ოპტიკურ-ელექტრონული საშუალებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოპტიკურ-ელექტრონული საშუალებები - ხელსაწყოები, რომლებიც ოპტიკური სპექტრის დიაპაზონის ელექტრომაგნიტურ ტალღებს აღიქვამენ. ისინი შესაბამისი ენერგიის გამოსხივებას თავდაპირველად გარდაქმნიან ელექტრონულ სიგნალად, ხოლო შემდგომ ხილვად გამოსახულებად. უზრუნველყოფენ ღამით და დღისით, ცუდი ხილვადობის დროს, ბრძოლის ველის თვალთვალს, იარაღის გამიზვნას, ფოტოგრაფირებას და სხვა. იყოფა ინფრაწითელ ხელსაწყოებად, რომლებიც ინფრაწითელ გამოსხივებას აღიქვამენ და სატელევიზიო ტექნიკად, რომლებიც სუსტ (მთვარის, ვარსკვლავის) ხილვად გამოსხივებას აღიქვამენ.

სამხედრო საქმეში გამოიყენება თვალთვალის და დაზვერვის ხელსაწყოები (ღამის სათვალეები, ბინოკლი და სხვადასხვა ტიპის თვალთვალის, სამხედრო ტექნიკის ღამით გადაადგილების ხელსაწყოები, აქტიური შუქმანძილმზომები, თბოპელენგატორები, თბოლოკატორები და სხვა), ღამის სამიზნეები და იარაღის მართვის საშუალებები (ინფრაწითელი, სატელევიზიო და ლაზერული თვითდამიზნების თავები, უკონტაქტო ოპტიკური ამფეთქები, ლაზერული გიროკომპასები და სხვა).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები