ადამის ზაფრანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ადამის ზაფრანა - Crocus adamii I.Gay.

Crocus adamii I.Gay. - ადამის ზაფრანა

მრავალწლოვანი, გაზაფხულზე მოყვავილე მცენარეა, მობრტყო-სფერული ტუბერ ბოლქვით; ფოთოლი 3-4 ცალია, ყვავილებთან ერთად ვითარდება. ყვავილსაფარი ღია სოსანია, მოოქროსფრო ხახითა და გარეთა ფოთლებზე მუქი იისფერი და ფრთისფერ დატოტვილი ზოლებით. კოლოფი მოგრძოა, ძირს და თავისკენ წაწვეტებულ თესლი ბრტყელია, მოყვითალო, დანაოჭებული.

ყვ. II-III; ნყ. IV.

მცირე აზიური სახეობაა. კლასიკური ადგილსამყოფელი – თბილისი. ტიპი პეტერბურგში.

საერთო გავრცელება: მცირე აზია, სომხეთ-ქურთისტანი, ირანი.

კავკასია: იმიერკავკასია; ამიერკავკასია: აზერბაიჯანი, სომხეთი (Гроссгейм, 1940). საქართველოში გავრცელებულია: ქართლი, თუშ-ფშავ-ხევსურეთი (საქ.მც.სარკვ., 1969).

თბილისის მიდამოებისათვის ჩვეულებრივია.

ჩვენ მიერ აღირიცხა შემდეგ პუნქტებში: ავჭალა, არმაზი, ბაგები, ბევრეთი, გლდანი, დიღმის დიდგორი, დიღომი, ვერეს ხეობა, ზაჰესი, ზედაზენი, თელეთის ქედი, იალნო, იალღუჯი, კარსანი, კიკეთი, კოჯორი, კრწანისი, ლოჭინის ხევი, მართაზი, მარტყოფი, ნორიო, ოქროყანა, საბადური, საგურამო, საწკეპელა, ტაბახმელა, უძო, ხეკორძი, შავნაბადა, შინდისი, შიომღვიმე.

იზრდება ბალახოვან ფერდობებზე, ბუჩქნარებში, ტყის პირებზე, ნაკაფებში, ტყის ფანჯრებში და სხვ. მთის შუა სარტყელამდე. გვხვდება ხშირად, წარმოდგენილია დიფუზურად, ერთეულ ინდივიდების ან მცირე ჯგუფებისა და ფრაგმენტების სახით.

წყარო

თბილისის მიდამოების ფლორის სამკურნალო გეოფიტები.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები