რძე მითოლოგიაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რძე მითოლოგიაშიმითოლოგიური წარმოდგენით რძე მზიური ბუნებისაა, რაც დასტურდება მეგრულ სიტყვაში ბჟა (მზე და მთვარე), რომელიც ნიშნავს რძესაც და მზესაც (ასევეა ზოგიერთ ძველ ენაზე) ქართულ ფოლკლორში ცნობილია რძის განმაცოცხლებელი თვისება. რძეშია განბანილი ამირანი (სვანური ვარიანტის მიხედვით), რძეში განიბანება მის მიერ მოკლული გველეშაპის შხამით მოწამლული კახანი. რძე დაკავშერებულია აგრეთვე ოქროსთან (ოქრო მზიური ლითონია). თქმულებით, რძეში ჩაშვებული თამარის საქსოვი ჩხირები ოქროდ იქცეოდა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები