ეპოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ეპოსი''' – ლიტერატურულ ნაწარმოებთა გვარი. თუ ლირიკისათვის ნიშანდობლივია მწერლის, [[ლირიკული გმირი]]ს აზრების, განცდებისა და გრძნობების უშუალოდ წარმოსახვა, ხოლო სინამდვილის მათი მეშვეობით განსახოვნება, ეპოსი უშუალოდ
+
'''ეპოსი''' – ლიტერატურულ ნაწარმოებთა გვარი. თუ ლირიკისათვის ნიშანდობლივია მწერლის, [[ლირიკული გმირი]]ს აზრების, განცდებისა და გრძნობების უშუალოდ წარმოსახვა, ხოლო სინამდვილის მათი მეშვეობით განსახოვნება, ეპოსი უშუალოდ თვით სინამდვილეს ასახიერებს, მწერლის სუბიექტურ სამყაროს კი თხრობითი სურათებით გადმოგვცემს. ეპიკური ქმნილებები მოცულობის სხვადასხვაობითაც განსხვავდება ლირიკული და დრამატული ნაწარმოებისაგან. ამ მხრივ იგი თავისუფალია შეზღუდვისაგან და მრავალფეროვანიცაა.  
თვით სინამდვილეს ასახიერებს, მწერლის სუბიექტურ სამყაროს კი თხრობითი სურათებით გადმოგვცემს. ეპიკური ქმნილებები მოცულობის სხვადასხვაობითაც განსხვავდება ლირიკული და დრამატული ნაწარმოებისაგან. ამ მხრივ იგი თავისუფალია შეზღუდვისაგან და მრავალფეროვანიცაა.  
+
  
ეპოსის ძირითადი ჟანრებია: რომანი, მოთხრობა, ნოველა, პოემა მხატვრული ნარკვევი… მაგალითები: [[ჰომეროსი]]ს „ილიადა“ და „ოდისეა“, [[შოთა რუსთაველი]]ს „ვეფხისტყაოსანი“, ბალზაკის „გლეხები“, პუშკინის „ევგენი ონეგინი", ლ. ტოლსტოის „ომი და მშვიდობა“, მ. გორკის „კლიმ სამგინის ცხოვრება“, [[ილია ჭავჭავაძე|ი. ჭავჭავაძის]] „განდეგილი“ და „ოთარაანთ ქვრივი“, მოპასანის ნოველები და სხვა.  
+
ეპოსის ძირითადი ჟანრებია: რომანი, [[მოთხრობა]], [[ნოველა]], [[პოემა]] მხატვრული ნარკვევი… მაგალითები: [[ჰომეროსი]]ს „ილიადა“ და „[[ოდისეა]]“, [[შოთა რუსთაველი]]ს „ვეფხისტყაოსანი“, ბალზაკის „გლეხები“, პუშკინის „ევგენი ონეგინი", ლ. ტოლსტოის „ომი და მშვიდობა“, მ. გორკის „კლიმ სამგინის ცხოვრება“, [[ილია ჭავჭავაძე|ი. ჭავჭავაძის]] „განდეგილი“ და „ოთარაანთ ქვრივი“, მოპასანის ნოველები და სხვა.  
  
 
ეპოსი ფოლკლორში ყოველგვარ სიუჟეტურ ნაწარმოებს აერთიანებს მასში შემოდის როგორც პროზაული, ისე პოეტური ჟანრები ([[ზღაპარი]], [[მითი]], [[თქმულება]], [[ლეგენდა]], [[იგავი]], პოემა, [[ბალადა (პოეზია)|ბალადა]]). თითოეული გარკვეულ სტრუქტურულ და აზრობრივ კომპონენტთა მთლიანობით ხასიათდება.  
 
ეპოსი ფოლკლორში ყოველგვარ სიუჟეტურ ნაწარმოებს აერთიანებს მასში შემოდის როგორც პროზაული, ისე პოეტური ჟანრები ([[ზღაპარი]], [[მითი]], [[თქმულება]], [[ლეგენდა]], [[იგავი]], პოემა, [[ბალადა (პოეზია)|ბალადა]]). თითოეული გარკვეულ სტრუქტურულ და აზრობრივ კომპონენტთა მთლიანობით ხასიათდება.  

მიმდინარე ცვლილება 10:44, 30 ივლისი 2025 მდგომარეობით

ეპოსი – ლიტერატურულ ნაწარმოებთა გვარი. თუ ლირიკისათვის ნიშანდობლივია მწერლის, ლირიკული გმირის აზრების, განცდებისა და გრძნობების უშუალოდ წარმოსახვა, ხოლო სინამდვილის მათი მეშვეობით განსახოვნება, ეპოსი უშუალოდ თვით სინამდვილეს ასახიერებს, მწერლის სუბიექტურ სამყაროს კი თხრობითი სურათებით გადმოგვცემს. ეპიკური ქმნილებები მოცულობის სხვადასხვაობითაც განსხვავდება ლირიკული და დრამატული ნაწარმოებისაგან. ამ მხრივ იგი თავისუფალია შეზღუდვისაგან და მრავალფეროვანიცაა.

ეპოსის ძირითადი ჟანრებია: რომანი, მოთხრობა, ნოველა, პოემა მხატვრული ნარკვევი… მაგალითები: ჰომეროსის „ილიადა“ და „ოდისეა“, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, ბალზაკის „გლეხები“, პუშკინის „ევგენი ონეგინი", ლ. ტოლსტოის „ომი და მშვიდობა“, მ. გორკის „კლიმ სამგინის ცხოვრება“, ი. ჭავჭავაძის „განდეგილი“ და „ოთარაანთ ქვრივი“, მოპასანის ნოველები და სხვა.

ეპოსი ფოლკლორში ყოველგვარ სიუჟეტურ ნაწარმოებს აერთიანებს მასში შემოდის როგორც პროზაული, ისე პოეტური ჟანრები (ზღაპარი, მითი, თქმულება, ლეგენდა, იგავი, პოემა, ბალადა). თითოეული გარკვეულ სტრუქტურულ და აზრობრივ კომპონენტთა მთლიანობით ხასიათდება.

საქართველოში მრავალსაუკუნოვანი ეპიკური ტრადიცია არსებობს. ფართო სიუჟეტური ტილოების შექმნა ყოველთვის განპირობებული იყო ჟანრთა მხატვრული თავისებურებებით, მწვავე საზოგადოებრივი კონფლიქტებით. ჩვენი ქვეყანა არც ერთის ნაკლებობას არ განიცდიდა. ამის გამო ეპოსი განვითარების სხვადასხვა საფეხურს გვიჩვენებს. ნაწარმოებებიც შესაძლებელია შესაბამისად დავაჯგუფოთ:

  1. მითოლოგიური, ორი ქვეგანყოფილებით – წარმართული (დალის საფერხულო ლექს-ბალადები, კოპალასა და იახსარის რიტუალური ლექსები, ღვთაებათა გაჩენა) და ქრისტიანულ-აპოკრიფული (ადამ და ევას, აბრამის, იობის, სოლომონ ბრძენის ნათლისმცემელი და გლახის ლექს-ლეგენდები);
  2. საგმირო (ამირანის თქმულება, როსტომიანი);
  3. სამიჯნურო-სატრფიალო (აბესალომ და ეთერის თქმულება, ტარიელიანი) და
  4. საისტორიო შინაარსის ეპიკური ნაწარმოებები (არეშიძეთა ამოწყვეტა, არსენას ლექსი, ფირალის ეპოსი)


ჩვეულებრივ ეპიკური გმირი ლოკალური საფეხურიდან ეროვნულ საფეხურს აღწევს. არსენას სახის დამუშავება პირველად მის მშობლიურ კუთხეში – ქვემო ქართლში დაიწყო, მერე, გმირის სამოქმედო ასპარეზის გაფართოებასთან ერთად, თანდათან შეიჭრა მეზობელ კუთხეთა ზეპირსიტყვიერებაში და ინტეგრაციის გზით ზოგად ქართულ მოვლენად იქცა – გლეხთა განთავისუფლების სიმბოლოდ ჩამოყალიბდა საქართველოში, ჩეხური იანოშიკისა და ინგლისური რობინ გუდის ლექს-სიმღერების მსგავსად. ხალხურ ეპოსში ზოგჯერ ისეთი სახეები გვხვდება რომელსაც ლოკალური გმირის საფეხური არ გაუვლია. ასეთია, მაგალითად, მიჯაჭვული ამირანი. მიზეზი ისტორიული წარსულია, ამირანის სიუჟეტური ბირთვი იმ ეპოქაში წარმოიქმნა, როცა ქართველობა ერთ მთლიან მასას წარმოადგენდა და ეთნიკურ-ტომობრივი დიფერენცირება დაწყებული არ იყო.

ეპიკური სიუჟეტებისათვის დამახასიათებელია ციკლიზაცია, ძირითადი გმირების სახელებთან ნაირნაირი სიუჟეტის დაკავშირება (როსტომიანში ზურაბისა და ბეჟანის ისტორია, ნართები, ავთანდილისა და ტარიელის თავგადასავალი) ფოლკლორის ისტორიაში ცნობილია პერიოდები, როცა ეპიკური შემოქმედების აყვავება და აღორძინება ხდება სამხედრო დემოკრატიისა და სახელმწიფოებრივი მასშტაბის ომების ეპოქებში განსაკუთრებულ აქტივობას საგმირო ეპოსი იჩენს. ეს თავისთავად იმის მაჩვენებელია რომ ეპოსის თითოეულ სახეს (მითოლოგიურს, საგმიროს, სამიჯნუროს, საისტორიოს) აღმოცენება-განვითარების სპეციფიკური პირობები სჭირდება, მაშასადამე, ეპიკური ნაწარმოებების ნებისმიერი შექმნა ან გადანერგვა შესაძლებელი არ არის. საგმირო და მითოლოგიური ეპოსის კლასიკური ნიმუშების შექმნის ეპოქა დიდი ხანია დამთავრდა, დალისა და ამირანის თქმულებების განმეორება შეუძლებელია. ისინი ეროვნული კულტურის ისტორიაში შევიდნენ როგორც წინა თაობათა მაღალესთეტიკური მემკვიდრეობა და საკაცობრიო მნიშვნელობის განზოგადებანი. მ. ჩიქოვანი


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქართული ხალხური პოეტური შემოქმედება, II, 1968;
  • მ. ჩიქოვანი, ქართული ეპოსი, I, 1959;
  • მისივე, ტრადიციული ფოლკლორული ჟანრების ბედი სოციალისტურ საზოგადოებაში, „სკოლა და ცხოვრება“,№3, 1961;
  • ქს. სიხარულიძე, ნარკვევები, 1958;
  • ელ. ვირსალაძე, ქართ. სამონადირო ეპოსი, 1964;

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები