იამბიკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 11 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''იამბიკო''' - ''(ბერძ.)''  ძველ ბერძნულ პოეზიაში: ლექსის სახეობა, სახუმარო, დაცინვითი შინაარსით; ძველ ქართულ სასულიერო პოეზიაში იამბიკოს უწოდებენ ხუთმუხლიან და თორმეტმარცვლიან ურითმო ლექსს.
+
'''იამბიკო''' - ''(ბერძ.)''  ბერძნულ-ბიზანტიური [[ლექსი]]ს ერთ-ერთი სახეობა: თორმეტმარცვლიანი [[ურითმო ლექსი]] ხუთტაეპიანი [[სტროფი|სტროფებით]]; [[ცეზურა (პოეზია)|ცეზურა]] მოდის ხუთი, იშვიათად, შვიდი მარცვლის შემდეგ.  
  
ქართულ ჰიმნოგრაფიაში იამბიკო X საუკუნიდან გვხვდება იოანე მტბევარის, იოანე მინჩხის, მიქაელ მოდრეკილის, ეზრასა და სხვათა შემოქმედებაში. ქართული იამბიკოსათვის დამახასიათებელია კიდურწერილბა. XI საუკუნიდან ქართულ იამბიკოში ჩნდება რითმა (ბერენას, [[დემეტრე I]]-ის საგალობლები). იამბიკური 12 მარცვლიანი ტაეპი გახლეჩილია ორ არათანაბარ (5 და 7 მარცვალი) ნაწილად. იამბიკოს შესანიშნავი ნიმუშია მეფე დემეტრეს (1125-1159) ცნობილი საგალობლის („შენ ხარ ვენახი“) ბოლო ხუთტაეპიანი სტროფი. იამბიკო როგორც ლიტურგიკული კანონი, გაყოფილია რვა „გალობად“. თითოეულ „გალობაში“ არის ოთხი სტროფი, ხოლო სტროფი ზოგჯერ ხუთზე მეტ ტაეპს შეიცავს (იმის მიხედვით თუ რამდენი ასოა იამბიკოს აკროსტიქში).
+
შინაარსით, იგი, ჩვეულებრივის გაგებით, წარმოადგენს სახუმაროსა და დამცინავ პოეზიას.
  
 +
მართალია, სიტყვა ίαμβος-ის ეტიმოლოგია დღესაც გარკვეული არ არის, მაგრამ იამბოგრაფების ჩვენამდე მოღწეულ ლექსთა და ნაწყვეტთა გაცნობა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ იამბები ძველ ბერძნულ პოეზიაში დაცინვის მიზნითაც იყო გამოყენებული. ასე, მაგალითად [[არქილოქე]] იამბური საზომით დაწერილი ზოგიერთი ლექსებით სასაცილოდ იგდებს თავის ყოფილ სატრფოს ნეობულეს და მის მამას ლიკამბეს, რომელმაც პოეტს უარი უთხრა ქალის მითხოვებაზე; სემონიდე ამორგელი თავის ბასრ ენას მიმართავს ქალების წინააღმდეგ და წერს მათზე „გამანადგურებელ“ სატირას, ხოლო ჰიპონაქტე ეფესელი გესლიანად დასცინის თავისი დროის ცხოვრების პირობებსა და ზოგიერთ საზოგადო მოღვაწეს.
  
 +
მეორე მხრით, ცნობილია, რომ ზოგიერთ დღესასწაულებზე ბერძნებს ჩვეულებად ჰქონდათ მოსწრებული, დამცინავი სიტყვებით მიემართათ ერთმანეთისათვის.  კერძოდ, ასეთი ჩვეულება დაკავშირებული იყო [[დემეტრე]]ს კულტთან. და, მართალია, ამით ვერ ავხსნით სიტყვა „იამბის“ მნიშვნელობას, მაგრამ ანგარიშგასაწევია დემეტრეს მითში ჩართული ცნობა, რომ ქალის დაკარგვით დამწუხრებულ დემეტრეს ელევსინის მეფის სასახლეში ართობდა მხიარული მხევალი იამბე”.
  
== წყარო ==
+
ამგვარად, იამბების დამცინავი ხასიათი მოცემული იყო ხალხურ ლექსებში ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ჩამოყალიბდებოდა იამბიკო როგორც ლიტერატურული ჟანრი. მაგრამ დაცინვის მოტივი რომ იამბიკოს ერთადერთი მოტივი არ უნდა ყოფილიყო (და იქნებ არც ძირითადი), ჩანს იქიდან, რომ იამბიკური პოეზიის მამამთავრის, არქილოქეს, ლექსებში დაცინვის გვერდით სხვა მოტივებიც გვხვდება.
* ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
+
* უცხო სიტყვათა ლექსიკონი, თბილისი, 1989, მესამე შესწორებული და შევსებული გამოცემა
+
  
 +
იამბიკური პოეზია იყენებს. იმ სალექსო საზომებს, რომლებიც შედგენილია იამბური და ტროქეული მუხლებისაგან. იამბი ეწოდება ორმარცვლიან მუხლს, რომელშიაც პირველი მარცვალი მოკლეა, მეორე გრძელი (‿ —); ხოლო ტროქეი (τροχαίος) ანუ ქორეი (xopstoc) ისეთი ორმარცვლიანი მუხლია, რომელშიაც პირველი მარცვალი გრძელია, მეორე კი მოკლე (— ‿)
  
  
[[კატეგორია:ძველბერძნული პოეზია]]
+
როდესაც საზომად აღებულია იამბი (‿ —), ტაეპი, ჩვეულებრივ, ექვსი იამბისაგან (ანუ სამი წყვილი იამბისაგან) შედგება; ასეთ ტაეპს ეწოდება იამბური ტრიმეტრი.
 +
 
 +
 
 +
::::::‿ — ‿ | — ‿ ‿ — | ‿ — ‿
 +
 
 +
 
 +
ხოლო როდესაც საზომად აღებულია ტროქეი (— ‿), ტაეპი შედგება რვა ტროქეისაგან (ანუ ოთხი წყვილი ტროქეისაგან), რომელთაგან უკანასკნელი ტროქეი შეკვეცილი ანუ კატალექტიკურია; ასეთ ტაეპს ეწოდება ტროქეული ტეტრამეტრი.
 +
 
 +
 
 +
::::::— ‿ — ‿ | — ‿ — ‿ | — ‿ — ‿
 +
 
 +
 
 +
==== იამბიკო ქართულ პოეზიაში ====
 +
ბერძნულ-ბიზანტიური პოეზიიდან იამბიკო გავრცელდა ქართულ [[სასულიერო პოეზია]]ში:
 +
 
 +
:::მიჰხედენ მხსნელო, ჯუარს-ცუმულმან ხორციელად<br />
 +
:::მშობელსა შენსა, უბიწოსა ქალწულსა,<br />
 +
:::შეურვებულსა ეტყოდე შენ, სულგრძელო,<br />
 +
:::– ნუ მწუხარე ხარ, ღირსო, ვნებასა ჩემსა,<br />
 +
:::რამეთუ აღვდგე მკუდრეთით, ვითარცა ღმერთ ვარ.
 +
::::::''([[მიქელ მოდრეკილი]])''
 +
 
 +
აღორძინების პერიოდში ქართული [[ლექსი]]ს გავლენით ურითმო იამბიკოებთან ერთად რითმიანი იამბიკოებიც იქმნებოდა.
 +
 
 +
 
 +
==წყარო==
 +
* [[ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი]]
 +
* [[ბერძნული ლიტერატურის ისტორია]]
 +
[[კატეგორია:ლიტერატურის თეორია]]
 
[[კატეგორია:ლექსის სახეობები]]
 
[[კატეგორია:ლექსის სახეობები]]

მიმდინარე ცვლილება 15:16, 17 სექტემბერი 2025 მდგომარეობით

იამბიკო - (ბერძ.) ბერძნულ-ბიზანტიური ლექსის ერთ-ერთი სახეობა: თორმეტმარცვლიანი ურითმო ლექსი ხუთტაეპიანი სტროფებით; ცეზურა მოდის ხუთი, იშვიათად, შვიდი მარცვლის შემდეგ.

შინაარსით, იგი, ჩვეულებრივის გაგებით, წარმოადგენს სახუმაროსა და დამცინავ პოეზიას.

მართალია, სიტყვა ίαμβος-ის ეტიმოლოგია დღესაც გარკვეული არ არის, მაგრამ იამბოგრაფების ჩვენამდე მოღწეულ ლექსთა და ნაწყვეტთა გაცნობა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ იამბები ძველ ბერძნულ პოეზიაში დაცინვის მიზნითაც იყო გამოყენებული. ასე, მაგალითად არქილოქე იამბური საზომით დაწერილი ზოგიერთი ლექსებით სასაცილოდ იგდებს თავის ყოფილ სატრფოს ნეობულეს და მის მამას ლიკამბეს, რომელმაც პოეტს უარი უთხრა ქალის მითხოვებაზე; სემონიდე ამორგელი თავის ბასრ ენას მიმართავს ქალების წინააღმდეგ და წერს მათზე „გამანადგურებელ“ სატირას, ხოლო ჰიპონაქტე ეფესელი გესლიანად დასცინის თავისი დროის ცხოვრების პირობებსა და ზოგიერთ საზოგადო მოღვაწეს.

მეორე მხრით, ცნობილია, რომ ზოგიერთ დღესასწაულებზე ბერძნებს ჩვეულებად ჰქონდათ მოსწრებული, დამცინავი სიტყვებით მიემართათ ერთმანეთისათვის. კერძოდ, ასეთი ჩვეულება დაკავშირებული იყო დემეტრეს კულტთან. და, მართალია, ამით ვერ ავხსნით სიტყვა „იამბის“ მნიშვნელობას, მაგრამ ანგარიშგასაწევია დემეტრეს მითში ჩართული ცნობა, რომ ქალის დაკარგვით დამწუხრებულ დემეტრეს ელევსინის მეფის სასახლეში ართობდა მხიარული მხევალი იამბე”.

ამგვარად, იამბების დამცინავი ხასიათი მოცემული იყო ხალხურ ლექსებში ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ჩამოყალიბდებოდა იამბიკო როგორც ლიტერატურული ჟანრი. მაგრამ დაცინვის მოტივი რომ იამბიკოს ერთადერთი მოტივი არ უნდა ყოფილიყო (და იქნებ არც ძირითადი), ჩანს იქიდან, რომ იამბიკური პოეზიის მამამთავრის, არქილოქეს, ლექსებში დაცინვის გვერდით სხვა მოტივებიც გვხვდება.

იამბიკური პოეზია იყენებს. იმ სალექსო საზომებს, რომლებიც შედგენილია იამბური და ტროქეული მუხლებისაგან. იამბი ეწოდება ორმარცვლიან მუხლს, რომელშიაც პირველი მარცვალი მოკლეა, მეორე გრძელი (‿ —); ხოლო ტროქეი (τροχαίος) ანუ ქორეი (xopstoc) ისეთი ორმარცვლიანი მუხლია, რომელშიაც პირველი მარცვალი გრძელია, მეორე კი მოკლე (— ‿)


როდესაც საზომად აღებულია იამბი (‿ —), ტაეპი, ჩვეულებრივ, ექვსი იამბისაგან (ანუ სამი წყვილი იამბისაგან) შედგება; ასეთ ტაეპს ეწოდება იამბური ტრიმეტრი.


‿ — ‿ | — ‿ ‿ — | ‿ — ‿


ხოლო როდესაც საზომად აღებულია ტროქეი (— ‿), ტაეპი შედგება რვა ტროქეისაგან (ანუ ოთხი წყვილი ტროქეისაგან), რომელთაგან უკანასკნელი ტროქეი შეკვეცილი ანუ კატალექტიკურია; ასეთ ტაეპს ეწოდება ტროქეული ტეტრამეტრი.


— ‿ — ‿ | — ‿ — ‿ | — ‿ — ‿


[რედაქტირება] იამბიკო ქართულ პოეზიაში

ბერძნულ-ბიზანტიური პოეზიიდან იამბიკო გავრცელდა ქართულ სასულიერო პოეზიაში:

მიჰხედენ მხსნელო, ჯუარს-ცუმულმან ხორციელად
მშობელსა შენსა, უბიწოსა ქალწულსა,
შეურვებულსა ეტყოდე შენ, სულგრძელო,
– ნუ მწუხარე ხარ, ღირსო, ვნებასა ჩემსა,
რამეთუ აღვდგე მკუდრეთით, ვითარცა ღმერთ ვარ.
(მიქელ მოდრეკილი)

აღორძინების პერიოდში ქართული ლექსის გავლენით ურითმო იამბიკოებთან ერთად რითმიანი იამბიკოებიც იქმნებოდა.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები