კაბუკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(კოსტიუმი და გრიმი)
 
(ერთი მომხმარებლის 15 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Kabuki.JPG|thumb|კაბუკის თეატრის ქალთა დასის ხელმძღვანელი ო-კუნი]]
+
[[ფაილი:Kabuki 2.PNG|thumb|200პქ|კაბუკის მსახიობები]]
'''კაბუკი''' – იაპონური [[თეატრი]]ს სახეობა. ჩამოყალიბდა და განვითარდა მე-17-18 საუკუნეებში.
+
'''კაბუკი''' – [[იაპონური თეატრი]]ს სახეობა. ჩამოყალიბდა და განვითარდა მე-17-18 საუკუნეებში.
  
მე-16 საუკუნეში სიტყვა „კაბუკით“ აღნიშნავდნენ ექსტრავაგანტურ ქცევას, მანერას, ჩაცმულობას; ამ სიტყვით მოიხსენიებდნენ, აგრეთვე, მოხეტიალე მსახიობებსაც. კაბუკის ხელოვნება აღმოცენდა კომედიანტების მიერ [[სიმღერა|სიმღერით]] და [[ცეკვა|ცეკვით]] შესრულებულ პატარა სცენების, [[ფარსი|ფარსების]] საფუძველზე. დასაწყისში წარმოდგენებს მართავდნენ ღია [[მოედანი|მოედნებზე]], შემდგომ კი სახელდახელო [[ნაგებობა|ნაგებობებში]], [[ბალაგანი (თეატრი)|ბალაგანებში]]. განსაკუთრებით პოპულარული იყო ქალების მიერ სიმღერით და ცეკვით შესრულებული წარმოდგენები. მე-17 ს. დასაწყისში სახელი გაითქვა ქალთა [[დასი|დასმა]], რომელსაც ხელმძღვანელობდა ო-კუნი. ისტორიულად კი, კაბუკის თეატრის წარმოშობა ბუდისტური ტაძრის [[ქურუმი]] მოცეკვავე ქალის, ოჯიმუ-ნოს სახელთანაა დაკავშირებული.
+
ტერმინი „კაბუკი“ (歌舞伎) მომდინარეობს იაპონური ზმნიდან „კაბუკუ“, რომელსაც რამდენიმე მნიშვნელობა აქვს: არაორდინარული, განსხვავებული ქცევა და ჩაცმა; გართობა, მხიარულება ხუმრობა; ფლირტი. ხშირად ითარგმნება ასევე, როგორც [[სიმღერა|სიმღერისა]] და [[ცეკვა|ცეკვის]] ოსტატობა. ყველა ეს მნიშვნელობა სავსებით მიესადაგებოდა კაბუკის მსახიობთა თავისუფალი ქცევისა და ცეკვის მანერას, მათ ექსტრავაგანტურ
 +
ჩაცმულობას, ასე რომ, კაბუკი შეიძლება ინტერპრეტირებული იყოს, როგორც ავანგარდული, უჩვეულო [[თეატრი]].
  
1629 წ. საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის მიზნით, აკრძალულ იქნა ქალთა დასების თეატრალური მოღვაწეობა. მათი ადგილი დაიკავა ჭაბუკების დასებმა, რომელთა მოღვაწეობაც 1651 წელს ასევე ზნეობის დაცვის მოსაზრებით აიკრძალა. ამ დროიდან მოყოლებული, დასები იქმნებოდა მსახიობ-მამაკაცებისაგან. გამომუშავდა ქალების [[როლი (მსახიობის)|როლების]] შემსრულებელთა განსაკუთრებული [[ამპლუა]]. ეს დასები მოღვაწეობდნენ ფეოდალური იაპონიის დიდი ქალაქების კიოტოს, ოსაკას, ედოს მუდმივ თეატრალურ ნაგებობებში.
+
==== ისტორია ====
 +
[[ფაილი:Kabuki 1.PNG|thumb|მარცხნივ|300პქ|სცენა კაბუკის სპექტაკლიდან, 1891.]]
 +
კაბუკის დამაარსებელი იყო ტაძრის მოცეკვავე ახალგაზრდა ქალი იძუმო-ნო ოკუნი – Izumo no Okuni (ოკუნი იძუმოდან). 1603 წელს ოკუნიმ კიოტოში თავისი თეატრი დააფუძნა, რომელსაც კაბუკი ეწოდა. მან გაჭირვებული, უსახლკარო გოგონები შემოიკრიბა, რომლებსაც [[ცეკვა|ცეკვას]], სიმღერას და სამსახიობო ხელოვნებას ასწავლიდა. ასე ჩამოყალიბდა [[დასი]], რომელშიც მხოლოდ სუსტი სქესის წარმომადგენლები იყვნენ და აქედან გამომდინარე, მამაკაცების [[როლი (მსახიობის)|როლებსაც]] ისინი ასრულებდნენ. ახალი თეატრალური [[ჟანრი]] უშუალოდ ეხმიანებოდა იმ ეპოქას, მაყურებლის გემოვნებასა და სულისკვეთებას. მან მკვეთრად შემოაბრუნა სანახაობრივი ხელოვნება რელიგიურიდან ცოცხალი, რეალისტური სამყაროსკენ. ოკუნი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მას საიმპერატორო კარზეც კი იწვევდნენ წარმოდგენის გასამართავად. აღსანიშნავია, რომ იაპონიის სხვადასხვა ქალაქში, პარალელურად იქმნებოდა ახალი ქალთა დასებიც, რომლებიც ბაძავდნენ ოკუნის ცეკვებს, იმავდროულად ცდილობდნენ კონკურენციაც გაეწიათ მისთვის. იმხანად კაბუკის ყველა დასს „ოკუნი კაბუკის“ უწოდებდნენ, ოკუნის გარდაცვალების შემდეგ „ონნა კაბუკის“ (იაპონურად ნიშნავს „ქალთა კაბუკის“), უფრო გვიან პერიოდში კი, „იუჯიო კაბუკის“ (იაპონურად ნიშნავს „კურტიზანთა კაბუკის“) სახელით მოიხსენიებოდა.
 +
[[ფაილი:Kabuki 3.PNG|thumb|340პქ|თვრამეტი პერსონაჟი კაბუკის თეატრიდან]]
 +
ოკუნის მიერ დაარსებული კაბუკის თეატრი იაპონური საზოგადოების ყველა ფენის დიდ ინტერესს იწვევდა, რამდენადაც [[ნოო]]-ს თეატრისაგან განსხვავებით, ის კანონიკური ნორმებით არ იყო შეზღუდული და შემოქმედებითი თავისუფლებით გამოირჩეოდა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად ამ ორ თეატრს ზოგიერთი საერთო მახასიათებელი ჰქონდა: კაბუკიში, ისევე როგორც ნოო-ს თეატრში, ორკესტრი
 +
[[დოლი|დოლებისა]] და ფლეიტებისაგან შედგებოდა, წარმოდგენებიც ღია ცის ქვეშ იმართებოდა და მაყურებლები პირდაპირ მიწაზე ისხდნენ, სცენაც ნოო-ს თეატრის ზუსტ ასლს წარმოადგენდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, კაბუკიმ რადიკალურად განსხვავებული სახე მიიღო. კერძოდ, წარმოდგენები უკვე საგანგებოდ აგებულ ნაგებობებში იმართებოდა. რამდენადაც უბრალო ხალხს მაღალი წრის წარმომადგენლებთან ერთად თავყრილობებზე დასწრება ეკრძალებოდა, სცენის ორივე მხარეს [[გისოსი|გისოსებით]] გამოყოფილი ლოჟები იყო განთავსებული მაღალჩინოსანთა და საპატიო სტუმრებისათვის.
  
მე-17 საუკუნის დამლევს კაბუკის ხელოვნება ჩამოყალიბდა მაღალგანვითარებულ პროფესიულ თეატრად. მისი დრამატურგიის ფორმირებას ხელი შეუწყო ჩიკამაცუ მონძაემონის შემოქმედებამ, რომელიც პიესებს წერდა მსახიობ საკატა ტოოჯუუროოსათვის. კაბუკის დრამატურგიის განვითარება დაკავშირებულია მე-14-15 საუკუნეებში სალაპარაკო დრამის, კიოგენის აღმოცენებასთან. სამსახიობო შესრულება აგებული იყო „მიბაძვის“ საფუძველზე, ანუ სინამდვილის ასახვისა და ადამიანის სულიერი ცხოვრების გადმოცემის პრინციპებზე. მამაკაცის ტრაგიკული როლების შემსრულებლები გადმოსცემდნენ ძალას, ვნებათა ბობოქრობას, ტემპერამენტს. ქალების ტრაგიკული როლების შემსრულებლები გადმოსცემდნენ სირბილეს, სიძაბუნეს. ამ ელემენტების საფუძველზე ჩამოყალიბდა ისტორიული ტრაგედია [[ძიდაიმონო]] – კაბუკის დრამატურგიის ორ მთავარ ჟანრს შორის პირველი. თანამედროვეობის ამსახველ პიესებში, რომლის მთავარი [[გმირი (თეატრი)|გმირები]] იყვნენ „სიყვარულის უბნის“ მცხოვრებლები, მსახიობები გადმოსცემდნენ მწუხარე სასიყვარულო განცდებს. ასე იშვა კაბუკის თეატრში მგრძნობიარე [[მელოდრამა]]. იმ პიესების მიხედვით, სადაც ასახული იყო ვაჭართა და თავადაზნაურთა ცხოვრება, ჩამოყალიბდა ყოფითი დრამა „სევამონო“, მნიშვნელობით მეორე, კაბუკის დრამატურგიის ორ ძირითად ჟანრს შორის. კაბუკის თეატრის წარმოდგენებში, რომლებიც თავდაპირველად საცეკვაო სცენებისგან შედგებოდა, მე-17 საუკუნის მეორე ნახევრიდან ჩაერთო ტექსტი, რომელსაც იმ დროისათვის თავად მსახიობები წერდნენ.
+
კაბუკის მსახიობთა ცეკვა, ჩაცმულობა და ქცევა სითამამით და ექსტრავაგანტურობით გამოირჩეოდა. ერთი მხრივ, ეს განაპირობებდა მაყურებელთა ფართო წრის განსაკუთრებულ ინტერესს და მიზიდვას, მაგრამ მეორე მხრივ, ხელისუფლების გაღიზიანებას იწვევდა. ამ კონტექსტში აღსანიშნავია ასევე სხვა ფაქტორებიც, რომლებიც ნეგატიურად განაწყობდა ხელისუფლებას კაბუკის თეატრის მიმართ. საქმე ის იყო, რომ მსახიობ ლამაზმანებს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდათ (განსაკუთრებით მეომართა ფენაში − სამურაებში), რომელთა ზღვარგადასული ემოციები სპექტაკლის მსვლელობის დროს ხმამაღალი შეძახილებით გამოიხატებოდა, ხშირ შემთხვევებში ჩხუბით, ეჭვიანობის სცენებით და მკვლელობითაც კი სრულდებოდა. ყოველივე ამის გამო, ხელისუფლება კაბუკის თეატრს აღიქვამდა, როგორც საზოგადოების მორალურ-ეთიკური ნორმების რღვევის და გახრწნის წყაროს.
 +
[[ფაილი:Kabuki 5.PNG|thumb|მარცხნივ|330პქ|კიოგენეს კომიკური პერსონაჟი]]
 +
იაპონელი ერის ზნეობრივი დაცვის მოტივაციით, 1629 წელს გამოიცა საგანგებო ბრძანებულება (კონკრეტულად, შოგუნ იემიცუს მიერ), რომლის თანახმადაც, მსახიობ ქალებს კაბუკის სცენაზე გამოსვლა აეკრძალათ. ქალების ადგილი კაბუკის სცენაზე ახალგაზრდა ვაჟებმა (იაპონურად – ვაკაშიუ) დაიკავეს. ამ ტიპის დასები დაარსდა ედოში, ოსაკასა და კიოტოში. აღსანიშნავია, რომ მათ, პროგრამა უფრო მრავალფეროვანი იყო, ვიდრე გოგონებისა. მაგრამ ამ შემთხვევაშიც ანალოგიურმა პრობლემამ იჩინა თავი, კერძოდ, ყმაწვილი მსახიობების მიმართ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის − არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მამაკაცთა ლტოლვამ, გზა გაუხსნა ჰომოსექსუალიზმს, რაც მთავრობის სერიოზული შეშფოთების ობიექტად იქცა. სიტუაცია იმდენად უმართავი გახდა, რომ ხელისუფლებამ კაბუკის თეატრების საერთოდ დახურვა გადაწყვიტა, მაგრამ თეატრის მოყვარულ მაყურებელთა დიდი ძალისხმევის წყალობით, ამის განხორციელება ვერ ხერხდებოდა. სამაგიეროდ, 1636 წლიდან დაიწყო კაბუკისთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ამკრძალავი ედიქტების გამოცემა, რაც საბოლოოდ იმით დაგვირგვინდა, რომ 1652 წლის ბრძანებულებით ვაჟები თეატრიდან დაითხოვეს და მათ ზრდასრული მამაკაცები ჩაენაცვლნენ. ამიერიდან კაბუკის თეატრს კიდევ ერთი სპეციფიკური შტრიხი შეემატა, კერძოდ, ის, რომ ყველა როლს მხოლოდ შუახნის მამაკაცები ასრულებდნენ. ამ ტიპის დასებს „იარო კაბუკი“ ეწოდა, ანუ „მამაკაცთა კაბუკი“, ხოლო იმ მსახიობებს, რომლებიც ქალის როლს ასრულებდნენ
 +
[[ონნაგატა]] (იაპონურად ნიშნავს − ქალურ სტილს). ეს აკრძალვა გაუქმდა 1868 წელს, იაპონიაში განხორციელებული რეფორმების ფონზე, თუმცა ქალების საჭიროება იქ უკვე აღარ იყო. აღნიშნულმა ღონისძიებამ მამაკაცთა აქტიორული შესაძლებლობების მაქსიმალურად დახვეწას შეუწყო ხელი, რამდენადაც ქალთა როლის შესრულება დიდ ძალისხმევას, ხანგრძლივ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ წვრთნას მოითხოვდა. ონნაგატები სხვადასხვა კატეგორიებად იყოფოდნენ, იმისდა მიხედვით, თუ რა ტიპაჟის ან ასაკის ქალს განასახიერებდნენ. ამასთან, მათ მამაკაცის როლის შესრულების უფლება უკვე აღარ ჰქონდათ. ონნაგატებს დასში განსაკუთრებით საპატიო სტატუსი ენიჭებოდათ (მათ მიერ შესრულებული როლების სპეციფიკიდან გამომდინარე).
  
კაბუკის თეატრის ხელოვნება საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როცა მის [[რეპერტუარი|რეპერტუარში]] შევიდა ჯოორურის მარიონეტების თეატრის პიესები. მოხდა ერთგვარი მისადაგება კაბუკის და ჯოორურის ტრადიციებისა, რამაც კაბუკის შესძინა ახალი მხატვრული გამომსახველობა. სპექტაკლში შენარჩუნებულ იქნა მთხრობელი, ჯოორურის წარმოდგენების აუცილებელი პერსონაჟი მის მონათხრობს მსახიობები ასახავდნენ [[პანტომიმა|პანტომიმით]]. ასე დამკვიდრდა კაბუკის თეატრში პანტომიმა. კაბუკიში ყველა მნიშვნელოვან სცენას ახლდა მუსიკა, რომლის მნიშვნელობა დროთა განმავლობაში სულ უფრო იზრდებოდა. ასეთმა მრავალფეროვნებამ მოითხოვა შესაბამისი აქტიორული ტექნიკის შემუშავება და ფორმის („კატა“) გამოკვეთა („ტაჩიმავარი“, „ტომბოგაერი“, „ჰიკინუკი“, სტოპ-კადრის მოძრაობა „მიე“). შეიქმნა პოზების და მოძრაობების კომპლექსი, რომელთა მიხედვით მსახიობს უნდა გადმოეცა გმირის სულიერი განცდები. ისინი დანაწილებულ იქნა ამპლუების შესაბამისად. თავისი ფორმა შეიძინა ყველა ემოციამ, ყოველმა სცენურმა სიტუაციამ. ამას ხელი შეუწყო კაბუკიში [[მარიონეტი|მარიონეტების]] ხელოვნების შეჭრამ.
+
==== სასცენო აღჭურვილობა ====
 +
[[ფაილი:Kabuki 4.PNG|thumb|150პქ|კაბუკის თეატრის მოცეკვავე]]
 +
განსაკუთრებულად ყურადღებას იმსახურებს იმ დროისათვის უნიკალური, კაბუკის თეატრის სასცენო ტექნიკური
 +
აღჭურვილობა. გამოჩენილი დრამატურგი ნამიკი შოზა – Namiki Shōzō (1730-1773), რომელიც [[ბუნრაკუ]]ს [[თოჯინების თეატრი|თოჯინების თეატრში]] 100-მდე პიესის შემქმნელი გახლავთ, ამავე დროს, რომელმაც სხვადასხვა მექანიზმის დამზადების და დიზაინის ნიჭიც გამოამჟღავნა, ეხმარებოდა კაბუკის თეატრს სცენის ტექნიკური აღჭურვილობის მოწყობაში. 1758 წელს მან შექმნა ორიგინალური კონსტრუქციის მბრუნავი [[სცენა]], ასევე ლიუკიდან სცენაზე რამდენიმე ადგილას ამომავალი [[ამწე]] სისტემა სერი. მათი ბრუნვით და მოძრაობით ხდებოდა შესაბამისი სცენების და დეკორაციების დინამიკური მონაცვლეობა, რაც მაყურებელს საშუალებას აძლევდა ერთდროულად თვალ-ყური ედევნებინა [[სპექტაკლი]]ს სხვადასხვა ეპიზოდისათვის.  
  
კაბუკიში ჩამოყალიბდა ამპლუები: გმირი, ბოროტმოქმედი, გოგონა, ჭაბუკი, მოხუცი ქალი, მოხუცი კაცი, [[კომიკოსი]]. მსახიობები, რომლებიც ქმნიდნენ შესრულების საკუთარ სტილს, მას მემკვიდრეობით გადასცემდნენ თავის მოწაფეებს, რომელთა შორის საუკეთესო იღებდა მასწავლებლის სახელსაც. პროფესიულ-ამქრული ჩაკეტილი ორგანიზაციის გამო, მემკვიდრეობა გადადიოდა მამიდან შვილზე ან ნაშვილებზე. ასეთმა მემკვიდრეობითობამ წარმოშვა მსახიობთა დინასტიები.
+
ოკუნის პირველი წარმოდგენიდან დაახლოებით ნახევარი საუკუნის შემდეგ კაბუკის თეატრს ახალი კომპონენტი
 +
დაემატა. ეს იყო სცენის მარცხენა მხრიდან (საჭიროების შემთხვევაში კი, სცენის ორივე მხრიდან) მაყურებელთა დარბაზის მთელ სიგრძეზე გადებული [[ფიცარნაგი]] ანუ ერთგვარი [[ხიდი (არქიტექტურა)|ხიდი]] – [[ჰანამიჩი]] (იაპონურად ნიშნავს – ყვავილების გზას), რომლის მთავარი დანიშნულება იყო ის, რომ მასზე მოძრაობით მსახიობი უფრო ახლო კონტაქტში ყოფილიყო მაყურებელთან, .. ინტერაქტივი განეხორციელებინა და მეტი ეფექტი მოეხდინა მასზე. ეს, თავის მხრივ, უფრო ინტიმურ ატმოსფეროს ქმნიდა (და ქმნის ამჟამადაც), ვიდრე ამის საშუალებას სასცენო სივრცე იძლეოდა.
  
მოქმედების ადგილის ხშირი ცვლა კაბუკის თეატრში, მოითხოვდა დეკორაციების ხშირ ცვლას; ეს მიღწეულ იქნა მბრუნავი სცენის („მავარი ბუტაი“) მეშვეობით, მოქმედების ადგილის სცენიდან [[ავანსცენა]]ზე და ჰანამიჩიზე („ყვავილთა ბილიკი“) – მაყურებელთა დარბაზის შუაგულში ამაღლებულ [[ფიცარნაგი|ფიცარნაგზე]] გადატანით. „ყვავილთა ბილიკი“ განკუთვნილი იყო, ძირითადად, პერსონაჟების სცენაზე შემოსასვლელად და გასასვლელად, თუკი ამას მოქმედება მოითხოვდა.
+
==== კოსტიუმი და გრიმი ====
 +
[[ფაილი:Kabuki 6.PNG|thumb|300პქ|კაბუკის თეატრი XXI საუკუნეში]]
 +
ყოველივე ამას ემატებოდა მრავალფეროვანი [[კოსტიუმი (თეატრალური)|კოსტიუმები]] და სასცენო [[რეკვიზიტი (თეატრი)|რეკვიზიტი]], რომლებიც არა მხოლოდ ლამაზი და ეფექტური იყო, არამედ ძვირფასიც. ამიტომ, ყოველი მათგანი ჭეშმარიტად ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. მსახიობთა [[დიალოგი (დრამატული)|დიალოგები]] არქაული ფრაზეოლოგიისაგან შედგებოდა, გარითმული და სტილიზებული ინტონაციებით, რაც ცეკვის, მუსიკისა და სპეციფიკური ჟესტიკულაციის თანხლებით სრულდებოდა/სრულდება. მათი ერთმანეთისაგან განცალკევება შეუძლებელია, ისინი ერთობლიობაში წარმოაჩენენ ეგზოტიკურ და უჩვეულო სამყაროს.
  
კაბუკის თეატრისათვის პიესები იწერებოდა პარტიტურის მსგავსად. მასში მოცემული იყო ტექსტი, სარეჟისორი გეგმა, მითითებანი მსახიობთათვის, მთხრობელისა და მუსიკოსებისათვის. ასეთი პარტიტურის შესაქმნელად დასში არსებობდა სპეციალური საამქრო. მათი შემადგენლობიდან გამოყოფილი იყო მთავარი დრამატურგი და პიესა იდგმებოდა მისი ავტორობით. ხშირად დრამატურგი ქმნიდა მხოლოდ მონახაზს, რომელსაც შემდგომ ამუშავებდნენ მისი თანაშემწეები. კაბუკის გამოჩენილი დრამატურგები გახდნენ: საკატა ტოძიურო, იოსიძავა აიამე, იტიკავა დანსურო I, ვატაკავე მოკუამი, ნამიკი სიოძო, ნამიკი გოპეი, საკურადა ძისკე და რაც მთავარია, მონძაემონ ჩიკამაცუ. ჩიკამაცუ ხშირად ჯოორურის თეატრისთვისაც წერდა და ეს პიესები კაბუკის თეატრშიც იდგმებოდა.
+
კაბუკის თეატრის უნიკალურ მახასიათებელს წარმოადგენს ასევე სპეციფიკური [[გრიმი]]; თუკი ნოო-ს თეატრის მსახიობთა უმთავრესი აქსესუარი [[ნიღაბი (აქსესუარი)|ნიღაბი]] იყო, კაბუკის თეატრში ანალოგიური ფუნქცია
 +
განსაკუთრებულ გრიმს (იაპონურად – [[კუმადორი]]) ენიჭებოდა. მსახიობის თეთრად შეღებილ სახეზე სხვადასხვა ფერისა და ფორმის ზოლები ივლებოდა, იმის მიხედვით, თუ რა როლს ასრულებდა ის. დომინირებდა შავი, ლურჯი და წითელი. თითოეულ ფერს შესაბამისი შინაარსობრივი და სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. წითელი – პერსონაჟის სამართლიანობას, ფიზიკურ სიძლიერეს, სიმამაცეს გამოხატავდა,
 +
ლურჯი – უარყოფითი გმირის აურას, ბოროტებას, იმქვეყნიურ ბნელ ძალებს, ხოლო შავი (ზოგჯერ ყავისფერიც) – ჯადოქრობას, მისნობას, ცხოველებსა და მწერებს მონსტრების სახით. ყოველივე ზემოთქმულიდან
 +
გამომდინარე, თეატრმცოდნეებმა, სავსებით მართებულად, ცალსახად აღიარეს, რომ კაბუკის დეკორაცია, გრიმი და კოსტიუმები მსოფლიოში ყველაზე ეგზოტიკური და თვალწარმტაცია.
  
მე-19 ს. 70-იან წწ. [[იაპონია]]ში დამყარდა კაპიტალიზმი. წარმოიშვა ახალი მოთხოვნები თეატრის მიმართ. ამან გამოიწვია ევროპული ტიპის თეატრების წარმოშობა და გავლენა იქონია კაბუკის თეატრზეც. დაიწყო ბრძოლა შტამპების, დაკანონებული პირობითობების წინააღმდეგ. განახლდა სამსახიობო ხელოვნება. კაბუკის თეატრმა შეძლო საუკეთესო ტრადიციების შენარჩუნება და ამავე დროს იქცა თანამედროვეობის მსახველ უნიკალურ თეატრად.
+
==== კაბუკის თეატრის რეპერტუარი ====
 +
კაბუკის თეატრის რეპერტუარი მეტად მრავალფეროვანი იყო: [[ტრაგედია|ტრაგედიით]] და [[დრამა (სასცენო ჟანრი)|დრამით]] დაწყებული, [[კომედია|კომედიით]] და ლირიკული [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესებით]] დამთავრებული (დღესდღეობით კაბუკიში ახალი და თანამედროვე სპექტაკლებიც იდგმება). თემატიკის შერჩევა ხდებოდა როგორც ისტორიული წარსულიდან, ისე ყოველდღიური ყოფაცხოვრებიდან. ხაზგასასმელია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი კეთდებოდა სამსახიობო ხელოვნების წარმოჩენასა და ვიზუალურ ეფექტებზე, რაც [[მიმიკა|მიმიკის]], გრიმის, პანტომიმისა და სპეციფიკური სტილიზებული
 +
[[დეკლამაცია|დეკლამაციით]] ხორციელდებოდა. შინაარსობრივ მხარეს კი მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა
 +
ენიჭებოდა – ის მხოლოდ მასალა და საშუალება იყო მსახიობის ოსტატობის საჩვენებლად. აქედან გამომდინარე, თეატრის არსებობის საწყის ეტაზე წარმოდგენების სიუჟეტები უმეტეს წილად მარტივი და პრიმიტიული იყო.
  
 +
==== კაბუკი, როგორც დრამა ====
 +
კაბუკი, როგორც [[დრამა (სასცენო ჟანრი)|დრამა]], მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც ქალები განიდევნენ სცენიდან, კონკრეტულად კი, 1650-იანი წლებიდან, როდესაც მამაკაცმა მსახიობებმა განავითარეს და წარმოაჩინეს დრამატული ჟანრისათვის დამახასიათებელი ყველა აუცილებელი უნარ-ჩვევა, სპეციფიკური ხასიათის ტიპაჟები და სხვ. რა თქმა უნდა, ამაში დიდი წვლილი მიუძღვით განსახილველი პერიოდის გამოჩენილ დრამატურგებს. ადრეული პერიოდის ცეკვები, სიმღერები და პატარა სკეტჩები, რომლებიც ერთგვარი რევიუს ხასიათს ატარებდა, ახლა დრამატულ კომპოზიციებში გადაიზარდა, გაჩნდა მრავალაქტიანი პიესები, მნიშვნელოვნად დაიხვეწა პროფესიონალ მსახიობთა ოსტატობა და ა.შ. ეს ყველაფერი, თავის მხრივ, განაპირობებდა ამ თეატრალური სკოლის შემდგომ წინსვლას და აყვავებას.
 +
 +
წარმატებების კვალდაკვალ, კაბუკის თეატრის მსახიობები და დრამატურგები იძულებულნი იყვნენ გარკვეულ კომპრომისებზე წასულიყვნენ ხელისუფლებასთან მიმართებაში: ქალთა როლების შემსრულებელი მამაკაცები (ონნაგატები) ვალდებულნი იყვნენ თავის წინა ნაწილი გადაეპარსათ (რათა მიმზიდველები არ ყოფილიყვნენ),
 +
რაც მათ გარეგნობას ძალზე ამახინჯებდა, თუმცა სცენაზე ისინი, რა თქმა უნდა, [[პარიკი|პარიკს]] ატარებდნენ; წარმოდგენები დაფუძნებული უნდა ყოფილიყო იმიტაციაზე, პირობითობაზე, რეპერტუარიდან
 +
უნდა ამოღებულიყო ეროტიკული სცენები. გარდა ამისა, მორალური ნორმების დაცვის მიზნით დრამატურგებს ეკრძალებოდათ სოციალური და პოლიტიკური თემების გაშუქება, ე. წ. „მხიარული კვარტლების“ და მათ მობინადრეთა ყოფა-ცხოვრების ასახვა. მაგრამ, იაპონელი ხალხის ლტოლვა და სიყვარული იმდენად ძლიერი იყო სანახაობრივი ხელოვნებისადმი, განსაკუთრებით კი კაბუკის თეატრისადმი, რომ ვერანაირი აკრძალვები და [[ცენზურა (თეატრალური)|ცენზურა]] ვერ ამუხრუჭებდა პოპულარული თეატრის განვითარება-წინსვლას.
 +
 +
კაბუკისათვის ოქროს ხანას წარმოადგენდა XVII საუკუნის მეორე ნახევარი, განსაკუთრებით ე. წ. გენროკუს პერიოდი − 1688-1704 წწ. ამ დროს კიოტოში სამი კაბუკის თეატრი იყო, ოსაკასა და ედოში – ოთხ-ოთხი. ამასთან, მათ უკვე მყარი ეკონომიკური საფუძველი ჰქონდათ. XVIII საუკუნის შუა ხანებში კაბუკის მიმართ ინტერესი განელდა. პოპულარობის თვალსაზრისით, მისი ადგილი [[თოჯინების თეატრი|თოჯინების თეატრმა]] − ჯიორურიმ დაიკავა. XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნაზე კაბუკიმ კვლავ დაიწყო აღორძინება. 1854 წელს იაპონიის „გახსნისა” და მეიჯის რევოლუციის (1867-1868წწ.) შემდეგ, კაბუკის თეატრს ტრადიციულობა და თვითმყოფადობა არ დაუკარგავს, ის იაპონიის ისტორიული წარსულის თეატრალური ხელოვნების ცოცხალ მატიანეს განასახიერებს (ისევე, როგორც იაპონური სხვა კლასიკური თეატრები) და დღესდღეობით წარმატებით აგრძელებს ფუნქციონირებას.
 +
 +
''თამარ ცაგარელი''
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
+
[[მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:იაპონური თეატრი]]
 
[[კატეგორია:იაპონური თეატრი]]
 
[[კატეგორია:კაბუკის თეატრი]]
 
[[კატეგორია:კაბუკის თეატრი]]

მიმდინარე ცვლილება 19:16, 17 ივლისი 2023 მდგომარეობით

კაბუკის მსახიობები

კაბუკიიაპონური თეატრის სახეობა. ჩამოყალიბდა და განვითარდა მე-17-18 საუკუნეებში.

