ნატოს ჩრდილო-დასავლეთ ევროპის საომარი მოქმედებების თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნატოს ჩრდილო-დასავლეთ ევროპის საომარი მოქმედებების თეატრი - ევროპის ომის თეატრის ნაწილი. მოიცავს ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთის ტერიტორიებს და ზღვებს, რომლებიც მათ ეკვრიან.

შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობისთვის შექმნილია ჩრდილოდასავლეთ ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების სარდლობა (შტაბი ქ. ჰაი-უიკომში, დიდი ბრიტანეთი). მის შემადგენლობაში შედიან ძირითადი დაქვემდებარებული სარდლობები: ჩრდილოეთ ევროპაში გაერთიანებული შეიარაღებული ძალების (შტაბი ქ. სტავანგერში, ნორვეგია), ჩრდილოდასავლეთ ევროპაში გაერთიანებული სამხედრო-საჰაერო ძალების (შტაბი ქ. ჰაი-უიკომში) და ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში გაერთიანებული სამხედრო-საზღვაო ძალების (შტაბი ქ. ნორტვუდში, დიდი ბრიტანეთი).

თეატრის გეოგრაფიული მდებარეობა საშუალებას იძლევა, გაკონტროლდეს საზღვაო კომუნიკაციები ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, წარმოებდეს დაზვერვა ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე. ნატოს სარდლობის შეხედულებით, მსოფლიო აკვატორიების კონტროლი და ჩრდილო-დასავლეთ ევროპის საომარი მოქმედების თეატრის ტერიტორიის შენარჩუნება ცენტრალურ ევროპასა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ატლანტიკაში მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს შესაძლო ოპერაციების მიმდინარეობასა და შედეგზე.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები