დიდი კრონშნეპი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''დიდი კრონშნეპი''' (ლათ. Numenius arquata Linnaeus, 1758) − ფრინველი [[მეჭვავიასნაი...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Didi kronsneli.PNG|thumb|200px|დიდი კრონშნეპი]]
 
'''დიდი კრონშნეპი''' (ლათ. Numenius arquata Linnaeus, 1758) − ფრინველი [[მეჭვავიასნაირნი|მეჭვავიასნაირთა]] რიგიდან.  
 
'''დიდი კრონშნეპი''' (ლათ. Numenius arquata Linnaeus, 1758) − ფრინველი [[მეჭვავიასნაირნი|მეჭვავიასნაირთა]] რიგიდან.  
 
* კლასი − ფრინველები (AVES)
 
* კლასი − ფრინველები (AVES)

მიმდინარე ცვლილება 21:03, 3 აპრილი 2025 მდგომარეობით

დიდი კრონშნეპი

დიდი კრონშნეპი (ლათ. Numenius arquata Linnaeus, 1758) − ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგიდან.

დიდი კრონშნეპი მოზრდილი ზომის ფრინველია, ფრთა 280-330 მმ-ია, გალო – 77-98 მმ, ნისკარტი – 109-180 მმ, წონა 750-920 გ. დედალი ცოტათი დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. არ ახასიათებთ სეზონური დიმორფიზმი. ზრდასრულ ფრინველს ზურგის მხარე დაფარული აქვს ნათელი ფერის ბუმბულებით, რომელთაც ცენტრში გასწვრივი მოშავო-მურა ლაქები აქვთ. ზურგის უკანა ნაწილი და კუდის ზემო მფარავები თეთრია. საჭის თეთრ ბუმბულებზე არის მურა ფერის განივი ზოლები. სხეულის ქვემო მხარეც ძირითადად თეთრია, მაგრამ ბუმბულების ღეროს გასწვრივ აქვს მურა ლაქები. მუცლის შუა ნაწილი და კუდის ქვემო მფარავები თეთრია. გვერდებზე აქვს წაგრძელებული ფორმის მუქი ლაქები. პირველი რიგის მომქნევები მოშავო-მურაა, თეთრი განივი ზოლებით. შავი ფერის ნისკარტი ბოლო ნახევარში მნიშვნელოვნადაა მოხრილი ქვემოთ.

ცნობილია 2 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ევროპული დიდი კრონშნეპი – N. a. arquata Linn., 1758.


სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ველისა და ტყის ზონებს ირლანდიიდან და ნორვეგიიდან, იმიერბაიკალეთამდე. ჩრდილოეთით ვრცელდება არხანგელსკამდე, მაგრამ უფრო აღმოსავლეთით ჩრდილოეთი საზღვარი ბაიკალის ტბის ჩრდილო ნაპირებამდე ეშვება. გავრცელების სამხრეთი საზღვარი გადის შავი ზღვის, არალის ზღვისა და ზაისანის ტბის გასწვრივ. ზამთრობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე, აღმოსავლეთ აფრიკაში, მადაგასკარზე, კასპიის ზღვის სამხრეთ ნაწილსა და სამხრეთ აზიაში მალაის არქიპელაგის ჩათვლით. საქართველოში მოიპოვება მხოლოდ მიმოფრენის პერიოდებში.

[რედაქტირება] ბიოტოპი

ბინადრობს ტყისა და ველის ზონებში, ტბებისა და მდინარეების სანაპირო, მეჩხერი ტყით დაფარულ ხავსიან ჭაობებში ან მცირებალახიან ტენიან მდელოებზე.

[რედაქტირება] გამრავლება

მონოგამიური ფრინველია, ბუდობს უმთავრესად ცალკეულ წყვილებად. ბუდეს იკეთებს მიწაზე. აპრილის დასაწყისში დებს 4 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდი 28 დღეს გრძელდება.

[რედაქტირება] კვება

დიდი კრონშნეპის საკვები საკმაოდ ნაირგვარია. იგი ჭამს ლოკოკინებს, ჭიებს, მწერებსა და მათ ლარვებს, ობობებს, პატარა ბაყაყებს. შემოდგომით საკვებად იყენებს კენკრასაც – მოცვს, მიწამაყვალას და სხვ.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

სპორტული სანადირო ობიექტია.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები