ტალატატი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:11, 11 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტალატატი – მცირე ზომის ქვის ბლოკები, რომლებითაც აშენებდა ფარაონი ამონხეტეპ IV (ეხნატონი). ამ ბლოკებს ეძახიან „ტალატატს“ ადგილობრივ ლუქსორულ დიალექტზე, შესაძლოა იტალიური სიტყვიდან „tagliata“, „მოჭრილი ქვა“, და სიტყვა ეგვიპტოლოგიაშიც დამკვიდრდა. ეხნატონის ტაძრები კარნაკში და ახეტატონში ძალიან სწრაფი ტემპით შენდებოდა, და სავარაუდოდ ამან განაპირობა პატარა ზომის ბლოკებით (52x26×24) შენება, რომლებიც ერთ ადამიანს შეეძლო გადაეტანა. ტალატატის ბლოკები იჭრებოდა გებელ სილსილაში, თებედან 100 კმ. სამხრეთით, სადაც საუკეთესო ხარისხის ქვიშაქვის სამტეხლოები იყო.