სიმღერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:10, 10 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიმღერა – ვოკალური მუსიკის ყველაზე გავრცელებული ფორმა, პოეტური ნაწარმოების სახეობა. არსებობს ხალხური და პროფესიული სიმღერა. სიმღერა სხვადასხვაგვარია ჟანრის, წყობის., შესრულების ფორმის მიხედვით (ლირიკული და ჰიმნური, ერთხმიანი და მრავალხმიანი, სოლო და საგუნდო, თანხლებით და თანხლების გარეშე, პროფესიონალი მომღერლისათვის და მასობრივი შესრულებისათვის, ყოფითი და სხვ.). ხალხური სიმღერა მსოფლიოს ყველა ხალხს აქვს. მისი წარმოშობა დაკავშირებულია შრომით პროცესებთან. შორეულ წარსულში აღმოცენდა საწესჩვეულებო სიმღერები. პროფესიულ სიმღერას ფესვები შორეულ წარსულში აქვს გადგმული. სიმერა როგორც ლიტერატურული ჟანრის სახეობა, წარმოიშვა ძვ. წ. VII-V სს. საბერძნეთში საკულტო-საწესჩვეულებო ცერემონიალთა შესასრულებლად. ანტიკურ ეპოქაში პოეზია და მუსიკა განუყოფელი იყო. აღსანიშნავია ტრუბადურებისა და ტრუვერების, მინეზინგერებისა და მაისტერზინგერების შემოქმედება, საერო საგუნდო პოლიფონიური სიმღერა ყოფითი სოლო და საანსამბლო სიმღერების სხვადახვა ფორმა, ჰუსიტური სიმღერები, ჰუგენოტების ჰიმნები, პროტესტანტების ქორალები – ასეთია ევროპულ ქვეყნებში პროფესიული სიღერის განვითარების ძირითადი ეტაპები. XVIII ს. II ნახევარში ჩამოყალიბდა კამერული სიმღერა – რომანსი კლავიშიანი საკრავის თანხლებით. საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში დიდ განვითარებას მიაღწია მასობრივმა რევოლუციურმა სიმღერამ („მარსელიეზა“, „სა ირა“ და სხვ.). სიმღერას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს XIX ს. კომპოზიტორ რომანტიკოსთა შემოქმედებაში (შუბერტი, შუმანი, ბრამსი, ვოლფი და სხვ.). XX ს. 20-იანი წლებიდან დიდ განვითარებას მიაღწია საესტრადო (ჯაზურმა) სიმღერამ. სიმღერა ქართული ხალხური მუსიკის ძირითადი ფორმაა (პირველი ცნობები მის შესახებ გვხვდება ძვ. წ. VIII ს-ში). ქართული ხალხური სიმღერის დამახასიათებელი თვისებაა მრავალხმიანობა. გავრცელებულია სიმღერის კუპლეტური ფორმა. ვხვდებით სიმღერის ორგუნდოვან და სამგუნდოვან (მესხეთი) შესრულებას. XVII-XIX სს. აღმოსავლური (სპარს., თურქ., აზერ.) და დასავლური (იტალიურიი ოპერა, რუსული რომანსი) მუსიკალური კულტურის გავლენით შეიქმნა ქალაქური სიმღერა. სიმღერას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართველ კომპოზიტორთა შემოწმედებაში (რ. ლაღიძე, ა. კერესელიძე, გ. ცაბაძე, შ. მილორავა, ვ. აზარაშვილი და სხვ.).


მ. ჩიჯავაძე,
გ. ზაუტაშვილი


წყარო

[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები