ბენბენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:43, 17 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბენბენი

ბენბენიობელისკის ფორმის უძველესი ქვის ფეტიში ჰელიოპოლისში. ითვლებოდა ატუმის პირველქმნილ სახედ, როცა ის პირველყოფილი წყლებიდან ამოვიდა ბორცვის სახით. ატუმის რასთან შერწყმის შემდეგ რას სიმბოლოც გახდა. მზის ტაძრები, რომლებსაც V დინასტიის ფარაონები რას უგებდნენ, შემოღობილ ეზოში, ღია ცის ქვეშ მდგომ ბენბენის ფორმის ობელისკებს წარმოადგენდა. წმინდათა წმინდა საკანს მზის ტაძარში, სადაც ჩვეულებრივ რას ქანდაკება იდგა, „ბენბენის სახლი“ ერქვა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ „ბენბენის სახლი“ ეხნატონის ატონის ტაძარშიც კი იყო.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები