თეატრალური ნიღაბი
(ახალი გვერდი: '''თეატრალური ნიღაბი''' – სახეზე ასაფარებელი, რომელსაც იყენებ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''თეატრალური ნიღაბი''' – | + | '''თეატრალური ნიღაბი''' – (გვიანლათ. mascus) – სახის სპეციალური ზესადები რაიმე გამოსახულებით; თეატრალური კულტურის უძველესი [[ატრიბუტი]]; გამოყენებული იყო და არის სინკრეტული [[თეატრი]]დან მოყოლებული, ჩვენს დღეებამდე. სახეზე ასაფარებელი ან თავზე ჩამოსაცმელი ხატოვანი გამოსახულება ადამიანის, ცხოველის, ფრინველის, მითოლოგიური არსების (და ა.შ.). |
| − | + | თანამედროვეობაში ნიღბის შესაქმნელ მასალად იყენებენ [[ქაღალდი|ქაღალდს]], პაპიე-მაშეს, ტყავს ან სხვა შესაფერის ნედლეულს. | |
| − | + | ნიღაბი სათავეს იღებს ტოტემური [[რიტუალი]]დან, სადაც მას ენიჭებოდა საკრალური მნიშვნელობა. [[ანტიკური თეატრი|ანტიკურ თეატრში]] ნიღაბი მიერთებული იყო [[პარიკი|პარიკთან]], განკუთვნილი იყო თავზე ჩამოსაცმელად და ქმნიდა [[მუზარადი|მუზარადს]], რომელსაც თვალებთან და პირთან ჰქონდა ხვრელები. მსახიობის ხმის გასაძლიერებლად ნიღაბი-მუზარადი აღჭურვილი იყო [[მეტალი]]სგან დამზადებული რეზონატორებით. რომაულ თეატრში ნიღბის გამოყენება დაიწყეს [[ატელანები|ატელანებმა]] (I ს. ძვ.წ.). | |
| + | შუა საუკუნეებში ნიღაბს თავის წარმოდგენებში იყენებდნენ მოხეტიალე მსახიობები. მე-12-13 სს., როცა [[ლიტურგიკული დრამა|ლიტურგიკულმა დრამა]]მ გადაინაცვლა ტაძრის კარიბჭესთან, ნიღაბი გამოყენებული იყო ბუფონურ [[ინტერმედია|ინტერმედიებში]] (ეშმაკების სცენები, რომელსაც ასრულებდნენ ჰისტრიონები). უფრო მოგვიანებით ეს ხერხი გამოყენებულ იქნა [[მისტერიები|მისტერიებში]]. ნიღბები ფართოდ იქნა გამოყენებული [[კომედია დელ’არტე]]ს მიერ, სადაც პერსონაჟთა უმრავლესობა აღჭურვილი იყო [[მუყაო]]სა ან ნაჭრისგან დამზადებული ნიღბით. ლირიკული პერსონაჟები („შეყვარებულები“) ატარებდნენ [[მასკარადი]]სთვის ნიშნეულ ნახვარნიღაბს. მე-17 საუკუნის [[ევროპა]]ში ნიღბები ხმარებიდან ამოღებულ იქნა. | ||
| + | ნიღაბი ფართო დანიშნულებით იყო გამოყენებული აზიის ქვეყნებში, სადაც თეატრს კვლავაც საკულტო მნიშვნელობა ჰქონდა მინიჭებული. ნიღბებით სრულდებოდა წარმოდგენები: რასლილა და რამლილა – [[ინდოეთი|ინდოეთში]], კოლამი – ცეილონზე, [[ტოპენგი|ტოპენგები]] – [[ინდონეზია]]ში; ნორის თეატრში – კორეა; [[თეატრი ნოო|ნოო]]ს თეატრში – [[იაპონია]] (და სხვ.). ამჟამად ბევრ აზიურ ქვეყანაში კვლავაც შენარჩუნებულია ნიღაბი, ოღონდ უკვე გრიმის სახით (ინდური [[კათაკალი]], ჩინური ოპერა, იაპონური თეატრი [[კაბუკი]]). არსებობს ნიღაბი შეწყვილებული სახით, როცა ორი მსახიობი განასახიერებს ერთ ცხოველს (ჩინური, იაპონური და ვიეტნამური „ლომები“, „ცხენი“ იაპონურ თეატრში კაბუკი და ა.შ.) და აგრეთვე კოლექტიური, როცა ერთ არსებას განასახიერებს რამდენიმე მსახიობი. | ||
| + | ნიღბის განსაკუთრებული სახეობაა ნიღაბ-კოსტიუმები, სადაც ნიღაბი და კოსტიუმი განუყოფელია, და ასევე ნიღბები, რომლებიც ხელში უჭირავთ (ინდონეზიური თეატრი [[ვაიანგ]]-ბარანგონი) ან თითებზე აქვთ წამოცმული (სათითე ნიღბები ესკიმოსებთან). ნიღაბმა ფართო გამოყენება ჰპოვა მე-20 ს. თეატრის მოდერნისტულ სპექტაკლებში. იგივე ითქმის პოსტმოდერნისტული თეატრის მიმართაც. | ||
| − | |||
| − | |||
| − | [[კატეგორია: | + | |
| + | ==წყარო== | ||
| + | [[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
| + | [[კატეგორია:მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:ნიღაბი]] | [[კატეგორია:ნიღაბი]] | ||
14:47, 28 აპრილი 2023-ის ვერსია
თეატრალური ნიღაბი – (გვიანლათ. mascus) – სახის სპეციალური ზესადები რაიმე გამოსახულებით; თეატრალური კულტურის უძველესი ატრიბუტი; გამოყენებული იყო და არის სინკრეტული თეატრიდან მოყოლებული, ჩვენს დღეებამდე. სახეზე ასაფარებელი ან თავზე ჩამოსაცმელი ხატოვანი გამოსახულება ადამიანის, ცხოველის, ფრინველის, მითოლოგიური არსების (და ა.შ.).
თანამედროვეობაში ნიღბის შესაქმნელ მასალად იყენებენ ქაღალდს, პაპიე-მაშეს, ტყავს ან სხვა შესაფერის ნედლეულს.
ნიღაბი სათავეს იღებს ტოტემური რიტუალიდან, სადაც მას ენიჭებოდა საკრალური მნიშვნელობა. ანტიკურ თეატრში ნიღაბი მიერთებული იყო პარიკთან, განკუთვნილი იყო თავზე ჩამოსაცმელად და ქმნიდა მუზარადს, რომელსაც თვალებთან და პირთან ჰქონდა ხვრელები. მსახიობის ხმის გასაძლიერებლად ნიღაბი-მუზარადი აღჭურვილი იყო მეტალისგან დამზადებული რეზონატორებით. რომაულ თეატრში ნიღბის გამოყენება დაიწყეს ატელანებმა (I ს. ძვ.წ.).
შუა საუკუნეებში ნიღაბს თავის წარმოდგენებში იყენებდნენ მოხეტიალე მსახიობები. მე-12-13 სს., როცა ლიტურგიკულმა დრამამ გადაინაცვლა ტაძრის კარიბჭესთან, ნიღაბი გამოყენებული იყო ბუფონურ ინტერმედიებში (ეშმაკების სცენები, რომელსაც ასრულებდნენ ჰისტრიონები). უფრო მოგვიანებით ეს ხერხი გამოყენებულ იქნა მისტერიებში. ნიღბები ფართოდ იქნა გამოყენებული კომედია დელ’არტეს მიერ, სადაც პერსონაჟთა უმრავლესობა აღჭურვილი იყო მუყაოსა ან ნაჭრისგან დამზადებული ნიღბით. ლირიკული პერსონაჟები („შეყვარებულები“) ატარებდნენ მასკარადისთვის ნიშნეულ ნახვარნიღაბს. მე-17 საუკუნის ევროპაში ნიღბები ხმარებიდან ამოღებულ იქნა.
ნიღაბი ფართო დანიშნულებით იყო გამოყენებული აზიის ქვეყნებში, სადაც თეატრს კვლავაც საკულტო მნიშვნელობა ჰქონდა მინიჭებული. ნიღბებით სრულდებოდა წარმოდგენები: რასლილა და რამლილა – ინდოეთში, კოლამი – ცეილონზე, ტოპენგები – ინდონეზიაში; ნორის თეატრში – კორეა; ნოოს თეატრში – იაპონია (და სხვ.). ამჟამად ბევრ აზიურ ქვეყანაში კვლავაც შენარჩუნებულია ნიღაბი, ოღონდ უკვე გრიმის სახით (ინდური კათაკალი, ჩინური ოპერა, იაპონური თეატრი კაბუკი). არსებობს ნიღაბი შეწყვილებული სახით, როცა ორი მსახიობი განასახიერებს ერთ ცხოველს (ჩინური, იაპონური და ვიეტნამური „ლომები“, „ცხენი“ იაპონურ თეატრში კაბუკი და ა.შ.) და აგრეთვე კოლექტიური, როცა ერთ არსებას განასახიერებს რამდენიმე მსახიობი.
ნიღბის განსაკუთრებული სახეობაა ნიღაბ-კოსტიუმები, სადაც ნიღაბი და კოსტიუმი განუყოფელია, და ასევე ნიღბები, რომლებიც ხელში უჭირავთ (ინდონეზიური თეატრი ვაიანგ-ბარანგონი) ან თითებზე აქვთ წამოცმული (სათითე ნიღბები ესკიმოსებთან). ნიღაბმა ფართო გამოყენება ჰპოვა მე-20 ს. თეატრის მოდერნისტულ სპექტაკლებში. იგივე ითქმის პოსტმოდერნისტული თეატრის მიმართაც.