წყვეტილი (გრამატიკა)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 22: | ხაზი 22: | ||
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]] | [[ქართული ენა: ენციკლოპედია]] | ||
[[კატეგორია:გრამატიკა]] | [[კატეგორია:გრამატიკა]] | ||
| + | [[კატეგორია:ქართული ენა]] | ||
მიმდინარე ცვლილება 23:56, 7 მაისი 2025 მდგომარეობით
წყვეტილი – საუღლებელი ერთეული, იგივე ნამყო ძირითადი, ნამყო სრული, აორისტი: დრო-კილოთა II სერიის მწკრივი. დროის მიხედვით – წარსული ან მომავალი, კილოს მიხედვით – თხრობითი ან ბრძანებითი, ასპექტის მიხედვით – სრული ან უსრული, გზისობა – ერთგზის, აქტი – ნახული.
წყვეტილი საწარმოებელი ფუძის მიხედვით ყველაზე მარტივია. მწკრივის ნიშნებია -ე (ავიღ-ე, დავწერ-ე…), - ი (გავთბ-ი, დავბერ-დ-ი…) და θ/-ი (მოვკალ-მოვკალი…).
წყვეტილში III სუბიექტურ პირს მხოლობით რიცხვში გამოხატავს -ა (დაწერ-ა…) და -ო (გაიგ-ო…) სუფიქსები; მათ განაწილებას ფონოლოგიური საფუძველი აქვს: -ო გვაქეს იმ შემთხვევაში, თუ ფუძე არის უმარცვლო და -ის ნიშანი – -ე. III სუბიექტური პირს მრავლობითში მოთხრობით სუბიექტიან ზმნებში -ეს სუფიქსი გამოხატავს, სახელობით სუბიექტიან ზმნებში – ნენ.
ზმნისწინი ასპექტიან ზმნებში სრული და უსრული ასპექტის დაპირისპირებას ახდენს; სხვა შემთხვევაში აღნიშნავს მიმართულებას ან უცვლის ზმნას მნიშვნელობას.
წყვეტილის I სუბიექტური პირის ფორმები გამოიყენება ბრძანებითი კილოს გამოსახატად (გააკეთე! გააკეთეთ!…)
გ. გოგოლაშვილი
[რედაქტირება] ლიტერატურა
- შანიძე ა. ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, თბ., 1980;
- გოგოლაშვილი გ. დრო-კილოთა II სერიის ფორმები ახალ ქართულში, თბ. 1984.