შტრაუსი რიხარდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:36, 17 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რიხარდ შტრაუსი – (11 ივნისი 1864, მიუნხენი – 8 სექტემბერი 1949, გარმიშ-პარტენკირხენი), გერმანელი კომპოზიტორი და დირიჟორი. მისი მასწავლებელი იყო ფ. ვ. მაიერი. დირიჟორის ჩვევები შეიძინა სამოყვარულო ორკესტრთან მუშაობისას. 1898-1918 იყო ბერლინის ოპერის, 1919-24 ვენის ოპერის მთავარი დირიჟორი. 1924-იდან გასტროლებს მართავდა ევროპასა და აშშ-ში. მონაწილეობდა ბაიროითის ფესტივალებში. სარგებლობდა დიდი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი ავტორიტეტით, რიხარდ შტრაუსმა გაიარა გზა გვიანდელი რომანტიზმიდან ექსპრესიონიზმამდე და შემდეგ ნეოკლასიციზმამდე.

რიხარდ შტრაუსის უმთავრესი ნაწარმოებებია: პროგრამული სიმფონიები, სიმფონიური პოემები, ოპერები. პოემებით აგრძელებს ბერლიოზისა და ლისტის პროგრამული სიმფონიზმისა და რ. ვაგნერის საორკესტრო სტილის ტრადიციებს („მაკბეტი“, 1886; „დონ- ჟუანი“, 1889; „სიკვდილი და ნათლისფენა“, 1889; „ტილ ოლენშპიგელის მხიარული თავგადასავალი“, 1895, „ასე ამბობდა ზარატუსტრა“, 1896, „დონ კიხოტი“, 1897, „გმირის ცხოვრება“, 1898 და სხვ. ცნობილია აგრეთვე მისი „საშინაო“ (1903) და „ალპური“ (1915) სიმფონიები. საუკეთესო ოპერებია: „სალომე“ (1905), „ელექტრა“ (1909), „ვარდის კავალერი“ (1911, სულ 6 ოპერა). რიხარდ შტრაუსის შემოქმედება აღბეჭდილია ღრმა ფსიქოლოგიზმით, დრამატული სიმძაფრით, ტემბრული მრავალფეროვნებით, გაბედული და მდიდარი ჰარმონიით, სინატიფით, ზოგჯერ-ილუსტრაციულობით. რიხარდ შტრაუსის საუკეთესო ნაწარმოებები მიეკუთვნება მსოფლიო კლასიკურ საგანძურს. შტრაუსიის შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა XX ს. ევროპული მუსიკალური ხელოვნებაზე.

თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე 1983 დაიდგა „სალომე“ (დირიჟორი ჯ. კახიძე, სალომე – ც. ტატიშვილი). შტრაუსის შემოქმედების ღრმა მკვლევარი იყო გ. ორჯონიკიძე.

გ. ტორაძე



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები