სიმფონიური მუსიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:51, 10 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიმფონიური მუსიკასიმფონიური ორკესტრისათვის განკუთვნილი მუსიკა. სიმფონიურ მუსიკას მიაკუთვნებენ იმ ნაწარმოებებსაც, რომელთაც ასრულებს გუნდი, სოლისტი მომღერლები, თუ მათში ბატონობს საკრავიერი საწყისი. სიმფონიური მუსიკის ჟანრები მრავალგვარია და შეიცავს როგორც დიდ, მრავალნაწილიან ნაწარმოებებს, ასევე მინიატიურებსაც. უმნიშვნელოვანესი ჟანრებია: სიმფონია, უვერტიურა (დამოუკიდებელი საკონცერტო პიესა ან ოპერის შესავალი), კონცერტი, სიუიტა, სიმფონიური პოემა, ფანტაზია.სიმფონიურ მუსიკას მიაკუთვნებენ ოპერის საორკესტრო ეპიზოდებს – სიმფონიურ სურათებს, ინტერმეცოებს.სიმფონიური მუსიკის ჟანრების ისტორიული განვითარება მიმდინარეობდა საკუთრივ სიმფონიური ჟანრის ევოლუციის პარალელურად.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები