სროლის მომზადება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სროლის მომზადება - ღონისძიებები, რომელთა მიზანია საცეცხლე ამოცანების ეფექტური შესრულებისთვის შეიარაღების მზადყოფნის უზრუნველყოფა. სროლის თავისებურებებიდან და იარაღის სახეობიდან გამომდინარე, მოიცავს:

მიზნების დაზვერვას და მათი კოორდინატების განსაზღვრას; ტოპოგეოდეზიურ, ბალისტიკურ, მეტეოროლოგიურ, ტექნიკურ მომზადებას; სროლისთვის მონაცემების განსაზღვრას და ცეცხლის მართვის ორგანიზებას.

საზენიტო-სარაკეტო ჯარებში და საზენიტო არტილერიაში სროლის მომზადება არის: წინასწარი და უშუალო, სანაპირო და სახომალდე; არტილერიაში – წინასწარი და საბოლოო.

სარჩევი

მიზნების დაზვერვა და კოორდინატების განსაზღვრა

მონაცემების განსაზღვრა მიზნების და მათი კოორდინატების შესახებ. მიზნის შესახებ მონაცემებია: მიზნის ნომერი და ხასიათი, მისი ზომები, ცოცხალი ძალის და ტექნიკის დაცულობის ხარისხი, აღმოჩენის დრო და საშუალებები.

სროლის ბალისტიკური მომზადება

სროლის ბალისტიკური პირობების გადახრის განსაზღვრა და გათვალისწინება. მოიცავს: ჭურვების საწყისი სიჩქარის, ქვემეხების შეუთახმებლობის გადახრის, მუხტების ტემპერატურის და ჭურვების სხვა ბალისტიკური მახასიათებლების ჯამურ გასაზღვრას; ასევე საბრძოლო მასალების განაწილებას ქვედანაყოფებსა და ქვემეხებს შორის და ბალისტიკური მახასიათებლებით მათ დახარისხებას.

სროლის მეტეოროლოგიური მომზადება

მეტეოროლოგიური პირობების განსაზღვრა, რომლებსაც სროლის დროს ითვალისწინებენ. მოიცავს: მეტეოროლოგიური ბიულეტენების მიღებას და ქვედანაყოფებამდე მათ დაყვანას; აქტიურ-რეაქტიული და რეაქტიული ჭურვებისთვის ტრაექტორიის (აქტიურ მონაკვეთზე), ქარის სიჩქარის და მიმართულების განსაზღვრას.

სროლის ტექნიკური მომზადება

სროლისათვის შეიარაღების და საბრძოლო მასალების მომზადება. მოიცავს:

  • შეიარაღების და საბრძოლო მასალების დათვალიერებას;
  • მექანიზმების, დასამიზნებელი საშუალებების, თვალთვალის და ცეცხლის მართვის ხელსაწყოების შემოწმებას;
  • გაუმართაობის აღმოფხვრას, სროლის დროს ქვემეხის და ხელსაწყოების ინდივიდუალური შესწორებების
  • განსაზღვრას;
  • ჭურვების საპოხი მასალებისგან გაწმენდას და სხვა.

სროლის ტოპოგეოდეზიური მომზადება

ღონისძიებების კომპლექსი ტოპოგეოდეზიური მონაცემების მოსაპოვებლად. რაკეტების გაშვების, არტილერიის სროლის და საარტილერიო დაზვერვის საშუალებების უზრუნველსაყოფად. მოიცავს: საცეცხლე პოზიციების, სამეთაურო პუნქტების და სამეთაურო-სათვალთვალო პუნქტების, საგუშაგოების (პოზიციების), საარტილერიო დაზვერვის საშუალებების კოორდინატების და სიმაღლეების, აგრეთვე საორიენტირო მიმართულებების დირექციული კუთხეების განსაზღვრას.

სროლისათვის მონაცემების განსაზღვრის ორგანიზება

მოიცავს: საერთო-საჯარისო ნაწილის (ქვედანაყოფის) საბრძოლო ამოცანის და უფროსი მეთაურის მიერ საცეცხლე ამოცანების გარკვევას;სროლისათვის დასაყენებელი მონაცემების შერჩევას, გადახრაზე შესწორებების განსაზღვრას და მათ სისწორის შემოწმებას. სროლისათვის დასაყენებელი მონაცემების განსაზღვრა, მონაცემების გათვლა დასამიზნებელი მოწყობილობების და ამფეთქისათვის, რომლებზეც ცეცხლი წარმოებს.

ცეცხლის მართვის ორგანიზება

მოიცავს: მუშაობის ორგანიზაციას სამეთაურო პუნქტზე, სამეთაურო-სათვალთვალო პუნქტზე (სათვალთვალო პუნქტზე), ცეცხლის მართვის პუნქტებზე და საცეცხლე პოზიციებზე: კავშირგაბმულობის ორგანიზებას; დაზვერვის მიკუთვნებულ ქვედანაყოფებთან და საერთო-საჯარისო ნაწილებთან (ქვედანაყოფებთან) ურთიერთქმედების ორგანიზებას; საცეცხლე ამოცანების შესრულების კონტროლს.

სროლის წინასწარი მომზადება ხდება საზენიტო, სანაპირო და სახომალდო არტილერიაში საცეცხლე ამოცანის (მიზანჩვენების) მიღებამდე. მოიცავს: ბალისტიკურ, მეტეოროლოგიურ და ტექნიკურ მომზადებას საზენიტო არტილერიაში, გარდა ამისა – სროლის ტოპოგრაფიული პირობების განსაზღვრას დგომის წერტილის ფარდობით.

სროლის უშუალო მომზადება ხდება საზენიტო-სარაკეტო ჯარებში და საზენიტო არტილერიაში საცეცხლე ამოცანის (მიზანჩვენების) მიღების შემდეგ. ის მდგომარეობს საჰაერო მიზნის მოძრაობის პარამეტრების და მახასიათებლების განსაზღვრაში. ასევე დაბრკოლებების არსებობის, ინტენსიურობის, სროლის ხერხის ამორჩევის დროს. ის გამოიყენება საჭირო რაოდენობის რაკეტების გაშვების, ცეცხლის გახსნის მომენტის, კომპლექსის მუშაობის რეჟიმის და დამიზნების მეთოდის შემუშავებაში.

სროლის საბოლოო მომზადება გულისხმობს სანაპირო და სახომალდო არტილერიაში. მდგომარეობს სროლისათვის საწყისი მონაცემების (მიზნის კოორდინატები, მოძრაობის პარამეტრები, ცხრილის მოთხოვნებიდან სროლის პირობების გადახრაზე შესწორებები და სხვა) განსაზღვრას.

ცეცხლის მართვის ორგანიზება

მოიცავს: სამეთაურო, სამეთაურო-სათვალთვალო (სათვლთვალო), ცეცხლის მართვის და საცეცხლე პოზიციების პუნქტებზე მუშაობისა და კავშირგაბმულობის ორგანიზებას; მიკუთვნებულ დაზვერვას ქვედანაყოფებთან, საერთო-საჯარისო ნაწილებთან ურთიერთქმედების ორგანიზებასა და საცეცხლე ამოცანების კონტროლს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები