ტალატატი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ტალატატი''' – მცირე ზომის ქვის ბლოკები, რომლებითაც ა...) |
მიმდინარე ცვლილება 16:11, 11 ნოემბერი 2024 მდგომარეობით
ტალატატი – მცირე ზომის ქვის ბლოკები, რომლებითაც აშენებდა ფარაონი ამონხეტეპ IV (ეხნატონი). ამ ბლოკებს ეძახიან „ტალატატს“ ადგილობრივ ლუქსორულ დიალექტზე, შესაძლოა იტალიური სიტყვიდან „tagliata“, „მოჭრილი ქვა“, და სიტყვა ეგვიპტოლოგიაშიც დამკვიდრდა. ეხნატონის ტაძრები კარნაკში და ახეტატონში ძალიან სწრაფი ტემპით შენდებოდა, და სავარაუდოდ ამან განაპირობა პატარა ზომის ბლოკებით (52x26×24) შენება, რომლებიც ერთ ადამიანს შეეძლო გადაეტანა. ტალატატის ბლოკები იჭრებოდა გებელ სილსილაში, თებედან 100 კმ. სამხრეთით, სადაც საუკეთესო ხარისხის ქვიშაქვის სამტეხლოები იყო.