ტერმინი „კაბუკი“ (歌舞伎) მომდინარეობს იაპონური ზმნიდან „კაბუკუ“, რომელსაც რამდენიმე მნიშვნელობა აქვს: არაორდინარული, განსხვავებული ქცევა და ჩაცმა; გართობა, მხიარულება ხუმრობა; ფლირტი. ხშირად ითარგმნება ასევე, როგორც სიმღერისა და ცეკვის ოსტატობა. ყველა ეს მნიშვნელობა სავსებით მიესადაგებოდა კაბუკის მსახიობთა თავისუფალი ქცევისა და ცეკვის მანერას, მათ ექსტრავაგანტურ ჩაცმულობას, ასე რომ, კაბუკი შეიძლება ინტერპრეტირებული იყოს, როგორც ავანგარდული, უჩვეულო თეატრი.

სარჩევი

[რედაქტირება] ისტორია

სცენა კაბუკის სპექტაკლიდან, 1891.

კაბუკის დამაარსებელი იყო ტაძრის მოცეკვავე ახალგაზრდა ქალი იძუმო-ნო ოკუნი – Izumo no Okuni (ოკუნი იძუმოდან). 1603 წელს ოკუნიმ კიოტოში თავისი თეატრი დააფუძნა, რომელსაც კაბუკი ეწოდა. მან გაჭირვებული, უსახლკარო გოგონები შემოიკრიბა, რომლებსაც ცეკვას, სიმღერას და სამსახიობო ხელოვნებას ასწავლიდა. ასე ჩამოყალიბდა დასი, რომელშიც მხოლოდ სუსტი სქესის წარმომადგენლები იყვნენ და აქედან გამომდინარე, მამაკაცების როლებსაც ისინი ასრულებდნენ. ახალი თეატრალური ჟანრი უშუალოდ ეხმიანებოდა იმ ეპოქას, მაყურებლის გემოვნებასა და სულისკვეთებას. მან მკვეთრად შემოაბრუნა სანახაობრივი ხელოვნება რელიგიურიდან ცოცხალი, რეალისტური სამყაროსკენ. ოკუნი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მას საიმპერატორო კარზეც კი იწვევდნენ წარმოდგენის გასამართავად. აღსანიშნავია, რომ იაპონიის სხვადასხვა ქალაქში, პარალელურად იქმნებოდა ახალი ქალთა დასებიც, რომლებიც ბაძავდნენ ოკუნის ცეკვებს, იმავდროულად ცდილობდნენ კონკურენციაც გაეწიათ მისთვის. იმხანად კაბუკის ყველა დასს „ოკუნი კაბუკის“ უწოდებდნენ, ოკუნის გარდაცვალების შემდეგ – „ონნა კაბუკის“ (იაპონურად ნიშნავს „ქალთა კაბუკის“), უფრო გვიან პერიოდში კი, „იუჯიო კაბუკის“ (იაპონურად ნიშნავს „კურტიზანთა კაბუკის“) სახელით მოიხსენიებოდა.

თვრამეტი პერსონაჟი კაბუკის თეატრიდან

ოკუნის მიერ დაარსებული კაბუკის თეატრი იაპონური საზოგადოების ყველა ფენის დიდ ინტერესს იწვევდა, რამდენადაც ნოო-ს თეატრისაგან განსხვავებით, ის კანონიკური ნორმებით არ იყო შეზღუდული და შემოქმედებითი თავისუფლებით გამოირჩეოდა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად ამ ორ თეატრს ზოგიერთი საერთო მახასიათებელი ჰქონდა: კაბუკიში, ისევე როგორც ნოო-ს თეატრში, ორკესტრი დოლებისა და ფლეიტებისაგან შედგებოდა, წარმოდგენებიც ღია ცის ქვეშ იმართებოდა და მაყურებლები პირდაპირ მიწაზე ისხდნენ, სცენაც ნოო-ს თეატრის ზუსტ ასლს წარმოადგენდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, კაბუკიმ რადიკალურად განსხვავებული სახე მიიღო. კერძოდ, წარმოდგენები უკვე საგანგებოდ აგებულ ნაგებობებში იმართებოდა. რამდენადაც უბრალო ხალხს მაღალი წრის წარმომადგენლებთან ერთად თავყრილობებზე დასწრება ეკრძალებოდა, სცენის ორივე მხარეს გისოსებით გამოყოფილი ლოჟები იყო განთავსებული მაღალჩინოსანთა და საპატიო სტუმრებისათვის.

კაბუკის მსახიობთა ცეკვა, ჩაცმულობა და ქცევა სითამამით და ექსტრავაგანტურობით გამოირჩეოდა. ერთი მხრივ, ეს განაპირობებდა მაყურებელთა ფართო წრის განსაკუთრებულ ინტერესს და მიზიდვას, მაგრამ მეორე მხრივ, ხელისუფლების გაღიზიანებას იწვევდა. ამ კონტექსტში აღსანიშნავია ასევე სხვა ფაქტორებიც, რომლებიც ნეგატიურად განაწყობდა ხელისუფლებას კაბუკის თეატრის მიმართ. საქმე ის იყო, რომ მსახიობ ლამაზმანებს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდათ (განსაკუთრებით მეომართა ფენაში − სამურაებში), რომელთა ზღვარგადასული ემოციები სპექტაკლის მსვლელობის დროს ხმამაღალი შეძახილებით გამოიხატებოდა, ხშირ შემთხვევებში ჩხუბით, ეჭვიანობის სცენებით და მკვლელობითაც კი სრულდებოდა. ყოველივე ამის გამო, ხელისუფლება კაბუკის თეატრს აღიქვამდა, როგორც საზოგადოების მორალურ-ეთიკური ნორმების რღვევის და გახრწნის წყაროს.

კიოგენეს კომიკური პერსონაჟი

იაპონელი ერის ზნეობრივი დაცვის მოტივაციით, 1629 წელს გამოიცა საგანგებო ბრძანებულება (კონკრეტულად, შოგუნ იემიცუს მიერ), რომლის თანახმადაც, მსახიობ ქალებს კაბუკის სცენაზე გამოსვლა აეკრძალათ. ქალების ადგილი კაბუკის სცენაზე ახალგაზრდა ვაჟებმა (იაპონურად – ვაკაშიუ) დაიკავეს. ამ ტიპის დასები დაარსდა ედოში, ოსაკასა და კიოტოში. აღსანიშნავია, რომ მათ, პროგრამა უფრო მრავალფეროვანი იყო, ვიდრე გოგონებისა. მაგრამ ამ შემთხვევაშიც ანალოგიურმა პრობლემამ იჩინა თავი, კერძოდ, ყმაწვილი მსახიობების მიმართ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის − არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მამაკაცთა ლტოლვამ, გზა გაუხსნა ჰომოსექსუალიზმს, რაც მთავრობის სერიოზული შეშფოთების ობიექტად იქცა. სიტუაცია იმდენად უმართავი გახდა, რომ ხელისუფლებამ კაბუკის თეატრების საერთოდ დახურვა გადაწყვიტა, მაგრამ თეატრის მოყვარულ მაყურებელთა დიდი ძალისხმევის წყალობით, ამის განხორციელება ვერ ხერხდებოდა. სამაგიეროდ, 1636 წლიდან დაიწყო კაბუკისთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ამკრძალავი ედიქტების გამოცემა, რაც საბოლოოდ იმით დაგვირგვინდა, რომ 1652 წლის ბრძანებულებით ვაჟები თეატრიდან დაითხოვეს და მათ ზრდასრული მამაკაცები ჩაენაცვლნენ. ამიერიდან კაბუკის თეატრს კიდევ ერთი სპეციფიკური შტრიხი შეემატა, კერძოდ, ის, რომ ყველა როლს მხოლოდ შუახნის მამაკაცები ასრულებდნენ. ამ ტიპის დასებს „იარო კაბუკი“ ეწოდა, ანუ „მამაკაცთა კაბუკი“, ხოლო იმ მსახიობებს, რომლებიც ქალის როლს ასრულებდნენ − ონნაგატა (იაპონურად ნიშნავს − ქალურ სტილს). ეს აკრძალვა გაუქმდა 1868 წელს, იაპონიაში განხორციელებული რეფორმების ფონზე, თუმცა ქალების საჭიროება იქ უკვე აღარ იყო. აღნიშნულმა ღონისძიებამ მამაკაცთა აქტიორული შესაძლებლობების მაქსიმალურად დახვეწას შეუწყო ხელი, რამდენადაც ქალთა როლის შესრულება დიდ ძალისხმევას, ხანგრძლივ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ წვრთნას მოითხოვდა. ონნაგატები სხვადასხვა კატეგორიებად იყოფოდნენ, იმისდა მიხედვით, თუ რა ტიპაჟის ან ასაკის ქალს განასახიერებდნენ. ამასთან, მათ მამაკაცის როლის შესრულების უფლება უკვე აღარ ჰქონდათ. ონნაგატებს დასში განსაკუთრებით საპატიო სტატუსი ენიჭებოდათ (მათ მიერ შესრულებული როლების სპეციფიკიდან გამომდინარე).

[რედაქტირება] სასცენო აღჭურვილობა

კაბუკის თეატრის მოცეკვავე

განსაკუთრებულად ყურადღებას იმსახურებს იმ დროისათვის უნიკალური, კაბუკის თეატრის სასცენო ტექნიკური აღჭურვილობა. გამოჩენილი დრამატურგი ნამიკი შოზა – Namiki Shōzō (1730-1773), რომელიც ბუნრაკუს თოჯინების თეატრში 100-მდე პიესის შემქმნელი გახლავთ, ამავე დროს, რომელმაც სხვადასხვა მექანიზმის დამზადების და დიზაინის ნიჭიც გამოამჟღავნა, ეხმარებოდა კაბუკის თეატრს სცენის ტექნიკური აღჭურვილობის მოწყობაში. 1758 წელს მან შექმნა ორიგინალური კონსტრუქციის მბრუნავი სცენა, ასევე ლიუკიდან სცენაზე რამდენიმე ადგილას ამომავალი ამწე სისტემა – სერი. მათი ბრუნვით და მოძრაობით ხდებოდა შესაბამისი სცენების და დეკორაციების დინამიკური მონაცვლეობა, რაც მაყურებელს საშუალებას აძლევდა ერთდროულად თვალ-ყური ედევნებინა სპექტაკლის სხვადასხვა ეპიზოდისათვის.

ოკუნის პირველი წარმოდგენიდან დაახლოებით ნახევარი საუკუნის შემდეგ კაბუკის თეატრს ახალი კომპონენტი დაემატა. ეს იყო სცენის მარცხენა მხრიდან (საჭიროების შემთხვევაში კი, სცენის ორივე მხრიდან) მაყურებელთა დარბაზის მთელ სიგრძეზე გადებული ფიცარნაგი ანუ ერთგვარი ხიდიჰანამიჩი (იაპონურად ნიშნავს – ყვავილების გზას), რომლის მთავარი დანიშნულება იყო ის, რომ მასზე მოძრაობით მსახიობი უფრო ახლო კონტაქტში ყოფილიყო მაყურებელთან, ე.წ. ინტერაქტივი განეხორციელებინა და მეტი ეფექტი მოეხდინა მასზე. ეს, თავის მხრივ, უფრო ინტიმურ ატმოსფეროს ქმნიდა (და ქმნის ამჟამადაც), ვიდრე ამის საშუალებას სასცენო სივრცე იძლეოდა.

[რედაქტირება] კოსტიუმი და გრიმი

კაბუკის თეატრი XXI საუკუნეში

ყოველივე ამას ემატებოდა მრავალფეროვანი კოსტიუმები და სასცენო რეკვიზიტი, რომლებიც არა მხოლოდ ლამაზი და ეფექტური იყო, არამედ ძვირფასიც. ამიტომ, ყოველი მათგანი ჭეშმარიტად ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. მსახიობთა დიალოგები არქაული ფრაზეოლოგიისაგან შედგებოდა, გარითმული და სტილიზებული ინტონაციებით, რაც ცეკვის, მუსიკისა და სპეციფიკური ჟესტიკულაციის თანხლებით სრულდებოდა/სრულდება. მათი ერთმანეთისაგან განცალკევება შეუძლებელია, ისინი ერთობლიობაში წარმოაჩენენ ეგზოტიკურ და უჩვეულო სამყაროს.

კაბუკის თეატრის უნიკალურ მახასიათებელს წარმოადგენს ასევე სპეციფიკური გრიმი; თუკი ნოო-ს თეატრის მსახიობთა უმთავრესი აქსესუარი ნიღაბი იყო, კაბუკის თეატრში ანალოგიური ფუნქცია განსაკუთრებულ გრიმს (იაპონურად – კუმადორი) ენიჭებოდა. მსახიობის თეთრად შეღებილ სახეზე სხვადასხვა ფერისა და ფორმის ზოლები ივლებოდა, იმის მიხედვით, თუ რა როლს ასრულებდა ის. დომინირებდა შავი, ლურჯი და წითელი. თითოეულ ფერს შესაბამისი შინაარსობრივი და სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. წითელი – პერსონაჟის სამართლიანობას, ფიზიკურ სიძლიერეს, სიმამაცეს გამოხატავდა, ლურჯი – უარყოფითი გმირის აურას, ბოროტებას, იმქვეყნიურ ბნელ ძალებს, ხოლო შავი (ზოგჯერ ყავისფერიც) – ჯადოქრობას, მისნობას, ცხოველებსა და მწერებს მონსტრების სახით. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თეატრმცოდნეებმა, სავსებით მართებულად, ცალსახად აღიარეს, რომ კაბუკის დეკორაცია, გრიმი და კოსტიუმები მსოფლიოში ყველაზე ეგზოტიკური და თვალწარმტაცია.

[რედაქტირება] კაბუკის თეატრის რეპერტუარი

კაბუკის თეატრის რეპერტუარი მეტად მრავალფეროვანი იყო: ტრაგედიით და დრამით დაწყებული, კომედიით და ლირიკული პიესებით დამთავრებული (დღესდღეობით კაბუკიში ახალი და თანამედროვე სპექტაკლებიც იდგმება). თემატიკის შერჩევა ხდებოდა როგორც ისტორიული წარსულიდან, ისე ყოველდღიური ყოფაცხოვრებიდან. ხაზგასასმელია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი კეთდებოდა სამსახიობო ხელოვნების წარმოჩენასა და ვიზუალურ ეფექტებზე, რაც მიმიკის, გრიმის, პანტომიმისა და სპეციფიკური სტილიზებული დეკლამაციით ხორციელდებოდა. შინაარსობრივ მხარეს კი მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭებოდა – ის მხოლოდ მასალა და საშუალება იყო მსახიობის ოსტატობის საჩვენებლად. აქედან გამომდინარე, თეატრის არსებობის საწყის ეტაზე წარმოდგენების სიუჟეტები უმეტეს წილად მარტივი და პრიმიტიული იყო.

[რედაქტირება] კაბუკი, როგორც დრამა

კაბუკი, როგორც დრამა, მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც ქალები განიდევნენ სცენიდან, კონკრეტულად კი, 1650-იანი წლებიდან, როდესაც მამაკაცმა მსახიობებმა განავითარეს და წარმოაჩინეს დრამატული ჟანრისათვის დამახასიათებელი ყველა აუცილებელი უნარ-ჩვევა, სპეციფიკური ხასიათის ტიპაჟები და სხვ. რა თქმა უნდა, ამაში დიდი წვლილი მიუძღვით განსახილველი პერიოდის გამოჩენილ დრამატურგებს. ადრეული პერიოდის ცეკვები, სიმღერები და პატარა სკეტჩები, რომლებიც ერთგვარი რევიუს ხასიათს ატარებდა, ახლა დრამატულ კომპოზიციებში გადაიზარდა, გაჩნდა მრავალაქტიანი პიესები, მნიშვნელოვნად დაიხვეწა პროფესიონალ მსახიობთა ოსტატობა და ა.შ. ეს ყველაფერი, თავის მხრივ, განაპირობებდა ამ თეატრალური სკოლის შემდგომ წინსვლას და აყვავებას.

წარმატებების კვალდაკვალ, კაბუკის თეატრის მსახიობები და დრამატურგები იძულებულნი იყვნენ გარკვეულ კომპრომისებზე წასულიყვნენ ხელისუფლებასთან მიმართებაში: ქალთა როლების შემსრულებელი მამაკაცები (ონნაგატები) ვალდებულნი იყვნენ თავის წინა ნაწილი გადაეპარსათ (რათა მიმზიდველები არ ყოფილიყვნენ), რაც მათ გარეგნობას ძალზე ამახინჯებდა, თუმცა სცენაზე ისინი, რა თქმა უნდა, პარიკს ატარებდნენ; წარმოდგენები დაფუძნებული უნდა ყოფილიყო იმიტაციაზე, პირობითობაზე, რეპერტუარიდან უნდა ამოღებულიყო ეროტიკული სცენები. გარდა ამისა, მორალური ნორმების დაცვის მიზნით დრამატურგებს ეკრძალებოდათ სოციალური და პოლიტიკური თემების გაშუქება, ე. წ. „მხიარული კვარტლების“ და მათ მობინადრეთა ყოფა-ცხოვრების ასახვა. მაგრამ, იაპონელი ხალხის ლტოლვა და სიყვარული იმდენად ძლიერი იყო სანახაობრივი ხელოვნებისადმი, განსაკუთრებით კი კაბუკის თეატრისადმი, რომ ვერანაირი აკრძალვები და ცენზურა ვერ ამუხრუჭებდა პოპულარული თეატრის განვითარება-წინსვლას.

კაბუკისათვის ოქროს ხანას წარმოადგენდა XVII საუკუნის მეორე ნახევარი, განსაკუთრებით ე. წ. გენროკუს პერიოდი − 1688-1704 წწ. ამ დროს კიოტოში სამი კაბუკის თეატრი იყო, ოსაკასა და ედოში – ოთხ-ოთხი. ამასთან, მათ უკვე მყარი ეკონომიკური საფუძველი ჰქონდათ. XVIII საუკუნის შუა ხანებში კაბუკის მიმართ ინტერესი განელდა. პოპულარობის თვალსაზრისით, მისი ადგილი თოჯინების თეატრმა − ჯიორურიმ დაიკავა. XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნაზე კაბუკიმ კვლავ დაიწყო აღორძინება. 1854 წელს იაპონიის „გახსნისა” და მეიჯის რევოლუციის (1867-1868წწ.) შემდეგ, კაბუკის თეატრს ტრადიციულობა და თვითმყოფადობა არ დაუკარგავს, ის იაპონიის ისტორიული წარსულის თეატრალური ხელოვნების ცოცხალ მატიანეს განასახიერებს (ისევე, როგორც იაპონური სხვა კლასიკური თეატრები) და დღესდღეობით წარმატებით აგრძელებს ფუნქციონირებას.

თამარ ცაგარელი

[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები