ჩოლოყაშვილი ნიკიფორე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკიფორე ირბაქი

ჩოლოყაშვილი ნიკიფორე, (ირბაქი) – (დაახლოებით 1585-1659), მწერალი, საეკლესიო მოღვაწე. ჩოლოყაშვილთა (ერთი შტო ირუბაქიძეებადაა ცნობილი) შთამომავალი: ომან ჩოლოყაშვილისა და არაგვის ერისთავის ასულ ბარბარეს ვაჟი, ერისკაცობაში ნიკოლოზად ცნობილი. განათლება რომის ბერძნულ სკოლაში მიიღო (1596-1608). შემდგომში შეისწავლა ფრანგული, იტალიური, ესპანური, არაბული, თურქული ენები. 1608 წ. საქართველოში დაბრუნდა. არსებობს ცნობა, რომ მას გურიაში კათოლიკობა გაუვრცელებია. 1614-26 წწ. იერუსალიმის ჯვარის მონასტერში ცხოვრობდა, ხოლო 1643-49 წწ. ამ მონასტრის წინამძღვარი - „ჯვარის მამა“ იყო. ამავე პერიოდში იგი „ბასილიანი“, ანუ წმიდა ბასილის წესის მიმდევარია („ბასილიანნი“ კათოლიკეთა ღა მართლმადიდებელთა მომრიგებელნი იყვნენ). როგორც თეიმურაზ პირველის ელჩმა, 1626-29 წწ. საგანგებო მისიით მოიარა დასავლეთ ევროპის ქვეყნები: იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, პოლონეთი. 1645 წ. ნიკიფორე ჩოლოყაშვილი იერუსალიმის პატრიარქის კანდიდატად დაუსახელებიათ. 1651 წლიდან კვლავ დასავლეთ საქართველოში ცხოვრობდა და მჭიდრო კავშირი ჰქონდა კათოლიკე მისიონერებთან. 1629 წ. ნიკიფორე ჩოლოყაშვილის ხელშეწყობით რომში დაარსდა ქართული სტამბა. მისივე დახმარებით ამ სტამბაში გამოიცა ქართულ-იტალიური ლექსიკონი (გამოცემა განხორციელდა კათოლიკე მისიონერთა ინტერესებისთვის). ეს იყო პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი.


ლიტერატურა

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები