ყაზახეთის წვრილგორაკები
ყაზახეთის წვრილგორაკები – წარმოადგენს დაბალმთიან ქვეყანას, რომელსაც უკავია ყაზახეთის ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება დასავლეთ ციმბირის ვაკე-დაბლობი, სამხრეთიდან – დასავლეთ ტიან-შანის ჩრდილოეთი მთისძირები, აღმოსავლეთიდან – ალთაის დასავლეთი მთისძირები (ზაისანის ქვაბული და ირტიშის ხეობა, თურღაის ღრმულით და თურანის ღაბლობით).
სარჩევი |
რელიეფი
ყაზახეთის ნაოჭა ქვეყანა აგებულია კალედონური (დასავლეთი და ჩრდილოეთი ნაწილი) და ჰერცინული (აღმოსავლეთი ნაწილი) ნაოჭა სტრუქტურებით, რომლისგანაც წარმოიქმნა ახალგაზრდა (პალეოზოური ასაკის) ბაქანი. წვრილგორაკები ტექტონიკურად შეესატყვისება აზევებისა და ხანგრძლივი დენუდაციური პროცესების შედეგად წარმოქმნილ ფარს.
რეგიონის რელიეფმა თანამედროვე მორფოგრაფიული და მორფომეტრიული ნიშნები შეიძინოთ პალეობოური ნაოჭა სტრუქტურების – ხანგრძლივი დენუდაციით წარმოქმნილი პენეპლენის ნეოტექტონიკური დეფორმაციის (რელიეფის გაახალგაზრდავება-გამთიანების) და მასთან დაკავშირებული რელიეფ- წარმომქმნელი გარეგანი პროცესების გააქტიურების შედეგად.
რელიეფის ხასიათით განსხვავებულია დასავლეთი და აღმოსავლეთი ნაწილი. დასავლეთი ყველაზე დაბალია, მოსწორებულ წვრილგორაკეს შორის კუნძულოვანი გავრცელება აქვს დაბალმთიან მასივებს (ულუთაუ - 1133 მ, კოკჩეთავი - 887მ და სხვ), მისი დასავლეთი მხარე უკავია განიერ, თითქმის მერიდიანულ ვაკეს, რომლის ფარგლებშიც მდებარეობს თენგიზის ტბური ღრმული, მდ. ჩურის ხეობა, სარისუ-თენგიზის და ჩუსარისუს ამაღლებები (200-400მ), აღმოსავლეთი ნაწილი უფრო ახალგაზრდა და შედარებით მაღალია. მის ფარგლებში დენუდაციური (ცოკოლიანი) ვაკეებიდან აღიმართებიან ცალკეული პორსტული მთიანი მასივები - ჩინგიზ-თაუს, კარკარალინის, კიზილრაის (1565 მ), რომლებიც წარმოქმნიან ბალხაშისა და ირტიშის წყალგამყოფს.
ჰავა
ჰავა ყაბახეთის წვრილგორაკების ტერიტორიაზე ზომიერი, მშრალი და კონტინენტურია. კლიმატწარმომქმნელი ფაქტორებიდან მთავარია შიდაკონტინენტური მდებარეობა ზომიერი სარტყლის შუა განედებში, აზიის ანტიციკლონი და დაბალმთიან-ზეგნური რელიეფი. არქტიკული და ტროპიკული ჰაერის მასების შემოჭრა ხელს უწყობს ფრონტალური პროცესების განვითარებას ცვალებადი ამინდებით. ნალექების ძირითადი მასა დაკავშირებულია ატლანტის ოკეანიდან მოღწეული ჰაერის მასებთან.
ჰავის კონტინენტურობის ნათელი გამოვლინებაა ტემპერატურების ძლიერი რყევადობა. ზამთარი ცივია, ზაფუხული ცხელი. იანვრის საშუალო ტემპერატურა ტერიტორიულად მინუს 13-18° ფარგლებში იცვლება. აბსოლუტური მინიმუმი აღწევს მინუს 45°.
უთბილესი თვის (ივლისი) საშუალო ტემპერატურა პლუს I9- 24° ფარგლებში იცვლება, აბსოლუტური მაქსიმუმი – პლუს 45°. წლიური ამპლიტუდა (ექსტრემალური ტემპერატურების) 90° -ს აღწევს. ნალექების რაოდენობა ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე 200 მმ არ აღემატება. მთიან მასივებზე ნალექები მეტი მოდის. ზამთარში მყარდება ძლიერ ყინვიანი, მოწმენდილი ანტიციკლონური ამინდები. მცირე სისქის (30სმ-მდე) თოვლის საბურველი ნიადაგს სუსტად იცავს გაყინვისაგან, სამაგიეროდ საძოვარი ზამთარშიც გამოსაყენებელია. ამ მხრივ ხელის შემშლელია ლიპყინული, რასაც იწვეეს ლეღმის ხშირი შემთხვევა. ზაფხულში დღის სიცხე (პლუს 40°-მდე) ღამის საათებში შეიძლება შეცვალოს წაყინვებმა.
ზედაპირული ჩამონადენი
ზედაპირული ჩამონადენის განვითარებისათვის კლიმატური პირობები არახელსაყრელია ტერიტორიის ძირითაღი ნაწილი გაუდინარია და მუდმივ ჩამონადენიან მდინარეებს მოკლებულია. გაუდინარი აუზის ყველაზე დიდი მდინარეა ნურა (დაახლოებით 700კმ), რომელიც გამოედინება ყარყარალისის მთებიდან და უერთლდება ტბა თენგიზს. მეორე მნიშვსელოეანი მდინარეა სარისუ, რომელიც სათავეს იღებს წვრილგორაკების ცენტრიდან და იკარგება ქვიშებში სამხრეთ-დასავლეთ პერიფერიაზე, ტბა ამიკოლის რაიონში.
რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთი პერიფერია განეკუთვნება ყინულოვანი ოკეანის აუზს (მდინარე ენისეის აუზი) რომლის ფარგლებშიც ყველაზე დიდია (მთლიანად რეგიონის მასშტაბით) მდინარე იშიმი, ენისეის მარცხენა შენაკადი (2450 კმ). ყაზახეთის წვრილგორაკების ტერიტორიაზე გვხვდება მისი ზემო და ნაწილობრივ შუა აუზი, ბალხაშის აუზის მდინარეებიდან ყველაზე დიდია ილი, რომელიც სათავეს ღებულობს აღმოსავლეთ ტიან-შანის (ჩინეთი) ჩრდილო კალთებიდან. მდინარეთა საზრდოობის მთავარი წყარო თოვლის ნადნობი წყალია და წლიური ჩამონადენის 90%-მდე გაზაფხულზე მოდის. ჩამონადენის მოცულობა წლიდან წლამდე ძლიერ ცვალებადია. ზამთარში მდინარეები იყინება (პატარა მდინარეები – ფსკერამდე) 3,5-5,5 თვის ხანგრძლივობით.
მდინარეთა წყლის მთავარი მომხმარებელია სარწყავი მიწათმოქმეღდება და მრეწეელობა, ზოგი მდინარე გამოიყენება სანაოსნოდ და ელექტროენერგეტიკაშიც.
მიუხედავად ჰავის სიმშრალისა, რეგიონის ტერიტორიაზე მრავალი ტბაა, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნაწილში (ტყესტეპის და სტეპის ზონები) ტბებს უკავია ტერიტორიის დაახლოებით 0,7%. მათი რიცხვი ერთ კმ2-ზე მეტი ფართობით 660 აღემატება. თითქმის ყეელა ტბა გაუდინარია, უმეტესობა მლაშეა და ჩამდგარია სოპკებს (ბორცვებს) შორის, ძლიერ ცვალებადია წყლის სარკის ფართობი და მარილიანობა. ბევრი ტბა გაზაფხულზე მტკნარია, შემოდგომა-ზაფხულში – მლაშე ან მთლიანად შრეებიანი. წარმოშობის მიხედეით ტბები სხვადასხვა ტიპისაა. პატარა ტბების უმრავლესობა დეფლაციური (ქარისმიერი) და სუფოზიური წარმოშობისა არიან. დიდი ტბები (ბალხაში, თენგიზი, ალაკოლი და სხვა) ტექტონიკური და სუფოზიურ-ტექტონიკური წარმოშობისაა. ბალხაში რეგიონის ყველაზე დიდი ტბაა (ფართობი 17-19 ათასი კმ2 საშუალო სიღრმე 6 მ. მაქსიმალური –26.58), წარმოშობით ტექტონიკური. გამოიყენება სანაოსნოდ, სარეწაო თევზით არაა მდიდარი. დასავლეთი, შედარებით განიერი ნაწილი, მტკნარია (მდინარე ილის გავლენით), აღმოსავლეთი – მლაშე. მთიანი ტბები უმეტესად ტექტონიკური წარმოშობისაა.
ყაზახეთის წვრილგორაკების წიაღში კონცენტრირებულია მიწისქვეშა წყლების დიდი მარაგი, როგორც მტკნარი, ისე მარილიანი. განსაკუთრებით აღსანიშნავია პალეოზოურის ნაპრალოვანი კირქვების, ქვიშაქვების, გრანიტების და პორფირიტების წყებები (ნაპრალოვანი და ნაპრალოვან-კარსტული წყლები).
მტკნარი და მომლაშო წყლების მნიშვნელოვანი მარაგია ძველი და ახალგაზრდა ხეობების ფხვიერ წყებებში. რეგიონის ტერიტორიაზე სულ I3-მდე არტეზიულ აუზს გამოყოფენ. მნიშვნელოვანი გავრცელებით (ხეობებში და ტბურ ქვაბულებში) ხასიათდება გრუნტის წყლები, რომლებიც განლაგებულია 1 მ-დან 20 მ-მდე სიღრმის ფენაში. მათი ქიმიური შედგენილობა არაერთგვაროვანია, მარაგი – მცირე. გრუნტის წყლები რეგიონის წყლის რესურსების მნიშვნელოვანი შემადგენელია.
ნიადაგ-მცენარეული საფარი
ყაზახეთის წვრილგორაკების ტერიტორიაზე ნათლად არის გამოხატული ნიადაგ-მცენარეული საფარის და მთლიანად ბუნებრივი ლანდშაფტების ზონალურობა განედის და მთიან მასივებზე სიმაღლის მიხედვით. ლანდშაფტის შიდატერიტორიული ნაირგვარობის ჩამოყალიბებაში განედთან ერთად მნიშვნელოვანი ფაქტორია რელიეფის ხასიათი, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ ერთმანეთს ცვლის ტყესტეპების, სტეპების, ნახევარუდაბნოებისა და უდაბნოების ზონები, ტერიტორიის ძირითადი ნაწილი უკავია სტეპებს და ნახევარუდაბნოებს. სტეპის წაბლა ნიადაგზე განვითარებულია კორდიან-მარცვლოვანი დაჯგუფება რომელშიც გაბატონებულია ვაციწვერა და წიწვანა. ცენტრალური ყაზახეთი უმეტესად ნახევარუდაბნოს და უდაბნოს ლანდშაფტებს უკავია, სადაც უდაბნოს რუს ნიადაგებზე განვითარებულია აბზინდიან- კორდოვან-მარცვლოვანი და მარცვლოვან-აბზინდიანი დაჯგუფება – აბზინდა, ხეპილპილა, გვირილა, დიდი ადგილი უკავია ჰალოფიტებს და ეფემერებს.
ტყის ეკოსისტემა (არყი, ვერხვი, შოთხვი, ტირიფი, კუნელი და სხვ.) განვითარებულია შედარებით ტენიან, ვიწრო ხეობებში, მთიან ხეობებში გავრცელებულია ფიჭვნარი.
ცხოველთა სამყარო
რეგიონის ცხოველთა სამყარო ჩამოყალიბდა დასავლეთ- ციმბირული ტაიგისა და შუააზიური სტეპური და უდაბნოს ბინადრებისაგან. სტეპებში და უდაბნოებში სხვადასხვა მღრღნელების სიმრავლეა. მტაცებლებიდან გავრცელებულია მგელი, მელა, მაჩვი და სხვ. ფრინველებიდან – სავათი, ძერა, ველის ბოლობეჭედა, ტოროლა და სხვ. ტბების გარემოში მცურავი ფრინეელებია, ნახევარუდაბნოებში, უდაბნოებში, აგრეთვე სტეპებში – ბევრი ქვეწარმავალი და მწერი.
ბუნებრივი რესურსები
ყაზასეთის წვრილგორაკების რეგიონი ფლობს მდიდარ ბუნებრიე რესურსებს, უპირეელესად მინერალურს. მის წიაღში კონცენტრირებულია შავი და ფერადი ლითონების, აგრეთვე ქვანახშირის დიდი მარაგი. რეგიონის ტერიტორია მდიდარია მიწის რესურსებით და საძოვრებით. სარესურსო პრობლემა ყველაზე უფრო გამოიკვეთება წყლის, აგრეთვე ხე-ტყის რესურსებით სარგებლობაში.