება პირველად მის მშობლიურ კუთხეში – ქვემო ქართლში დაიწყო, მერე, [[გმირი]]ს  სამოქმედო ასპარეზის გაფართოებასთან ერთად, თანდათან შეიჭრა მეზობელ კუთხეთა ზეპირსიტყვიერებაში და ინტეგრაციის
+
ეპიკური სიუჟეტებისათვის დამახასიათებელია ციკლიზაცია, ძირითადი გმირების სახელებთან ნაირნაირი სიუჟეტის დაკავშირება (როსტომიანში ზურაბისა და ბეჟანის ისტორია, ნართები, ავთანდილისა და ტარიელის თავგადასავალი) ფოლკლორის ისტორიაში ცნობილია პერიოდები, როცა ეპიკური შემოქმედების აყვავება და აღორძინება ხდება [[სამხედრო დემოკრატია|სამხედრო დემოკრატიისა]] და სახელმწიფოებრივი მასშტაბის [[ომი|ომების]] ეპოქებში განსაკუთრებულ აქტივობას საგმირო ეპოსი იჩენს. ეს თავისთავად იმის მაჩვენებელია რომ ეპოსის თითოეულ სახეს (მითოლოგიურს, საგმიროს, სამიჯნუროს, საისტორიოს) აღმოცენება-განვითარების სპეციფიკური პირობები სჭირდება, მაშასადამე, ეპიკური ნაწარმოებების ნებისმიერი შექმნა ან გადანერგვა შესაძლებელი არ არის. საგმირო და მითოლოგიური ეპოსის კლასიკური ნიმუშების შექმნის ეპოქა დიდი ხანია დამთავრდა, დალისა და ამირანის თქმულებების განმეორება შეუძლებელია. ისინი ეროვნული კულტურის ისტორიაში შევიდნენ როგორც წინა თაობათა მაღალესთეტიკური მემკვიდრეობა და საკაცობრიო მნიშვნელობის განზოგადებანი. ''მ. ჩიქოვანი''  
გზით ზოგად ქართულ მოვლენად იქცა – გლეხთა განთავისუფლების სიმბოლოდ ჩამოყალიბდა საქართველოში, ჩეხური იანოშიკისა და ინგლისური რობინ გუდის ლექს-სიმღერების მსგავსად. ხალხურ ეპოსში ზოგჯერ ისეთი სახეები გვხვდება რომელსაც ლოკალური გმირის საფეხური არ გაუვლია. ასეთია, მაგალითად, მიჯაჭვული [[ამირანი]]. მიზეზი ისტორიული წარსულია, ამირანის სიუჟეტური ბირთვე იმ ეპოქაში წარმოიქმნა, როცა ქართველობა ერთ მთლიან მასას წარმოადგენდა და ეთნიკურ-ტომობრივი დიფერენცირება დაწყებული არ იყო.
+
 
+
ეპიკური სიუჟეტებისათვის დამახასიათებელია ციკლიზაცია, ძირითადი გმირების სახელებთან ნაირნაირი სიუჟეტის დაკავშირება (როსტომიანში ზურაბისა და ბეჟანის ისტორია, ნართები, ავთანდილისა და ტარიელის თავგადასავალი) ფოლკლორის ისტორიაში ცნობილია პერიოდები, როცა ეპიკური შემოქმედების აყვავება და აღორძინება ხდება [[სამხედრო დემოკრატია|სამხედრო დემოკრატიისა]] და სახელმწიფოებრივი მასშტაბის [[ომი|ომების]] ეპოქებში განსაკუთრებულ აქტივობას საგმირო ეპოსი იჩენს. ეს თავისთავად იმის მაჩვენებელიას რომ ეპოსის თითოეულ სახეს (მითოლოგიურს, საგმიროს, სამიჯნუროს, საისტორიოს) აღმოცენება-განვითარების სპეციფიკური პირობები სჭირდება, მაშასადამე, ეპიკური ნაწარმოებების ნებისმიერი შექმნა ან გადანერგვა შესაძლებელი არ არის. საგმირო და მითოლოგიური ეპოსის კლასიკური ნიმუშების შექმნის ეპოქა დიდი ხანია დამთავრა, დალისა და ამირანის თქმულებების განმეორება შეუძლებელია. ისინი ეროვნული კულტურის ისტორიაში შევიდნენ როგორც წინა თაობათა მაღალესთეტიკური მემკვიდრეობა და საკაცობრიო მნიშვნელობის განზოგადებანი.
+
 
+
''მ. ჩიქოვანი''  
+
  
  
ხაზი 33: ხაზი 27:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I]]
+
* [[ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I]]
 +
* [[ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:ეპოსი]]
 
[[კატეგორია:ეპოსი]]
 
[[კატეგორია:ლიტერატურული ტერმინები]]
 
[[კატეგორია:ლიტერატურული ტერმინები]]
 +
[[კატეგორია:ლიტერატურის თეორია]]

მიმდინარე ცვლილება 10:44, 30 ივლისი 2025 მდგომარეობით

ეპოსი – ლიტერატურულ ნაწარმოებთა გვარი. თუ ლირიკისათვის ნიშანდობლივია მწერლის, ლირიკული გმირის აზრების, განცდებისა და გრძნობების უშუალოდ წარმოსახვა, ხოლო სინამდვილის მათი მეშვეობით განსახოვნება, ეპოსი უშუალოდ თვით სინამდვილეს ასახიერებს, მწერლის სუბიექტურ სამყაროს კი თხრობითი სურათებით გადმოგვცემს. ეპიკური ქმნილებები მოცულობის სხვადასხვაობითაც განსხვავდება ლირიკული და დრამატული ნაწარმოებისაგან. ამ მხრივ იგი თავისუფალია შეზღუდვისაგან და მრავალფეროვანიცაა.

ეპოსის ძირითადი ჟანრებია: რომანი, მოთხრობა, ნოველა, პოემა მხატვრული ნარკვევი… მაგალითები: ჰომეროსის „ილიადა“ და „ოდისეა“, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, ბალზაკის „გლეხები“, პუშკინის „ევგენი ონეგინი", ლ. ტოლსტოის „ომი და მშვიდობა“, მ. გორკის „კლიმ სამგინის ცხოვრება“, ი. ჭავჭავაძის „განდეგილი“ და „ოთარაანთ ქვრივი“, მოპასანის ნოველები და სხვა.

ეპოსი ფოლკლორში ყოველგვარ სიუჟეტურ ნაწარმოებს აერთიანებს მასში შემოდის როგორც პროზაული, ისე პოეტური ჟანრები (ზღაპარი, მითი, თქმულება, ლეგენდა, იგავი, პოემა, ბალადა). თითოეული გარკვეულ სტრუქტურულ და აზრობრივ კომპონენტთა მთლიანობით ხასიათდება.

საქართველოში მრავალსაუკუნოვანი ეპიკური ტრადიცია არსებობს. ფართო სიუჟეტური ტილოების შექმნა ყოველთვის განპირობებული იყო ჟანრთა მხატვრული თავისებურებებით, მწვავე საზოგადოებრივი კონფლიქტებით. ჩვენი ქვეყანა არც ერთის ნაკლებობას არ განიცდიდა. ამის გამო ეპოსი განვითარების სხვადასხვა საფეხურს გვიჩვენებს. ნაწარმოებებიც შესაძლებელია შესაბამისად დავაჯგუფოთ:

  1. მითოლოგიური, ორი ქვეგანყოფილებით – წარმართული (დალის საფერხულო ლექს-ბალადები, კოპალასა და იახსარის რიტუალური ლექსები, ღვთაებათა გაჩენა) და ქრისტიანულ-აპოკრიფული (ადამ და ევას, აბრამის, იობის, სოლომონ ბრძენის ნათლისმცემელი და გლახის ლექს-ლეგენდები);
  2. საგმირო (ამირანის თქმულება, როსტომიანი);
  3. სამიჯნურო-სატრფიალო (აბესალომ და ეთერის თქმულება, ტარიელიანი) და
  4. საისტორიო შინაარსის ეპიკური ნაწარმოებები (არეშიძეთა ამოწყვეტა, არსენას ლექსი, ფირალის ეპოსი)


ჩვეულებრივ ეპიკური გმირი ლოკალური საფეხურიდან ეროვნულ საფეხურს აღწევს. არსენას სახის დამუშავება პირველად მის მშობლიურ კუთხეში – ქვემო ქართლში დაიწყო, მერე, გმირის სამოქმედო ასპარეზის გაფართოებასთან ერთად, თანდათან შეიჭრა მეზობელ კუთხეთა ზეპირსიტყვიერებაში და ინტეგრაციის გზით ზოგად ქართულ მოვლენად იქცა – გლეხთა განთავისუფლების სიმბოლოდ ჩამოყალიბდა საქართველოში, ჩეხური იანოშიკისა და ინგლისური რობინ გუდის ლექს-სიმღერების მსგავსად. ხალხურ ეპოსში ზოგჯერ ისეთი სახეები გვხვდება რომელსაც ლოკალური გმირის საფეხური არ გაუვლია. ასეთია, მაგალითად, მიჯაჭვული ამირანი. მიზეზი ისტორიული წარსულია, ამირანის სიუჟეტური ბირთვი იმ ეპოქაში წარმოიქმნა, როცა ქართველობა ერთ მთლიან მასას წარმოადგენდა და ეთნიკურ-ტომობრივი დიფერენცირება დაწყებული არ იყო.

ეპიკური სიუჟეტებისათვის დამახასიათებელია ციკლიზაცია, ძირითადი გმირების სახელებთან ნაირნაირი სიუჟეტის დაკავშირება (როსტომიანში ზურაბისა და ბეჟანის ისტორია, ნართები, ავთანდილისა და ტარიელის თავგადასავალი) ფოლკლორის ისტორიაში ცნობილია პერიოდები, როცა ეპიკური შემოქმედების აყვავება და აღორძინება ხდება სამხედრო დემოკრატიისა და სახელმწიფოებრივი მასშტაბის ომების ეპოქებში განსაკუთრებულ აქტივობას საგმირო ეპოსი იჩენს. ეს თავისთავად იმის მაჩვენებელია რომ ეპოსის თითოეულ სახეს (მითოლოგიურს, საგმიროს, სამიჯნუროს, საისტორიოს) აღმოცენება-განვითარების სპეციფიკური პირობები სჭირდება, მაშასადამე, ეპიკური ნაწარმოებების ნებისმიერი შექმნა ან გადანერგვა შესაძლებელი არ არის. საგმირო და მითოლოგიური ეპოსის კლასიკური ნიმუშების შექმნის ეპოქა დიდი ხანია დამთავრდა, დალისა და ამირანის თქმულებების განმეორება შეუძლებელია. ისინი ეროვნული კულტურის ისტორიაში შევიდნენ როგორც წინა თაობათა მაღალესთეტიკური მემკვიდრეობა და საკაცობრიო მნიშვნელობის განზოგადებანი. მ. ჩიქოვანი


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქართული ხალხური პოეტური შემოქმედება, II, 1968;
  • მ. ჩიქოვანი, ქართული ეპოსი, I, 1959;
  • მისივე, ტრადიციული ფოლკლორული ჟანრების ბედი სოციალისტურ საზოგადოებაში, „სკოლა და ცხოვრება“,№3, 1961;
  • ქს. სიხარულიძე, ნარკვევები, 1958;
  • ელ. ვირსალაძე, ქართ. სამონადირო ეპოსი, 1964;

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები