შეშონკ V

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''შეშონკ V''' (ჩვ.წ.-მდე 773-735 წ.წ.) ეგვიპტის XXII დინასტიის ფარაონია. ტა...)
 

მიმდინარე ცვლილება 03:32, 15 ნოემბერი 2024 მდგომარეობით

შეშონკ V (ჩვ.წ.-მდე 773-735 წ.წ.) ეგვიპტის XXII დინასტიის ფარაონია. ტახტზე თავისი მამის, პიმაის (ჩვ.წ.-მდე 773-735) ეფემერული მეფობის შემდეგ ადის. მისი გამეფების დროისათვის ელ ჰიბას ფორტში ჯერ კიდევ ტანისური დინასტიის წარმომადგენლები იდგნენ, მაგრამ XXIII დინასტიის მეფეებმა მალე მოახდინეს ფორტის უზურპირება, ასე რომ შეშონკ V-ის ძალაუფლება სავარაუდოდ მხოლოდ ტანისზე და მის რეგიონზე ვრცელდებოდა.

ტანისში, ამონის ტაძრის ტერიტორიაზე მან აუგო პატარა ტაძარი ამონის ტრიადას. მან ასევე ააგო საიუბილეო კაპელა, მიძღვნილი თავისი მეფობის ოცდამეათე წლისთავისათვის. შეშონკ V-ის დროს სიტუაცია დელტაში კიდევ უფრო ირევა. საისის მაშვაშების (ლიბიელების) ბელადებმა თავისი დაქვემდებარების ქვეშ მოაქციეს დასავლეთი დელტა, აღმოსავლეთი დელტა ბუტოს ჩათვლით და დაიწყეს მოძრაობა სამხრეთისაკენ, მემფისის მიმართულებით. შეშონკ V-ის გარდაცვალების დროისათვის საისს მართავდა ვინმე ტეფნახტი, რომელმაც თავი გამოაცხადა „ლიბუს დიდ ბელადად და დასავლეთის დიდ ბატონად“. ტეფნახტს მანეთონი უკვე XXIV დინასტიას მიათვლის.


[რედაქტირება] წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები