მთაწმინდის მამადავითის სახელობის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მამადავითი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მამადავითის ეკლესია, პანორამული ხედი

მთაწმინდის მამადავითის სახელობის ეკლესია − (ინგლ. St. David’s Church (Mamadaviti), მთაწმინდის შუაწელზე აღმართული მამადავითის (დავით გარეჯელის) სახელობის გუმბათოვანი ტაძარი თბილისში. თავისი არქიტექტურულ-მხატვრული გადაწყვეტით ნაგებობა არ იწვევს დიდ ინტერესს, მაგრამ როგორც ყველა ქართული ტაძარი ის შესანიშნავადაა მორგებული გარემოს და წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. აგებულია 1859-1871 წლე-ბში (1879 წელს დამთავრდა გუმბათიანად). ტაძრის სიმაღლეა 25,7 მ, სიგრძე – 17,2 მ, სიგანე – 10,7 მ. შენობაში თავისუფლად ეტევა 400 კაცი. ის გამონაკლისია, ერთგვარი გადახვევაა XIX საუკუნეში თბილისში ოფიციალურად მიღებული ე.წ. „რუსულ-ბიზანტიური“ ან „სუფთა“ რუსული მართლმადიდებლური არქიტექტურიდან (მეორე გამონაკლისი სამების ეკლესიაა ახლანდელი ეროვნული ბიბლიოთეკის უკან). აქ ჩანს გარკვეული მცდელობა ქართული ეროვნული საეკლესიო ხუროთმოძღვრების ფორმებთან მიახლოებისა.

მამადავითი
გუმბათის ყელი

აგურით ნაშენი ტაძარი გარედან ტრადიციული შვერილ აფსიდიანი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობის აგებულებას იმეორებს, მაგრამ ინტერიერში მას განივი მკლავები არ აქვს, სივრცე ერთიანი და დაუნაწევრებელია. დასავლეთის მკლავში ხის პატრონიკეა განთავსებული. შესასვლელი ორი მხრიდან აქვს: დასავლეთიდან და სამხრეთიდან. შენობა არ გამოირჩევა უნიკალური არქიტექტურით. მასში ქართული ორნამენტი ფაქტობრივად მიჩქმალულია, მაგრამ გუმბათს, ყელს, პირამიდულ სახურავს და გვერდითი ფასადის ფრონტონიან ნაწილებს ქართული ხუროთმოძღვრების იერი დაჰკრავს. ფასადების დამუშავება, პროფილები და მორთულობაც შორს დგას ქართული ტრადიციებისგან. ისინი სადაა, მხოლოდ სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავების ზედა ნაწილებს გასდევს დეკორატიული თაღედი, რომლის თავზეც ჯვრებია გამოსახული. აფსიდის მრგვალი სარკმლის ქვეშ წითელი ფერის ქვით ჯვარია გამოყვანილი. ნახევარწრიულად შვერილი აფსიდი მთელი კორპუსის სიგანეს იკავებს და შორიდანვე იქცევს ყურადღებას. ტაძარი 1889 წელსაა მოხატული. მხატვრობის უმეტეს ნაწილს ქართველ წმინდანთა ფიგურები შეადგენს. საკურთხეველში წმ. სამების გამოსახულებაა. ეკლესიის სამხრეთით მდგომი სამიარუსიანი სამლოცველო ასევე აგურითაა ნაშენი, მესამე იარუსი – სამრეკლო კი ქვისაა და თაღებითაა გახსნილი. ყოველ წელიწადს, წმინდა დავით გარეჯელის გარდაცვალების დღეს, ამაღლების მომდევნო ხუთშაბათს, თბილისში მამადავითობა აღინიშნებოდა. ეს ტრადიცია დღემდეა შემორჩენილი და დღესასწაული ყოველ წელიწადს იმართება.

1929 წლიდან მოყოლებული მამადავითის ეკლესიის ირგვლივ არსებული ტერასა ოფიციალურად გამოცხადდა მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონად


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები