შტრაუსი რიხარდ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შტრაუსი რიხარდ“ გადაიტანა გვერდზე „რიხარდ შტრაუსი“) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Rixard Sttrausi.PNG|thumb|130px|რიხარდ შტრაუსი]] | ||
'''რიხარდ შტრაუსი''' – (11 ივნისი 1864, მიუნხენი – 8 სექტემბერი 1949, გარმიშ-პარტენკირხენი), გერმანელი კომპოზიტორი და [[დირიჟორი]]. მისი მასწავლებელი იყო ფ. ვ. მაიერი. დირიჟორის ჩვევები შეიძინა სამოყვარულო [[ორკესტრი|ორკესტრთან]] მუშაობისას. 1898-1918 იყო ბერლინის ოპერის, 1919-24 ვენის ოპერის მთავარი დირიჟორი. 1924-იდან გასტროლებს მართავდა [[ევროპა]]სა და [[აშშ]]-ში. მონაწილეობდა ბაიროითის ფესტივალებში. სარგებლობდა დიდი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი ავტორიტეტით, რიხარდ შტრაუსმა გაიარა გზა გვიანდელი [[რომანტიზმი]]დან [[ექსპრესიონიზმი მუსიკაში|ექსპრესიონიზმამდე]] და შემდეგ [[ნეოკლასიციზმი|ნეოკლასიციზმამდე]]. | '''რიხარდ შტრაუსი''' – (11 ივნისი 1864, მიუნხენი – 8 სექტემბერი 1949, გარმიშ-პარტენკირხენი), გერმანელი კომპოზიტორი და [[დირიჟორი]]. მისი მასწავლებელი იყო ფ. ვ. მაიერი. დირიჟორის ჩვევები შეიძინა სამოყვარულო [[ორკესტრი|ორკესტრთან]] მუშაობისას. 1898-1918 იყო ბერლინის ოპერის, 1919-24 ვენის ოპერის მთავარი დირიჟორი. 1924-იდან გასტროლებს მართავდა [[ევროპა]]სა და [[აშშ]]-ში. მონაწილეობდა ბაიროითის ფესტივალებში. სარგებლობდა დიდი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი ავტორიტეტით, რიხარდ შტრაუსმა გაიარა გზა გვიანდელი [[რომანტიზმი]]დან [[ექსპრესიონიზმი მუსიკაში|ექსპრესიონიზმამდე]] და შემდეგ [[ნეოკლასიციზმი|ნეოკლასიციზმამდე]]. | ||
მიმდინარე ცვლილება 14:43, 20 მაისი 2025 მდგომარეობით
რიხარდ შტრაუსი – (11 ივნისი 1864, მიუნხენი – 8 სექტემბერი 1949, გარმიშ-პარტენკირხენი), გერმანელი კომპოზიტორი და დირიჟორი. მისი მასწავლებელი იყო ფ. ვ. მაიერი. დირიჟორის ჩვევები შეიძინა სამოყვარულო ორკესტრთან მუშაობისას. 1898-1918 იყო ბერლინის ოპერის, 1919-24 ვენის ოპერის მთავარი დირიჟორი. 1924-იდან გასტროლებს მართავდა ევროპასა და აშშ-ში. მონაწილეობდა ბაიროითის ფესტივალებში. სარგებლობდა დიდი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი ავტორიტეტით, რიხარდ შტრაუსმა გაიარა გზა გვიანდელი რომანტიზმიდან ექსპრესიონიზმამდე და შემდეგ ნეოკლასიციზმამდე.
რიხარდ შტრაუსის უმთავრესი ნაწარმოებებია: პროგრამული სიმფონიები, სიმფონიური პოემები, ოპერები. პოემებით აგრძელებს ბერლიოზისა და ლისტის პროგრამული სიმფონიზმისა და რ. ვაგნერის საორკესტრო სტილის ტრადიციებს („მაკბეტი“, 1886; „დონ- ჟუანი“, 1889; „სიკვდილი და ნათლისფენა“, 1889; „ტილ ოლენშპიგელის მხიარული თავგადასავალი“, 1895, „ასე ამბობდა ზარატუსტრა“, 1896, „დონ კიხოტი“, 1897, „გმირის ცხოვრება“, 1898 და სხვ. ცნობილია აგრეთვე მისი „საშინაო“ (1903) და „ალპური“ (1915) სიმფონიები. საუკეთესო ოპერებია: „სალომე“ (1905), „ელექტრა“ (1909), „ვარდის კავალერი“ (1911, სულ 6 ოპერა). რიხარდ შტრაუსის შემოქმედება აღბეჭდილია ღრმა ფსიქოლოგიზმით, დრამატული სიმძაფრით, ტემბრული მრავალფეროვნებით, გაბედული და მდიდარი ჰარმონიით, სინატიფით, ზოგჯერ-ილუსტრაციულობით. რიხარდ შტრაუსის საუკეთესო ნაწარმოებები მიეკუთვნება მსოფლიო კლასიკურ საგანძურს. შტრაუსიის შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა XX ს. ევროპული მუსიკალური ხელოვნებაზე.
თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე 1983 დაიდგა „სალომე“ (დირიჟორი ჯ. კახიძე, სალომე – ც. ტატიშვილი). შტრაუსის შემოქმედების ღრმა მკვლევარი იყო გ. ორჯონიკიძე.