ლიბანის ნაძვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:38, 5 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლიბანის ნაძვი (კედარი) – (Cedrus libani); ლიბანის კედარი მარადმწვანე წიწვოვანი მცენარეა. ხელსაყრელ პირობებში მისი სიმაღლე 40-50 მ-ს აღწევს, ღეროს დიამეტრი — 2,5 მ-მდე. ახალგაზრდა მცენარის ვარჯი კონუსისებურია. ასაკის მატებასთან ერთად იგი ფართო, შებრტყელებულ, ქოლგისებურ ფორმას იღებს.

წიწვები მწვანედან რუხ-მოცისფრო-მომწვანომდე ფერისაა. ახასიათებს მათი კონა, რომელიც 30-40 წიწვს მოიცავს. მათი სიგრძეა 3,5 სმ. ისინი ხეზე რჩებიან ორი წლის განმავლობაში. ორ წელიწადში ერთხელ მსხმოიარობს. მსხმოიარობას იწყებს 25-30 წლის ასაკიდან. გირჩები ცილინდრისებური ფორმისაა, ფერით ღია ყავისფერია.

კედარი

ლიბანის ნაძვი – ბიბლიური მცენარე

ლიბანის კედარი ძველი და ახალი აღთქმის ქრთულად თარგმნილ წიგნებში ტრადცულად ყველგან ლიბანის ნაძვად მოიხსენიება. ხმელთშუა ზღვის აუზის ამ ულამაზესმა მცენარემ როგორც ებრაელი, ასევე ქართველი ხალხისაგან სამართლიანად დამსახურა განსაკუთრებული თაყვანისცემა. ჩვენი ხალხების ცნობიერება ლიბანის ნაძვს ოდითგანვე სილამაზისა და მშვენიერების მხატვრულ სახედ აღითქვამს. მხატვრული სიტყვის ოსტატებმა კი იგი პოეტური შთგონების წყროდ აქციეს. ამ ხისადმი სრულიად გამორჩეულ დამოკიდებულებას გვაუწყებს ებრაელი ხალხის ისტორია.

ხალხთა შორის ურთიერთპატივისცემის და მეგობრული ურთიერთობის საუცხოო ნიმუშად შეიძლება მივიჩნიოთ ებრაელთა დიდი მეფის მეფსალმუნე დავითის ღირსეული მემკვიდრის სოლომონ მეფის მიერ იერუსალიმის პირველი ტაძრის მშენებლობის დაწყების წინ ტვიროსის მეფის ჰირამისადმი მიწერილი ეპისტოლე, რომელიც შემოგვინახა წმინდა წერილმა, როგორც ნიმუში ორი ქვეყნის ხელისუფალთა ჯანსაღი, მეგობრული ურთიერთდამოკიდებულებისა, ღვთისა და ქვეყნისადმი მათი გულანთებული მსახურებისა: „როგორც მამაჩემს დავითს ექცეოდი და ნაძვებს უგზავნიდი მისი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად, მეც ასე მომექეცი. აჰა, ვაშენებ უფლის ჩემი ღმერთის სახლს მისთვის საკურთხებლად, საკმევლის საკმევად, საწირო პურის მუდამჟამს მისართმევად, აღსავლენის აღსავლენად დილა-საღამოობით, შაბათობით ახალმთავრობებისა და ჩვენი უფლის, ღმერთის დღესასწაულებისათვის“. (მეორე ნეშტთა 2, 4).

„და ღვინო ახარებს გულსა კაცისასა, საცხებელითა მხიარულ ყოფად პირი, და პური გულსა კაცისასა განამტკიცებს. განძღენ ხენი ველისანი, და ნაძუნი ლიბანისადმი, რომელ დაჰნერგენ“. (ფსალმუნნი 103,15-16)


წყარო

ბიბლიური მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები