მურტალა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''მურტალა''' (''ლათ''. Podiceps) — ფრინველთა გვარი მურტალასებრთა ოჯახისა. ოჯახის დახასიათება ემთხვევა რიგის დახასიათებას. ამ ოჯახიდან | + | '''მურტალა''' (''ლათ''. Podiceps) — ფრინველთა გვარი მურტალასებრთა ოჯახისა. ოჯახის დახასიათება ემთხვევა რიგის დახასიათებას. ამ ოჯახიდან [[საქართველო]]ში მოიპოვება მხოლოდ ერთი გვარის წარმომადგენლები. ახლოს დგანან [[ღორიხვა|ღორიხვებთან]]. კარგად ცურავენ და ყვინთავენ. ჩვეულებრივ დებენ 6-8 ერთფეროვან კვერცხს. იკვებებიან თევზებით, ბაყაყებითა და წყლის მწერებით. |
ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება 5 სახეობა. | ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება 5 სახეობა. | ||
16:12, 15 იანვარი 2025-ის ვერსია
მურტალა (ლათ. Podiceps) — ფრინველთა გვარი მურტალასებრთა ოჯახისა. ოჯახის დახასიათება ემთხვევა რიგის დახასიათებას. ამ ოჯახიდან საქართველოში მოიპოვება მხოლოდ ერთი გვარის წარმომადგენლები. ახლოს დგანან ღორიხვებთან. კარგად ცურავენ და ყვინთავენ. ჩვეულებრივ დებენ 6-8 ერთფეროვან კვერცხს. იკვებებიან თევზებით, ბაყაყებითა და წყლის მწერებით.
ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება 5 სახეობა.
- დიდი მურტალა (ლათ. Podiceps cristatus Linnaeus);
- რუხლოყება მურტალა (ლათ. Podiceps griseigena Boddaert);
- წითელყელა მურტალა (ლათ. Podiceps auritus Linnaeus);
- შავყელა მურტალა (ლათ. Podiceps caspicus Hablizl);
- მცირე მურტალა (ლათ. Podiceps ruficollis Pallas).