სამცხე-ჯავახეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(სამცხე-ჯავახეთის ლანდშაფტები)
 
ხაზი 87: ხაზი 87:
  
 
151 – მაღალი მთის ვულკანური ლანდშაფტი.
 
151 – მაღალი მთის ვულკანური ლანდშაფტი.
 +
 +
==== ტყის საფარი სამცხე-ჯავახეთში ====
 +
სამცხე-ჯავახეთში ტყე აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივი მკვიდრის ყოველდღიური საჭიროებების მოგვარებაში. ძველთაგანვე ტყის რესურსებს მოსახლეობა მრავალმხრივ იყენებდა – შეშა, ტყის ხილი, სამკურნალო მცენარეები და სამშენებლო მასალა. ტყეში მოიპოვებოდა სოკო და ფიჭვის ფისი. ამ უკანასკნელისაგან კევი მზადდებოდა, რომელიც სასარგებლო თვისებებით ხასიათდება. ფიჭვის ფისს სხვა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის იყენებდნენ. ფიჭვის ფესვებისგან კი კვარი კეთდებოდა, რომელიც დღესაც გამოიყენება ცეცხლის გასაჩაღებლად. ადრე იგი გასანათებელ საშუალებადაც იხმარებოდა. ტყისპირები კი შინაური პირუტყვისათვის საბალახოდ იყო გამოყენებული. დიდტანიანი ხისგან მზადდებოდა [[მესხური დარბაზი]]ს [[დედაბოძი]], თავხე, [[გვირგვინი (არქიტექტურა)|გვირგვინი]] და შენობის სხვა არქიტექტურული დეტალები.
 +
 +
ტყეებს წარსულში გაცილებით მეტი ფართობი ეკავა. ტყის განადგურების უმთავრესი მიზეზი ანთროპოგენური ფაქტორია – უწესრიგო ჭრა, ხანძრები, ჭარბი ძოვება. გარკვეულ როლს, ამ თვალსაზრისით, ხის დაავადებებიც ასრულებდა. იგი აქტუალურია დღესაც. მრავალგან გაიჩეხა ტყეები და მისი ადგილი დაიკავეს მეორეულმა ტყეებმა, ბუჩქნარებმა (ზოგან ჯაგეკლიანებმა და ნარეკლიანებმა), მდელოებმა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებმა. დიდად შეიცვალა ტყეების ფლორისტული შედგენლობა და პროდუქტიულობა, რამაც გამოიწვია ტყეების ფუნქციების (წყალმარეგულირებელი, ნიადაგდაცვითი, რეკრეაციული) შესუსტება ან ზოგიერთ შემთხვევაში
 +
საერთოდ გაქრობა. მტაცებლური ექსპლუატაციის შედეგად განადგურდა [[მუხა|მუხის]], [[ბზა|ბზის]], ფიჭვის ტყეები. ხე მცენარეების ზოგიერთი სახეობა შემორჩა მხოლოდ ძნელად მისადგომ ადგილებში, მთის ფერდობებზე, დაცულ ტერიტორიებზე. განაკაფების მცენარეული საფარის ფლორისტული შედგენილობა განსხვავებულია. განაკაფებზე დასახლდა ამ ტერიტორიებისათვის ნაკლებად დამახასიათებელი სახეობები და ამასთან ნაკლებად ღირებული სახეობები. ზოგან კი, ტყე სრულიად განადგურდა. მაგალითად, ჯავახეთის პლატოს ასეთი უტყეობის მიზეზად (ბუნებრივ ფაქტორებთან ერთად) ხანგრძლივი ანთროპოგენური ზემოქმედებაა მიჩნეული. ეს ტყეები ადამიანს ჯერ კიდევ ჰოლოცენის დასაწყისში უნდა მოესპო. მცენარეული საფარის განადგურებამ კი არა ერთგან გამოიწვია ნიადაგური საფარის მოსპობა და გეოდინამიკური პროცესების განვითარება.
 +
 +
წარსულში ტყეებს გაცილებით მეტი ფართობი ეკავა. ამას მოწმობს არა ერთი ისტორიული დოკუმენტი, ისტორიულ-ლიტერატურული ნაწარმოები, ეპიგრაფიკული ძეგლები, სადაც აღნიშნულია ტყითა და ნადირ-ფრინველით მდიდარი ტერიტორიები, დღეს რომ გამეჩხერებულ ტყეებს, მდელო-სტეპებს, ბუჩქნარებსა და დასახლებულ პუნქტებს უკავია. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“
 +
მიხედვით, ჯავახეთის ერთი ნაწილი „ტყე-ჯავახეთის ნაჰიედ” იწოდება. ნ. კეცხოველი კი აღნიშნავდა, რომ ჯავახეთი ორ ნაწილად იყოფოდა: „ტყიან და უტყეო ჯავახეთად”. ჯავახეთის 69 სოფელი XVI საუკუნეში სახელდება როგორც ტყეებით გარემოცული, დღეს კი ეს ტყეები განადგურებულია. მაგალითად, ჯავახეთში, ახალქალაქის რაიონის სოფლების [[ბეჟანო]]ს, [[აზავრეთი]]ს, ალათუბნის, ლომათურცხის, [[დიდი სამსარი|დიდი სამსრის]], [[პატარა სამსარი|პატარა სამსრის]], [[ბუღაშენი]]ს, [[ბალხო |ბალხო]]ს მიდამოები წარსულში ტყით ყოფილა შემოსილი. ტყეების წარსულში არსებობის უტყუარი დასტურია [[ტოპონიმი|ტოპონიმებიც]]: აგანის ტყე, ბალანთის ტყე, დიდი მუხები, ზედა ტყე, იხტილის ტყე, პატარა ტყე, სამსრის ტყე ქვეშა და სხვ.
 +
 +
შორეულ წარსულში ტყეს ანადგურებდა უცხოელი დამპყრობლებიც, რასაც ადასტურებს ისტორიული ცნობები თე მურლენგისა და შაჰ-აბასის ლაშქრის შესახებ, რომ მეომართა 1/3 [[ცული|ცულებით]] ყოფილან შეიარაღებულნი. XIX საუკუნიდან ტყის განადგურება-დეგრადაციაში დიდი წვლილი მიუძღვით ადგილობრივ თუ უცხოელ მეწარმეებს. ტყის განადგურება მეტ-ნაკლებად ინტენსიურად
 +
შენარჩუნებული იყო XX საუკუნის I ნახევარშიც, თუმცა ტყიანობა მაშინ მაინც უფრო მაღალი იყო, ვიდრე ამჟამადაა. საბჭოთა პერიოდში, 1960-იანი წლებიდან საქართველოს მთის ტყეები I კატეგორიას მიეკუთვნა, რის გამოც აკრძალული იყო პირწმინდა ჭრა ფერდობებზე. დასაშვები იყო მხოლოდ მოვლითი, სანიტარული და შერჩევითი ჭრები, რის გამოც ცალკეულ ადგილებში ტყეები შენარჩუნდა, უმთავრესად კი მესხეთის ტერიტორიაზე – აჭარა-იმერეთის, თრიალეთისა და არსიანის ქედების საშუალო მთის ტყის სარტყელში.
 +
 +
1990-იან წლებში განადგურდა ტყის მნიშვნელოვანი მასივები. მეზობელ სახელმწიფოებში, კერძოდ, თურქეთში ხე-ტყის მაღალი ფასის, შესუსტებული კონტროლის, აგრეთვე კორუფციის მაღალი დონის გამო, დაიწყო საზღვრისპირა რეგიონებში ([[ადიგენის მუნიციპალიტეტი]]ს ტერიტორიაზე) და რეგიონის სიღრმეშიც ([[ბორჯომის ხეობა]]) ტყეების არალეგალური ჭრა და გატანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ეს კი უმთავრესად ძვირფასმერქნიან ჯიშებს შეეხო, შედეგად განადგურდა ტყის მნიშვნელოვანი მასივები.
  
 
==== სოფლის მეურნეობა ====
 
==== სოფლის მეურნეობა ====

მიმდინარე ცვლილება 21:17, 15 მაისი 2024 მდგომარეობით

სამცხე-ჯავახეთი – ისტორიულ-გეოგრაფიული ერთეული სამხრეთ საქართველოში. დღეს შეწყვილებული ორი ტერმინით აღვნიშნავთ, მაგრამ ძველად ერთი გამაერთიანებელი სახელით იყო ცნობილი – მესხეთი, რომელიც უფრო დიდ ტერიტორიას მოიცავდა, ვიდრე დღევანდელი სამცხე-ჯავახეთია. მასში შედის, თანამედროვე საქართველოს გარდა, სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს ისტორიული მიწებიც მდინარეების მტკვრისა და ჭოროხის ზემო წელში: არტაანი, ერუშეთი, კლარჯეთი, კოლა, ტაო, შავშეთი, და სხვა. მას სხვაგვარად ზემო ქართლსაც უწოდებენ. ისტორიულად სამცხე-ჯავახეთი შედიოდა ზემო ქართლის შემადგენლობაში და მის სამხრეთდასავლეთ ნაწილს ქმნიდა, რომელიც ძველ ქართულ მწერლობაში ნიშნავდა ვრცელ ტერიტორიას მდ. მტკვრის ზემო წელის აუზში ბორჯომს ზემოთ. XIII საუკუნიდან, მას შემდეგ, რაც სამცხეს ათაბაგების (ჯაყელების) ძალაუფლება დამკვიდრდა, იგი სამცხე-ჯავახეთის სახელწოდებით იხსენიება. ისტორიულად სამცხე-ჯავახეთის ტერიტორია და საზღვრები იცვლებოდა. თვით სამცხესა და ჯავახეთს შორის საზღვარიც ცვალებადი იყო.

სარჩევი

[რედაქტირება] ისტორიული ექსკურსი

არქეოლოგიური მასალებით დადგენილია, რომ ისტორიული მესხეთის ტერიტორია და მათ შორის სამცხე-ჯავახეთი, ადამიანს საცხოვრებლად უხსოვარი დროიდან აქვს ათვისებული. აქ აღმოჩენილია ქვედა პალეოლითის ნაკვალევი ასპინძის, აწყურის, ახალციხის, ვალეს, მუსხის, ხერთვისის მიდამოებში. ასევე მიკვლეულია შემდგომი პერიოდების – ნეოლითის, ბრინჯაოსა და ანტიკური პერიოდების ნამოსახლარების ნაშთები. ამ აღმოჩენებით ირკვევა, რომ ამ მხარეში ცხოვრება თითქმის უწყვეტ რეჟიმში გრძელდებოდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მიუხედავად მტერთაგან მრავალი შემოსევისა და აოხრებისა, რომელსაც უცხო ეთნიკურ ერთეულთა შემოსვლაც და დამკვიდრებაც მოჰყვებოდა ხოლმე, ადგილობრივი მოსახლეობა არ გადაშენებულა და ყოველთვის აგრძელებდა არსებობას.

მესხეთის ტერიტორიაზე გადიოდა მნიშვნელოვანი სამხედრო-სტრატეგიული გზები, რომლითაც ჩრდილოეთისა და სამხრეთის ქვეყნები ერთმანეთს უკავშირდებოდა. ამასთან საქართველოს ცენტრალურ ტერიტორიებს იცავდა სამხრეთიდან მომავალი დამპრყობისაგან და პირველ დარტყმას ეს მხარე იღებდა. ამიტომაც აქ, მდ. მტკვრისა და მისი შენაკადების ხეობებში, მაღალ კლდოვან ფერდობებზე მრავალი საფორტიფიკაციო ნაგებობა აუგიათ. ამ მხარეში, ისევე როგორც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე არაერთი უცხოელი დამპყრობი შემოსულა და გაუძარცვავს და დაუნგრევია ქართველი კაცის მიერ შექმნილი მატერიალური კულტურის მრავალი ძეგლი. ყოველივე ეს აფერხებდა მხარის განვითარებას. მაგრამ მშვიდობიანობის ხანმოკლე პერიოდებში მკვიდრი მოსახლეობა მაინც ქმნიდა, აშენებდა და ავითარებდა.

XVII საუკუნემდე სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა, ისევე როგორც სრულიად საქართველო, ქრისტიანული იყო. მაგრამ 1625 წლის შემდგომ ვითარება იცვლება. ოსმალეთის მიერ ამ ტერიტორიის დაპყრობის შემდეგ მრავალი განსაცდელი გაიარა ამ მხარემ – დედა-სამშობლოს მოწყვეტილმა ქართველთა უმეტესობამ დაკარგა თავიანთი სარწმუნოება, მათმა ნაწილმა მიიღო ისლამი, კათოლიკობა ან გრიგორიანობა, სამშობლოდან აყარეს და გადახვეწეს ოსმალეთში.

[რედაქტირება] მოსახლეობა

მოსახლეობა სამცხე-ჯავახეთში საკმაოდ მრავალფეროვანია რელიგიური და ეთნიკური შემადგენილობის მიხედვით. ეს განსხვავება ვლინდება ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით. სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა ოდითგანვე მრავალრიცხოვანი და უმთავრესად ქართული უნდა ყოფილიყო. მაგრამ ისტორიულმა ქარტეხილებმა სრულიად შეცვალა რეგიონის ეთნიკურ-რელიგიური ვითარება, დაწინაურებული მეურნეობა და კულტურა კი დაქვეითდა. ერთ დროს არსებული მჭიდრო ეკონომიკური კავშირები ქვეყნის სხვა კუთხებთან და მეზობელ ქვეყნებთან მოიშალა. ნ. ბერძენიშვილი წერდა: „იდეალური ქვეყანა იყო ჯავახეთი ფეოდალური საქართველოს საწარმოო ძალთა განვითარების გარკვეულ საფეხურზე”. მაგრამ გარეშე მტერთა თარეშმა და მიგრაციულმა პროცესებმა გააუკაცრიელა ეს მხარე, გაჩნდა მრავალი ნასოფლარი, ნასახლარი, საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ბუნებათსარგებლობის ფორმები მოირღვა და ახლით შეიცვალა. ამასთან ერთგვაროვანი დემოგრაფიული სურათი თანდათანობით შეიცვალა და XIX ს. II ნახევარში ასეთი სახე მიიღო. ამის შესახებ ალ. ფრონელი წერდა: „ძველ მესხეთში ანუ სამცხე-საათაბაგოში... ბინადრობს: არზრუმიდან მოსული სომხობა, წმინდა გრიგოლის სარწმუნოებისა, და სომეხი კათოლიკენი; ოსმალოს ბატონობის დროიდან დარჩენილი თარაქამა და თურქმენი, ორივე ტომი მაჰმადის სარწმუნოებას მისდევს და ქართველობა, ძველი მესხების ჩამომავალნი: მართლმადიდებელნი, კათოლიკე სარწმუნოების მიმდევარნი და მაჰმადიანი ქართველები ანუ გამაჰმადიანებული მესხები. ამათ გარდა ბინადრობენ სამცხე-საათაბაგოში ებრაელები, უფრო კი ქ. ახალციხეში, ცოტაოდენი ბერძნები და რამდენიმე ნასალდათარი რუსი”.

საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის 43.4 % ქართველია. ამ მხრივ, განსაკუთრებით მაღალია მაჩვენებელი ადიგენის (95.7 %), ბორჯომისა (84.2 %) და ასპინძის (82.0 %) მუნიციპალიტეტებში. სომეხი მოსახლეობა ჭარბობს ნინოწმინდისა (95.7 %), და ახალქალაქის (94.3%) მუნიციპალიტეტებში. სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა შეადგენს 207.6 ათას კაცს, ხოლო 2014 წლის მდგომარეობით – 213.7 ათას კაცს. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვეა 32.4 კაცი 1 კმ2-ზე. ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია ახალქალაქისა (52.5 კ/კმ2) და ახალციხის (48 კ/კმ2), ხოლო ყველაზე მეჩხრად – ასპინძის (16 კ/კმ2) და ნინოწმინდის (25.8 კ/კმ2) მუნიციპალიტეტები. სოფლის მოსახლეობის წილი თითქმის 3-ჯერ აღემატება ქალაქის მოსახლეობას. ამ მხრივ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ადიგენის მუნიციპალიტეტში. ქალაქის მოსახლეობა ჭარბობს მხოლოდ ახალციხის მუნიციპალიტეტში.

[რედაქტირება] სამცხე-ჯავახეთის კლიმატი

მხარის კლიმატის ფორმირებას ბუნებრივ ფაქტორთა მთელი კომპლექსი განაპირობებს. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მზის რადიაცია, ატმოსფეროს ცირკულაცია და ქვეფენილი ზედაპირის ხასიათი. ეს ფაქტორები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში იმყოფება, ერთდროულად მოქმედებენ და ქმნიან აქაური ჰავის საკმაოდ მრავალფეროვან სახეს. ამ მხრივ, განსაკუთრებულ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეფენილი ზედაპირის ხასიათი – ზედაპირის დანაწევრების ხარისხი, ქედებისა და ხეობების მონაცვლეობა, კლდოვანი გაშიშვლებები, მცენარეული საფარი (ტყე, მდელო, ველი). სამცხე-ჯავახეთისათვის მნიშვნელოვან ოროგრაფიულ ბარიერს ქმნის არსიანისა და აჭარა-იმერეთის ქედები, რომლებიც აფერხებენ დასავლეთის ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებას. ამიტომ მათი ქარპირა ფერდობები უხვნალექიანია, ხოლო ქარზურგა ფერდობები, მიმდებარე ხეობები და ქვაბულები – მცირე ნალექიანი. ჯავახეთის ზეგნის არსებობა კი ხელს უწყობს ზამთარში ჰაერის ქვედა ფენების ძლიერ გაცივებას, ხოლო ზაფხულში – მის გათბობას. საქართველოს მაღალმთიან ზოლში მზის ნათების ხანგრძლივობა დაბალია. მაგრამ სამცხე-ჯავახეთი, ამ მხრივაც, გამორჩეული მხარეა. ჯავახეთის ზეგანზე მაღალია მზის ნათების ხანგრძლივობა და წლიურად იგი შეადგენს საშუალოდ 2400 საათზე მეტს.

სამცხე-ჯავახეთის დიდ ნაწილზე ჰავა კონტინენტური ხასიათისაა, რეგიონი შემოსაზღვრულია მაღალი ქედებით, რაც განაპირობებს ჰავის კონტინენტურობას. ჯავახეთში დამახასიათებელია ცივი შედარებით მშრალი ზამთრი და გრილი ხანგრძლივი ზაფხული, სამცხის კლიმატი კი ხასიათდება ზიმიერად ნოტიო, ცივი და შედარებით მშრალი ზამთრით. ნიადაგის ზედაპირი წლის უმეტეს დროს იღებს საკმაოდ დიდი რაოდენობის სითბოს, განსაკუთრებით წლის თბილ პერიოდში. მცირე ღრუბლიანობა, ჰაერის დიდი გამჭირვალობა და მწვანე საფარის ნაკლებობა ხელს უწყობს ეფექტური გამოსხივების გაზრდას, რის გამოც ეს მხარე ტემპერატურის წლიური და დღეღამური ამპლიტუდის მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა. ტერიტორიის სიმცირის მიუხედავად, ტემპერატურული რეჟიმი სამცხე-ჯავახეთში დიდი კონტრასტებით ხასიათდება. საშუალო წლიური ტემპერატურა 9.4- დან 1.8o C-მდე მერყეობს.

ზამთარში თვის ტემპერატურა მთელ ტერიტორიაზე უარყოფითი, ან 00C-თან ახლოსაა, რაც განპირობებულია ცივი ჰაერის მასების დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან შემოჭრით, აგრეთვე ხშირი ანტიციკლონური პირობებით, რომლებიც დაკავშირებულია მოწმენდილი ამინდთან და დედამიწის ზედაპირის რადიაციულ გაციებასთან. აქ უფრო ცივი ზამთარი იცის, ვიდრე იმავე სიმაღლეზე კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე მდებარე ადგილებში. მაგალითად, ერმანში, რომელიც ზრვის დონიდან 2,240 მ სიმაღლეზე მდებარეობს, იანვრის საშუალო ტემპერატურაა 8.8ºC, მაშინ როდესაც 128 მ-ით დაბლა მდებარე ეფრემოვკაში, ამ თვის საშუალო ტემპერატურა –10,6ºC-. ყინვიანი დღეების ხანგრძლივობა სამცხე-ჯავახეთის მნიშვნელოვან ტერიტორიაზე მერყეობს 90-დან 200 დღემდე. ზაფხულის თვეებშიც კი არ არის გამორიცხული დილის ყინვები. ზამთრის ასეთი დაბალი ტემპერატურის მიუხედავად, ამ მხარისათვის დამახასიათებელია ტემპერატურის დადებითი ანომალიები, რაც უმთავრესად დაკავშირებულია სამხრეთიდან, ან სამხრეთ-დასავლეთიდან საქართველოში თბილი ჰაერის მასების შემოჭრასთან.

უთბილესი თვის საშუალო ტემპერატურა ზ.დ. 1200 მ სიმაღლემდე მერყეობს 19-20,5ºC-ის, ხოლო 2000 მ სიმაღლემდე – 15–20ºC-ის ფარგლებში. ჰიფსომეტრიულად უფრო მაღლა მხოლოდ ზაფხულის ორი თვის ტემპერატურა არის 10ºC-ზე მაღალი. ჯავახეთის ზეგანზე ზაფხული ცხელი იცის, რასაც განაპირობებს მისი სამხრეთით მდებარეობა და ტყეების ნაკლებობა. აქ ცალკეულ დღეებში ტემპერატურა საკმაოდ მაღალია. ჰაერის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა 20–28ºC-მდე აღწევს.

მხარის ძირითად ტერიტორიაზე ატმოსფერული ნალექები შედარებით მცირე რაოდენობით მოდის და არათანაბრადაა განაწილებული, როგორც დროის, ისე სივრცის მიხედვით. ნალექები აბსოლუტური სიმაღლის მიხედვითაც არა თანაბრად არის განაწილებული: დაბალ ნაწილში მოდის ძირითადად წვიმის სახით, ხოლო მაღალმთიან ნაწილში მატულობს თოვლის სახით მოსული ატმოსფერული ნალექი. მაღალმთიან ტერიტორიაზე ნალექები მყარი სახით მთელი წლის განმავლობაშია მოსალოდნელი, ხოლო დაბალ ნაწილებში მხოლოდ სექტემბერ-მაისში. ოროგრაფიული ბარიერების გამო რეგიონი შედარებით მცირე ნალექს იღებს. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა აქ მერყეობს 400-1400 მმ-ის ფარგლებში. იგი მინიმალურია ჯავახეთის ზეგანსა და ახალციხის ქვაბულში, ხოლო მაქსიმალური – აჭარა-იმერეთისა და არსიანის ქედების მაღალმთიან ზოლში. თოვლის საფარის სიმაღლე მაღალია დასავლეთ რაიონებში, ხოლო ხანგრძლივი კი აღმოსავლეთ ნაწილში.

სამცხე-ჯავახეთის სხვადასხვა ნაწილში განსხვავებული მიმართულებისა და სიძლიერის ქარებია გაბატონებული და წლის განმავლობაში მათი მიმართულება ხეობების მიმართულების თანხვედრილია. ქარის სიჩქარე ახალციხის ქვაბულში მცირეა და ტერიტორიის დიდ ნაწილში 2.0–2.5 მ/წმ-ს არაღემატება, ჯავახეთის პლატოზე კი იგი შედარებით მაღალია და 4 მ/წმ-ს აღწევს.

[რედაქტირება] სამცხე-ჯავახეთის ლანდშაფტები

სამცხე-ჯავახეთის ტერიტორია საკმაოდ ნაირგვაროვანი ლანდშაფტებითაა წარმოდგენილი. აქ წარმოდგენილია ლანდშაფტების 5 ტიპი (Н, П, Р, Т, У), 9 (Н5, Н6, П1, Р1, Т1, Т2, У1, У2. У3) ქვეტიპი და 12 გვარი (83, 88, 102, 112, 119, 127, 129, 135, 138, 139, 148, 151) [Беручашвили, 1979].

სამცხე-ჯავახეთის ლანდშაფტური რუკა (გვარები)

ეს ლანდშაფტებია:
Н – ტიპი. მთის ზომიერად თბილი ჰუმიდური
სემიჰუმიდურისაკენ გარდამავალი ქვედა მთის ტყის (Н5 – ქვეტიპი)
83 – ქვედა მთის ეროზიულ-აკუმულაციური ლანდშაფტი რცხილნარ-მუხნარი (ქართული მუხის),
მუხნარ-ფიჭვნარი და ფიჭვნარი (კავკასიური ფიჭვის) ტყეებით, იშიათად შიბლიაკით.

საშუალო მთის ტყის (Н6 – ქვეტიპი)
88 – საშუალო მთის ეროზიულ-დენუდაციური წიფლნარი, რცხილნარ-მუხნარი (ქართული მუხის),
რცხილნარი ტყეებით და ტყისშემდგომი მდელოებითა და მდელო-ბუჩქნარებით.

П – ტიპი. მთის ზომიერი სემიჰუმიდური
საშუალო მთის შიბლიაკის, არიდული მეჩხერი ტყის, ფრიგანის, მდელო-სტეპის (П1– ქვეტიპი)
102 – საშუალო მთის ვულკანური ლანდშაფტი შიბლიაკით, ფრიგანით, მდელო-სტეპებითა და
არიდული მეჩხერი ტყეებით.

Р – ტიპი. მთის ზომიერი სემიარიდული
ზომიერად თბილისაკენ გარდამავალი მთის ქვაბულების სტეპის, მდელო-სტეპის, ფრიგანისა და
შიბლიაკის (Р1– ქვეტიპი)

112 – ვრცელდება სამხრეთ საქართველოში – ახალციხის ქვაბულის ფარგლებში, ზღვის დონიდან 900-1500 მ სიმაღლით დიაპაზონში. გაცილებით დიდ ფართობზეა გადაჭიმული სომხეთის ზეგნის ფარგლებში. მნიშვნელოვნად აქვს შეცვლილი პირვანდელი ბუნებრივი სახე.

Т – ტიპი. მთის ზომიერად ცივი
საშუალო მთის მუქწიწვიანი ტყის (Т1 – ქვეტიპი)
125 – საშუალო მთის ეროზიულ-დენუდაციური ლანდშაფტი წიფლნარ-მუქწიწვინებითა და
მუქწიწვიანებით (აღმოსავლური ნაძვი, კავკასიური სოჭი) მარადმწვანე ქვეტყით.

127 – საშუალო მთის ეროზიულ-დენუდაციური ლანდშაფტი წიფლნარ-მუქწიწვინი, ზოგან ფიჭვნარი (კავკასიური ფიჭვი) ტყეებით.

ზედა მთის ტყის ფიჭვნარი და არყნარი (Т2- ქვეტიპი)
129 – ზედა მთის ეროზიულ-დენუდაციური, იშვიათად პალეოგლაციალური ლანდშაფტი არყის ხის, ზოგან ფიჭვის (კავკასიური ფიჭვის, კოხის ფიჭვის) ტყეებითა და პონტოური მუხის დაბალტანიანი ტყეებით.

У – ტიპი. მაღალი მთის მდელოს
მაღალი მთის სუბალპური ტყე-ბუჩქნარ-მდელოს (У1 – ქვეტიპი)

135 – მაღალი მთის დენუდაციური და პალეოგლაციალური ლანდშაფტი მაღალბალახოვანი და ხშირბალახოვანი მდელოების კომპლექსით, ბუჩქნარებითა და ტანბრეცილი ტყეებით (წიფლისა და არყის ხის).

138 – მაღალი მთის დენუდაციური ლანდშაფტი სუბალპური მდელოების, ბუჩქნარებისა და მეჩხერი ტყეების კომპლექსით.

139 – მაღალი მთის ვულკანური ლანდშაფტი სუბალპური მდელოებისა და მდელო-სტეპის. მაღალი მთის ალპური ბუჩქნარ-მდელოს (У2-ქვეტიპი).

148 – მაღალი მთის ვულკანური ლანდშაფტი ალპური მდელოებით.

151 – მაღალი მთის სუბნივალური ვულკანური ლანდშაფტი.

მაღალი მთის სუბნივალური (У3-ქვეტიპი).

151 – მაღალი მთის ვულკანური ლანდშაფტი.

[რედაქტირება] ტყის საფარი სამცხე-ჯავახეთში

სამცხე-ჯავახეთში ტყე აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივი მკვიდრის ყოველდღიური საჭიროებების მოგვარებაში. ძველთაგანვე ტყის რესურსებს მოსახლეობა მრავალმხრივ იყენებდა – შეშა, ტყის ხილი, სამკურნალო მცენარეები და სამშენებლო მასალა. ტყეში მოიპოვებოდა სოკო და ფიჭვის ფისი. ამ უკანასკნელისაგან კევი მზადდებოდა, რომელიც სასარგებლო თვისებებით ხასიათდება. ფიჭვის ფისს სხვა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის იყენებდნენ. ფიჭვის ფესვებისგან კი კვარი კეთდებოდა, რომელიც დღესაც გამოიყენება ცეცხლის გასაჩაღებლად. ადრე იგი გასანათებელ საშუალებადაც იხმარებოდა. ტყისპირები კი შინაური პირუტყვისათვის საბალახოდ იყო გამოყენებული. დიდტანიანი ხისგან მზადდებოდა მესხური დარბაზის დედაბოძი, თავხე, გვირგვინი და შენობის სხვა არქიტექტურული დეტალები.

ტყეებს წარსულში გაცილებით მეტი ფართობი ეკავა. ტყის განადგურების უმთავრესი მიზეზი ანთროპოგენური ფაქტორია – უწესრიგო ჭრა, ხანძრები, ჭარბი ძოვება. გარკვეულ როლს, ამ თვალსაზრისით, ხის დაავადებებიც ასრულებდა. იგი აქტუალურია დღესაც. მრავალგან გაიჩეხა ტყეები და მისი ადგილი დაიკავეს მეორეულმა ტყეებმა, ბუჩქნარებმა (ზოგან ჯაგეკლიანებმა და ნარეკლიანებმა), მდელოებმა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებმა. დიდად შეიცვალა ტყეების ფლორისტული შედგენლობა და პროდუქტიულობა, რამაც გამოიწვია ტყეების ფუნქციების (წყალმარეგულირებელი, ნიადაგდაცვითი, რეკრეაციული) შესუსტება ან ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ გაქრობა. მტაცებლური ექსპლუატაციის შედეგად განადგურდა მუხის, ბზის, ფიჭვის ტყეები. ხე მცენარეების ზოგიერთი სახეობა შემორჩა მხოლოდ ძნელად მისადგომ ადგილებში, მთის ფერდობებზე, დაცულ ტერიტორიებზე. განაკაფების მცენარეული საფარის ფლორისტული შედგენილობა განსხვავებულია. განაკაფებზე დასახლდა ამ ტერიტორიებისათვის ნაკლებად დამახასიათებელი სახეობები და ამასთან ნაკლებად ღირებული სახეობები. ზოგან კი, ტყე სრულიად განადგურდა. მაგალითად, ჯავახეთის პლატოს ასეთი უტყეობის მიზეზად (ბუნებრივ ფაქტორებთან ერთად) ხანგრძლივი ანთროპოგენური ზემოქმედებაა მიჩნეული. ეს ტყეები ადამიანს ჯერ კიდევ ჰოლოცენის დასაწყისში უნდა მოესპო. მცენარეული საფარის განადგურებამ კი არა ერთგან გამოიწვია ნიადაგური საფარის მოსპობა და გეოდინამიკური პროცესების განვითარება.

წარსულში ტყეებს გაცილებით მეტი ფართობი ეკავა. ამას მოწმობს არა ერთი ისტორიული დოკუმენტი, ისტორიულ-ლიტერატურული ნაწარმოები, ეპიგრაფიკული ძეგლები, სადაც აღნიშნულია ტყითა და ნადირ-ფრინველით მდიდარი ტერიტორიები, დღეს რომ გამეჩხერებულ ტყეებს, მდელო-სტეპებს, ბუჩქნარებსა და დასახლებულ პუნქტებს უკავია. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით, ჯავახეთის ერთი ნაწილი „ტყე-ჯავახეთის ნაჰიედ” იწოდება. ნ. კეცხოველი კი აღნიშნავდა, რომ ჯავახეთი ორ ნაწილად იყოფოდა: „ტყიან და უტყეო ჯავახეთად”. ჯავახეთის 69 სოფელი XVI საუკუნეში სახელდება როგორც ტყეებით გარემოცული, დღეს კი ეს ტყეები განადგურებულია. მაგალითად, ჯავახეთში, ახალქალაქის რაიონის სოფლების ბეჟანოს, აზავრეთის, ალათუბნის, ლომათურცხის, დიდი სამსრის, პატარა სამსრის, ბუღაშენის, ბალხოს მიდამოები წარსულში ტყით ყოფილა შემოსილი. ტყეების წარსულში არსებობის უტყუარი დასტურია ტოპონიმებიც: აგანის ტყე, ბალანთის ტყე, დიდი მუხები, ზედა ტყე, იხტილის ტყე, პატარა ტყე, სამსრის ტყე ქვეშა და სხვ.

შორეულ წარსულში ტყეს ანადგურებდა უცხოელი დამპყრობლებიც, რასაც ადასტურებს ისტორიული ცნობები თე მურლენგისა და შაჰ-აბასის ლაშქრის შესახებ, რომ მეომართა 1/3 ცულებით ყოფილან შეიარაღებულნი. XIX საუკუნიდან ტყის განადგურება-დეგრადაციაში დიდი წვლილი მიუძღვით ადგილობრივ თუ უცხოელ მეწარმეებს. ტყის განადგურება მეტ-ნაკლებად ინტენსიურად შენარჩუნებული იყო XX საუკუნის I ნახევარშიც, თუმცა ტყიანობა მაშინ მაინც უფრო მაღალი იყო, ვიდრე ამჟამადაა. საბჭოთა პერიოდში, 1960-იანი წლებიდან საქართველოს მთის ტყეები I კატეგორიას მიეკუთვნა, რის გამოც აკრძალული იყო პირწმინდა ჭრა ფერდობებზე. დასაშვები იყო მხოლოდ მოვლითი, სანიტარული და შერჩევითი ჭრები, რის გამოც ცალკეულ ადგილებში ტყეები შენარჩუნდა, უმთავრესად კი მესხეთის ტერიტორიაზე – აჭარა-იმერეთის, თრიალეთისა და არსიანის ქედების საშუალო მთის ტყის სარტყელში.

1990-იან წლებში განადგურდა ტყის მნიშვნელოვანი მასივები. მეზობელ სახელმწიფოებში, კერძოდ, თურქეთში ხე-ტყის მაღალი ფასის, შესუსტებული კონტროლის, აგრეთვე კორუფციის მაღალი დონის გამო, დაიწყო საზღვრისპირა რეგიონებში (ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე) და რეგიონის სიღრმეშიც (ბორჯომის ხეობა) ტყეების არალეგალური ჭრა და გატანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ეს კი უმთავრესად ძვირფასმერქნიან ჯიშებს შეეხო, შედეგად განადგურდა ტყის მნიშვნელოვანი მასივები.

[რედაქტირება] სოფლის მეურნეობა

სამცხე-ჯავახეთის მრავალფეროვანი ბუნებრივი რესურსები მეურნეობის სხვა და სხვა დარგის განვითარების შესაძლებლობას იძლეოდა. აქ მისდევდნენ მიწათმოქმედებასაც და მესაქონლეობასაც, თუმცა პირველს გაცილებით დიდი დატვირთვა ჰქონდა. მართალია, სამცხე და ჯავახეთი ერთი ისტორიული რეგიონია, მაგრამ მათ შორის ბუნებრივი პირობების მხრივ, დიდი სხვაობაა. ეს კი განაპირობებდა და დღესაც განაპირობებს მეურნეობის წარმოების მრავალფეროვნებასა და სპეციფიკას. ამის შესახებ ჯერ კიდევ, 1930-იან წლებში წერდა ს. მაკალათია: „ბუნებრივი პირობების გამო, ჯავახეთში უფრო მემინდვრეობას ეწევიან, მესხეთში კი – მებაღეობა-მებოსტნეობას”. ბუნებრივი პირობებისა და შესაბამისად, მეურნეობის ფორმების განსხვავება ასახულა კიდეც რეგიონის შიდა სავაჭრო ურთიერთობებშიც: „ჯავახეთში ხილი არ მოდის, სამაგიეროდ ბევრი პური მოჰყავთ და მას ცვლიან მესხეთში ხილზე და ბოსტნეულზე”. ადგილობრივი გარემო პირობების ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა ადგილობრივ მეურნეს ეხმარებოდა სწორად დაეგეგმა მეურნეობის ესა თუ ის დარგი და ამგვარად უხვი მოსავალი მიეღო. იგი ითვალისწინებდა აბსოლუტურ სიმაღლეს, ფერდობების ექსპოზიციასა და დახრილობას, გაბატონებული ქარების მიმართულებას, ნიადაგის ფიზიკურ თვისებებს და ა.შ.

რეგიონისათვის ტრადიციული დარგებია: მემცენარეობა/მიწათმოქმდება, მეხილეობა, მევენახეობა, მებოსტნეობა, მემარცვლეობა, მეკარტოფილეობა, საკვები კულტურების წარმოება, მეტყევეობა, მეცხოველეობა, მესაქონლეობა, მეცხვარეობა, მეფრინველეობა, მეღორეობა, მეურნეობის დამხმარე დარგები: ნადირობა, მეთევზეობა, მეფუტკრეობა, მეაბრეშუმეობა, ხელოსნობა და სხვ.

[რედაქტირება] მევენახეობა

მევენახეობის აქ გავრცელებაზე წერდა ჯერ ბიზანტიელი ჟამთაღმწერელი პროკოფი კესარიელი (VI ს.): „მესხები შრომის მოყვარენი არიან, მათ ბევრი ვენახები აქვთ და თავიანთი ღვინო მიაქვთ სხვადასხვა ქვეყნებში გასაყიდად“. რელიგიის შეცვლამ გამოიწვია დამკვიდრებული ცხოვრების წესის შეცვლა და თითქმის გადაშენებამდე მივიდა ვაზის მოყვანის ტრადიაცია. ალ. ფრონელი წერდა: „როგორც მესხმა ოსმალოს გავლენის წყალობით ბევრი ფერი და იერი იცვალა, ისევე შეიცვალა გარეგანი სახე ქვეყნისა. სანაქებო ვენახები სულ ამოვარდნილა და გადაშენებულა. მიწაში ჩაფლული ქვევრები და ქვიტკირის საწნახლებიღა მოწმობენ, რომ აქაურ ქართველობასაც ჰყვარებია ძველად, დანარჩენ ქართველებსავით, კამკამა „ნუნუათი” ყელის ჩასველება”. ამის შესახებ წერდა ივ. ჯავახიშვილიც: „მესხეთში მევენახეობა ყველგან იყო, სადაც ბუნების პირობები სასოფლო მეურნეობის ამ დარგის არსებობას შესაძლებლად ხდიდა... ქართველ მაჰმადიანთ მესხეთიდან აყრამა და ოსმალეთში გადასახლებამ მევენახეობა აქ ზოგან სრულებით მოსპო, ზოგან ძალზე შეამცირა. ძველი მესხეთის მიმკვდარებული მევენახეობის აჩრდილიღაა ეხლა ს. საროსა და ხიზაბავრაში”. სამცხის ტერიტორიაზე, თითო-ოროლა ადგილას დღესაც არის შემორჩენილი რამდენიმე ძირი ვაზი, რომლის სახელს ვერც ასახელებენ ადგილობრივები. ღვინოს კი ძალიან ცოტა აყენებს ოჯახში, ისიც მცირე რაოდენობით.

[რედაქტირება] მესაქონლეობა

ერთ-ერთი ყველაზე კარგად განვითარებული სოფლის მეურნეობის დარგია სამცხე-ჯავახეთში, განსაკუთრებით კი ჯავახეთში. ამის მიზეზი მისი ბუნებრივი პირობებია. ჯავახეთს საძოვრებს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს მესაქონლეობისათვის. აქაურ საძოვრებს ოდითგანვე იყენებდა ქართლ-კახეთის მოსახლეობა. ამის შესახებ წერდა ალ. ფრონელი: „საქონლის მოშენებას დიდი ხალისით მისდევენ ჯავახნი, რადგან იალაღები საკმარისად მოიპოვება”. ძველად მას აქ ცხვრის ფარა, ცხენის რემა და კამეჩებიც უნახავს. მისი მოწმობით აქ ცხვარი თურმე ფშავლებს, თუშებსა და ქიზიყელებს ამოჰყავდათ: „ხშირი სტუმარნი არიან ნიალისყურისა, სამსარისა და აბულისა. ორ-სამ თვეს რჩება აქ მათი ცხვარი და აგვისტოს გასულს, ან ენკენისთვის ნახევარში უკან ბრუნდება. ათი ათასობით ამოდის შირაქიდან ნიალისყურზე თუშებისა და ფშავლების ცხვარი და მრავალი მწყემსი”. მას შემდეგ კი, რაც ჯავახეთი ოსმალთა ბატონობის ქვეშ აღმოჩნდა, ქართლ-კახეთის მეცხვარეებმა მეზობელ ქვეყნებში დაიწყეს ცხვრის გადარეკვა. შემორჩენილია თქმულება, რომლის მიხედვით ჯავახეთზე გავლისას, ერეკლე მეფეს, ლაშქრის გამოსაკვებად საქონლის ყიდვა გადაუწყვეტია, მაგრამ მეჯოგისაგან უარი მიუღია, არც აზნაურობაზე გაუცვლია თავისი საქონელი, ეს მთა მომცესო – უფიქრია. ერეკლე მეფე მიუხვდა საწადელს და სიგელში ასეთი ჩანაწერი გააკეთებინა; „ჯავახი არას ბრიყვობსო, ეს მთაც მაგისი იყოსო”.

[რედაქტირება] მემინდვრეობა

ოდითგანვე დაწინაურებული დარგი იყო სამცხე-ჯავახეთში. აქ მოყჰავდათ: ასლი, დიკა, დოლის პური, თავთუხი, მუხუდო, სიმინდი, სელი, ფეტვი, ქერი, შვრია, ცერცვი, ჭვავი, ხორბალი და სხვ. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის” მიხედვით, მოსახლეობას შეწერილი ჰქონდა ქერსა და ხორბალზე გადასახადი. ჯავახეთში მოყვანილი ხორბლით მარაგდებოდა საქართველო, ამიტომაც უწოდეს მას „საქართველოს პურის ბეღელი”. მემინდვრეობის წარსულში განვითარებაზე მრავალი ტოპონიმი მიგვანიშნებს: ნადიკვარი, ნაკალვარი, ნასოპარი, ნაპურალი, ნასელარი, ნაცერცვალი და სხვ.

[რედაქტირება] მეთევზეობა

მხარის ბუნებრივმა პირობებმა, ვერტიკალურმა ზონალობამ და დიდი წყალსატევების არსებობამ განაპირობეს, ფაუნისტური თვალსაზრისით, აქაური წყალსატევების სიმრავლე. ამან კი, თავის მხრივ, შექმნა შესაძლებლობა, რომ აქ ოდითგანვე განვითარებულიყო მეთევზეობა. როგორც მეურნეობის დარგს, მას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მხარის სამეურნეო ცხოვრებაში. ტრადიციულად, ცხადია, მეთევზეობა ბუნებრივი წყალსატევების გამოყენებით ხდებოდა, თუმცა წარსულში ასევე ტბორულ მეთევზეობასაც მისდევდნენ. ტბებში თევზის სიმრავლეზე მრავალი ისტორიული დოკუმენტი მეტყველებს. შემორჩენილია ცნობები, რომ მწყემსები წმინდა ნინოს თევზით უმასპინძლდებოდნენ. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი” კი გვამცნობს, რომ ადილობრივებს შეწერილი ჰქონდათ გადასახადი თევზზე, ე.ი. თევზს სამეურნეო მნიშვნელობა ჰქონდა იმ პერიოდში. ამასვე წერს თ. ჩიქოვანიც: „XIX ს. 70-იანი წლების ფაქტიური მონაცემებით თორის, სამცხისა და ჯავახეთის წყალსატევებში წლიურად იჭერდნენ 700 ფუთ კალმახს და 200 ფუთ ხრამულს, მურწას და ლოქოს. ამჟამად ჩვენთვის ცნობილი არაა თუ რა რაოდენობით იჭერენ თევზს თანამედროვე ზემო ქართლში. მაგრამ ერთი კი ცხადია: კალმახის (ტაბაწყურის გარდა), ხრამულის, მურწას და ლოქოს რეწვა, გარკვეული მიზეზების გამო უკვე დიდი ხანია რაც აღარ მიმდინარეობს”. უკვე 1980-იან წლებში, იგივე ავტორის ცნობით, დასახელებული თევზები მცირე რაოდენობა დღესაც ბინადრობსო, ხოლო „რაც შეეხება ორაგულსა და ლოქოს, მათი ხსენება უკვე დიდი ხანია გაქრა. ჯერ ზაჰესის, შემდეგ ჩითახევის კაშხლებმა და უღმერთოდდ გამრავლებულმა ბრაკონიერებმა ბოლო მოუღეს ორაგულსა და ლოქოს”. ავტორის აზრით „წარსულში მეთევზეობა შემოსავლის წყაროს როდი წარმოადგენდა. იგი გასართობი საშუალება იყო. თევზს, რასაკვირველია, იჭერდნენ, მაგრამ არა იმდენად გასასყიდად, რამდენადაც საკუთარი მოხმარებისათვის”. ტრადიციული ბუნებათსარ გებლობის ის ფორმა, რომელიც წარსულში იყო ამ რესურსის თვითაღდგენისა და რეპროდუქციის უნარს უნარჩუნებდა: „წარსულში თევზს მხოლოდ იმ დროს იჭერდნენ, როცა იგი არ „ქვირითდებოდა”... ეს პერიოდი (თევზჭერის) კი შემოდგომა-ზამთარ-გაზაფხულზე მოდიოდა... თევზს იჭერდნენ სასროლი ბადით, ფაცერით, ოჩხით, კოკოზა კოდრით, ჩანგლით, ხელაობით და ტოტის დაწყვეტით”. სამეურნეო თვალსაზრისით განსაკუთრებით ღირებული იყო ტბები: ფარავანი, კარწახი, ტაბაწყური და საღამო, რომლის თევზის პროდუქტიულობა საკმაოდ მაღალი იყო. მაგრამ ჭარბმა თევჭერამ და უფრო მეტად, წყლის დაბინძურებამ უარყოფითად იმოქმედა იხტიოფაუნაზე. ამიტომ ამჟამად ამ რესურსის მარაგი მნიშვნელოვნადაა შემცირებული. ზოგიერთმა თევზის სახეობა, რომელიც 1950- იან წლებამდე სარეწაო ღირებულების იყო, დაკარგა ეს მნიშვნელობა ჯერ კიდევ 1970-იან წლებამდე.

[რედაქტირება] მეფუტკრეობა

ეთნოგრაფიული მასალებით დადასტურებულია, რომ სამცხე-ჯავახეთში, განსაკუთრებით კი ჯავახეთში მეფუტკრეობა ძალზე დაწინაურებული ყოფილა. ამის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონიც წერდა: „ფუტკარნი მრავალნი, და თაფლნი კარგნი და მრავალნი”. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარის” მიხედვით, კი გადასახადი თაფლის სახით შეწერილი ჰქონდა 702 სოფელს. მეცნიერებით გამოანგარიშებით, ეს დაახლოებით 600-700 ათასი კგ უნდა ყოფილიყო წლიურად. როგორც ჩანს XIX ს. II ნახევარში ვითარება შეიცვალა, რაზეც ალ. ფრონელი წერს: „მეფუტკრეობას მისდევენ მესხნი, მაგრამ უხალისოდ. თუმცა თაფლი გემრიელია”.

[რედაქტირება] მეტივეობა

მის განვითარებას აქ რამდენიმე ფაქტორი უწყობდა ხელს – ერთი მხრივ, ბუნებრივი, ხოლო მეორე მხრივ, სოციალურ-ეკონომიკური, კერძოდ, ტყიანი იყო სამცხის მნიშვნელოვანი ტერიტორია (მდინარე მტკვრის გარკვეულ მონაკვეთზე და ქვაბლიანის აუზის ტყიანობა), ხოლო უტყეო, ან ტყის ფართობების სიმცირით მისი მოსაზღვრე შიდა ქართლის ბარი. ხე-ტყის დეფიციტს განსაკუთრებით განიცდიდა ქალაქები გორი, მცხეთა და თბილისი. ამასთან მეტივეობის განვითარებას ხელს უწყობდა მდ. მტკვრის ვარგისიანობა ხე-ტყის დასაცურებლად. ტივი მტკვარზე აქ რამდენიმე ადგილას იკვრებოდა. განსაკუთრებით ცნობილი ყოფილა აგარის, აწყურის, ახალდაბის, ახალციხის, ბორჯომის, დვირის, ლიკანისა და ყვიბისის სატივეები. იქ, სადაც ტივის შეკვრა შეუძლებელი იყო, მაგალითად, მდ. ქვაბლიანზე, ხეები პირდაპირ იყრებოდა მდინარეში, შეკვრის გარეშე. ტივს სხვა დანიშნულებითაც იყენებდნენ. ტივით გადაადგილდებოდნენ მექორწილეებიც. მისი მეშვეობით გადაჰქონდათ სავაჭრო პროდუქტი (ხილი, მარცვლეული და სხვ.) დიდი დასახლებული პუნქტებისაკენ. „კარგი წყლის შემთხვევაში” ტივი ახალციხიდან თბილისამდე დღენახევარში, ხოლო ბორჯომიდან თბილისში 1 დღეში აღწევდა.

[რედაქტირება] წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები