ცემენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ცემენტი''' − (ძვ. ფრანგ. ciment საშენი ხსნარი, დუღაბი, ხის ფისი < ...)
 
ხაზი 5: ხაზი 5:
 
ცემენტის ხარისხის მაჩვენებელია მისი მარკა. ამის გარდა, ცემენტი უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტის მოთხოვნას შეკვრისა და გამაგრების სიჩქარეზე, დაფქვის სიწმინდეზე და სხვ. ცემენტის ყველაზე გავრცელებული და მნიშვნელოვანი სახეობაა [[პორტლანდცემენტი]] – ჰიდრავლიკური [[შემკვრელი]], რომელიც მაგრდება წყალსა და ჰაერში. მისი წარმოების ტექნოლოგიური პროცესი შემდეგი ოპერაციებისაგან შედგება: კირქვებისა და თიხების მოპოვება, ნედლეული მასალების დამაკორექტირებელი დანამატების მომზადება მოცემული შედგენლობის ერთგვაროვან მასად, მისი გამოწვა [[ღუმელი|ღუმელში]] და [[კლინკერი]]ს მიღება, კლინკერის დაფქვა წმინდად თაბაშირთან ერთად.  
 
ცემენტის ხარისხის მაჩვენებელია მისი მარკა. ამის გარდა, ცემენტი უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტის მოთხოვნას შეკვრისა და გამაგრების სიჩქარეზე, დაფქვის სიწმინდეზე და სხვ. ცემენტის ყველაზე გავრცელებული და მნიშვნელოვანი სახეობაა [[პორტლანდცემენტი]] – ჰიდრავლიკური [[შემკვრელი]], რომელიც მაგრდება წყალსა და ჰაერში. მისი წარმოების ტექნოლოგიური პროცესი შემდეგი ოპერაციებისაგან შედგება: კირქვებისა და თიხების მოპოვება, ნედლეული მასალების დამაკორექტირებელი დანამატების მომზადება მოცემული შედგენლობის ერთგვაროვან მასად, მისი გამოწვა [[ღუმელი|ღუმელში]] და [[კლინკერი]]ს მიღება, კლინკერის დაფქვა წმინდად თაბაშირთან ერთად.  
  
არსებობს ცემენტის სახეობები: ალიტური, ალუნიტური, ამორფული, ამოჭმის, ანჰიდრიდული, ბელიტური, ბოქსიტის, ბოჭკოვანი, გამოუწვავი, გაფართოებადი, გაჯიანი, დამძაბავი, დეკორატიული, ზოგადსამშენებლო, თაბაშირიანი, თაბაშირთიხამიწიანი გაფართოებადი, თაბაშირწიდიანი, თეთრი, თერმოპლასტიკური, თვითძაბვადი, თიხამიწიანი, კვარცის, კაჟფთოროვანი, კირნაცრიანი, კირპუცოლანიანი, კირწიდიანი, კლინკერის, მაგნეზიური, მარმარილოს, მაღალი მარკის, მჟავაგამძლე, ნელამჭიდი, ნეფელინური, პერიკლაზური, პლასტიფიცირებული, პოლიმიქტური, პორტლანდის, პუცოლანიანი, რეგენერაციული, სატამპონაჟო, სილიკატური, სორელის, სპეციალური, სულფატმედეგი, სულფოალუმინატური, სწრაფმყარებადი, სწრაფმჭიდი, უწესრიგო-მარცვლოვანი, ფერადი, კრუტიფიკაციური, შერეული, შეუკლები, ცელიტური, ძაბვადი, წიდამაგნეზიური, წიდის, წყალუჟონადი, წყალუჟონადი გაფართოებადი, წყა-ლუჟონადი შეუკლები, ჰაიდელბერგის, ჰიდრავლიკური, ჰიდროფობური და სხვ.
+
არსებობს ცემენტის სახეობები: ალიტური, [[ალუნიტური ცემენტი|ალუნიტური]], ამორფული, ამოჭმის, ანჰიდრიდული, ბელიტური, ბოქსიტის, ბოჭკოვანი, გამოუწვავი, [[გაფართოებადი ცემენტი|გაფართოებადი]], გაჯიანი, [[დამძაბავი ცემენტი|დამძაბავი]], დეკორატიული, [[ზოგადსამშენებლო ცემენტი|ზოგადსამშენებლო]], თაბაშირიანი, [[თაბაშირთიხამიწიანი გაფართოებადი ცემენტი|თაბაშირთიხამიწიანი გაფართოებადი]], თაბაშირწიდიანი, თეთრი, თერმოპლასტიკური, თვითძაბვადი, [[თიხამიწიანი ცემენტი|თიხამიწიანი]], კვარცის, კაჟფთოროვანი, კირნაცრიანი, კირპუცოლანიანი, კირწიდიანი, კლინკერის, მაგნეზიური, მარმარილოს, მაღალი მარკის, [[მჟავაგამძლე ცემენტი|მჟავაგამძლე]], ნელამჭიდი, [[ნეფელინური ცემენტი|ნეფელინური]], [[პერიკლაზური ცემენტი|პერიკლაზური]], პლასტიფიცირებული, პოლიმიქტური, პორტლანდის, [[პუცოლანიანი ცემენტი|პუცოლანიანი]], რეგენერაციული, [[სატამპონაჟო ცემენტი|სატამპონაჟო]], სილიკატური, [[სორელის ცემენტი|სორელის]], [[სპეციალური ცემენტი|სპეციალური]], [[სულფატმედეგი ცემენტი|სულფატმედეგი]], [[სულფოალუმინატური ცემენტი|სულფოალუმინატური]], სწრაფმყარებადი, სწრაფმჭიდი, უწესრიგო-მარცვლოვანი, ფერადი, კრუტიფიკაციური, შერეული, შეუკლები, ცელიტური, ძაბვადი, წიდამაგნეზიური, წიდის, წყალუჟონადი, [[წყალუჟონადი გაფართოებადი ცემენტი|წყალუჟონადი გაფართოებადი]], წყალუჟონადი შეუკლები, ჰაიდელბერგის, ჰიდრავლიკური, ჰიდროფობური და სხვ.
  
  

11:43, 31 ოქტომბერი 2022-ის ვერსია

ცემენტი − (ძვ. ფრანგ. ciment საშენი ხსნარი, დუღაბი, ხის ფისი < ლათ. caementum სამტეხლოს ქვა, უხეში ქვა, დუღაბის მოსამზადებელი დამსხვრეული ქვა < caedere ჩეხა, პობა, ჭრა, დანამცეცება), მინერალური ჰიდრავლიკური შემკვრელი მასალების დიდი ჯგუფის კრებსითი სახელი. ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშენი მასალაა.

ცემენტის შედგენილობაში შედის სილიკატები და კალციუმის ალუმინატები – ნედლეული მასალების (კირქვები, თიხები, ბოქსიტები და ა.შ.) მაღალ ტემპერატურაზე დამუშავების პროდუქტები. ცნობილია ცემენტის წარმოების ორი მეთოდი – სველი და მშრალი.

ცემენტის ხარისხის მაჩვენებელია მისი მარკა. ამის გარდა, ცემენტი უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტის მოთხოვნას შეკვრისა და გამაგრების სიჩქარეზე, დაფქვის სიწმინდეზე და სხვ. ცემენტის ყველაზე გავრცელებული და მნიშვნელოვანი სახეობაა პორტლანდცემენტი – ჰიდრავლიკური შემკვრელი, რომელიც მაგრდება წყალსა და ჰაერში. მისი წარმოების ტექნოლოგიური პროცესი შემდეგი ოპერაციებისაგან შედგება: კირქვებისა და თიხების მოპოვება, ნედლეული მასალების დამაკორექტირებელი დანამატების მომზადება მოცემული შედგენლობის ერთგვაროვან მასად, მისი გამოწვა ღუმელში და კლინკერის მიღება, კლინკერის დაფქვა წმინდად თაბაშირთან ერთად.

არსებობს ცემენტის სახეობები: ალიტური, ალუნიტური, ამორფული, ამოჭმის, ანჰიდრიდული, ბელიტური, ბოქსიტის, ბოჭკოვანი, გამოუწვავი, გაფართოებადი, გაჯიანი, დამძაბავი, დეკორატიული, ზოგადსამშენებლო, თაბაშირიანი, თაბაშირთიხამიწიანი გაფართოებადი, თაბაშირწიდიანი, თეთრი, თერმოპლასტიკური, თვითძაბვადი, თიხამიწიანი, კვარცის, კაჟფთოროვანი, კირნაცრიანი, კირპუცოლანიანი, კირწიდიანი, კლინკერის, მაგნეზიური, მარმარილოს, მაღალი მარკის, მჟავაგამძლე, ნელამჭიდი, ნეფელინური, პერიკლაზური, პლასტიფიცირებული, პოლიმიქტური, პორტლანდის, პუცოლანიანი, რეგენერაციული, სატამპონაჟო, სილიკატური, სორელის, სპეციალური, სულფატმედეგი, სულფოალუმინატური, სწრაფმყარებადი, სწრაფმჭიდი, უწესრიგო-მარცვლოვანი, ფერადი, კრუტიფიკაციური, შერეული, შეუკლები, ცელიტური, ძაბვადი, წიდამაგნეზიური, წიდის, წყალუჟონადი, წყალუჟონადი გაფართოებადი, წყალუჟონადი შეუკლები, ჰაიდელბერგის, ჰიდრავლიკური, ჰიდროფობური და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები