აშოტ კურაპალატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(2 მომხმარებლების 20 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''აშოტ კურაპალატი''' - ''(გ. 826)'', ტაო-კლარჯეთის [[ბაგრატიონები|ბაგრატიონთა]] დინასტიის მამამთავარი. იყო [[საქართველო|საქართველოს]] პირველი ბაგრატიონი ხელმწიფე, რომელიც აშოტ პირველი დიდის სახელითაა ცნობილი. იგი 786 წლიდან 813 წლამდე [[თბილისი|თბილისში]] იჯდა როგორც ერის მთავარი.  
+
[[ფაილი:ASHOT KURAPALATI.JPG|thumb|წმ. მოწამე აშოტ I კურაპალატი]]
 +
'''აშოტ I დიდი''' – (კურაპალატი) (გ. 829), წმ. მოწამე (ხსენების დღე 29.01/11.02). [[ტაო]]-[[კლარჯეთი (ისტორიული მხარე სამხრეთ საქართველოში)|კლარჯეთი]]ს [[ბაგრატიონები|ბაგრატიონთა]] დინასტიის მამამთავარი. IX ს. 20-იან წლებამდე იყო [[ქართლი]]ს ერისმთავარი.
  
810 წელს აშოტმა [[თბილისი|თბილისიდან]] განდევნა არაბები, მაგრამ 813 წელს არაბებმა ისევ დაიპყრეს  თბილისი და აშოტ კურაპალატი იძულებული გახდა სამხრეთ საქართველოში გადასულიყო. აქ ქალაქი არტანუჯი სატახტო ქალაქად გამოაცხადა და აქედან  დაიწყო მისი მეფობა და თავგამოდებული [[ბრძოლა]] ქართული მიწების შემოერთებისა და განმტკიცებისათვის. 826 წელს სამხრეთ საქართველოსაც შემოესივნენ არაბები და მოღალატეების ხელშეწყობით აშოტ დიდი კურაპალატი არტანუჯის ტაძარში მოკლეს. მკვლელები, როგორც ჩანს, მოქიშპე ფეოდალური დაჯგუფების წარმომადგენლები იყვნენ. იგი წმიდანადაა შერაცხილი და მისი ხსენების დღეა ახალი სტლით 11 თებერვალი.
+
სათავეში ედგა ქართლის [[ბრძოლა]]ს არაბთა წინააღმდეგ. ურთიერთობა ჰქონდა [[ბიზანტია]]სთან და „ბერძენთა მეფემ (ე.ი. ბიზანტიის იმპერატორმა) მიუბოძა კურაპალატობა“. არაბებთან ბრძოლაში თავდაპირველად წარმატებას მიაღწია, მაგრამ შემდეგ დამარცხდა და იძულებული გახდა, გასცლოდა ქართლს. ოჯახის წევრებისა და მცირე ამალის თანხლებით აშოტ I „წარემართა რათა წარვიდეს საბერძნეთად“, მაგრამ გზად ფარავანზე შეჩერებულ აშოტ I-ს და მის ამალას თავს დაეხნენ „[[სარკინოზი|სარკინოზნი]]“. „შეეწია ღმერთი აშოტ კურაპალატსა და კნინსა მას ლაშქარსა მისსა, მოსცა ძლევა მათ ზედა“. აშოტ I ბიზანტიას აღარ წავიდა და დამკვიდრდა შავშეთ-კლარჯეთში, ბაგრატიონთა დომენში, ბიზანტიის ხელდებულ ქვეყანაში, რომელიც დიდად იყო დაზარალებული არაბთა შემოსევების შედეგად. განაახლა და რეზიდენციად გაიხადა [[არტანუჯი (ციხე-ქალაქი)|არტანუჯი]], რომელიც [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ გორგასალმა]] ააგო. მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი სამფლობელოები, „ზოგი იყიდა საფასოთა, ზოგი ოჴერი აღაშენა და განამრავლა სოფლები აშოტ კურაპალატმა ქუეყანათა მათ შინა“. აშოტ I-მა საფუძველი ჩაუყარა ტაო-[[კლარჯეთი (ისტორიული მხარე სამხრეთ საქართველოში)|კლარჯეთის]] სამთავროს, რომლის შემადგენლობაში შედიოდა: [[შავშეთი]], კლარჯეთი, ნიგალი, [[აჭარა]], ტაო, [[სამცხე]], [[ჯავახეთი]], [[არტაანი (მხარე სამხრეთ საქართველოში)|არტაანი]]. ამიერიდან ქართლის პოლიტიკურმა ცენტრმა მთლიანად სამხრეთში გადაინაცვლა. იგი ბრძოლას აგრძელებდა [[შიდა ქართლი]]სათვის და აფართოებდა სამთავროს საზღვარს „კლარჯეთითგან ვიდრე ქსნამდე“, რის გამოც ქართლის ისტორიაში ამ ხანას პირობითად, ტაო-კლარჯეთის ან „ქართველთა სამეფოს“ პერიოდიც ეწოდება. არაბთა წინააღმდეგ ბრძოლის სამზადისში, როდესაც იგი ელოდა [[ლაშქარი|ლაშქრის]] შევსებას, „დაესხნეს მას სარკინოზნი უცნაურად და აოტნეს“. აშოტ I დაბანაკდა ნიგალის ხევს და ელოდა დამხმარე ძალის მოსვლას, მაგრამ შინაგამცემლებმა ეკლესიას შეფარებული აშოტ I „მოწყლეს... მახჳლითა საკურთხეველსა ზედა და შეისუარა საკურთხეველი იგი სისხლითა მისითა... და სისხლი იგი დათხეული დღესაცა საჩინოდ სახილველ არს“. აშოტ I დაკრძალეს [[არტანუჯის ციხე|არტანუჯის ციხეში]], მის მიერ შექმნილ საძვალეში.  
  
 +
აშოტ I-ის დროს სამთავროში დიდი საეკლესიო მშენებლობა დაიწყო. მან არტანუჯის ციხეში „აღაშენა ციხესა მას შინა ეკლესია მოციქულთა პეტრესი და პავლესი“. აშოტ I იყო დიდად მორწმუნე და ღვთის მოშიში. [[გიორგი მერჩულე]] აღნიშნავს, რომ იგი „ღმრთისმსახური ჴელმწიფეჲ დიდი ბაგრატონიანი აშოტ კურაპალატი, კეთილადმორწმუნეჲ“ იყო. მას შემდეგ, რაც „ღმრთისმსახურსა მეფესა აშოტ კურაპალატსა აუწყა გაბრიელ ერისმთავარმან სანატრელისა მამისა გრიგოლის ღირსებაჲ და უცხოებალ და უქმსა უდაბნოსა მონასტრისა შენებაჲ“, აშოტ I-მა დიდი სიხარულით და პატივით ისტუმრა [[გრიგოლ ხანძთელი]] თავის სასახლეში. აშოტ I-მა წმ. გრიგოლს „შესწირნა ადგილნი კეთილნი და შატბერდისა ადგილი აგარაკად ხანცთისა“.
  
  
 +
{|
 +
|-
 +
| [[ფაილი:Logo1.JPG|მარჯვენა|10px|]] [[აშოტ|აშოტ მრავალმნიშვნელოვანი]]
 +
|}
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
*ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილის, 2013 წ.
+
* [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
*[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
+
 
+
  
 
[[კატეგორია:ქართველი წმინდანები]]
 
[[კატეგორია:ქართველი წმინდანები]]
 
[[კატეგორია:წმინდანები]]
 
[[კატეგორია:წმინდანები]]
 
[[კატეგორია:ბაგრატიონები]]
 
[[კატეგორია:ბაგრატიონები]]
 +
[[კატეგორია:ქართლის ერისმთავრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს მეფეები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს მეფეები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]]
 +
[[კატეგორია:ტაო-კლარჯეთის მეფეები]]

მიმდინარე ცვლილება 00:33, 31 იანვარი 2023 მდგომარეობით

წმ. მოწამე აშოტ I კურაპალატი

აშოტ I დიდი – (კურაპალატი) (გ. 829), წმ. მოწამე (ხსენების დღე 29.01/11.02). ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა დინასტიის მამამთავარი. IX ს. 20-იან წლებამდე იყო ქართლის ერისმთავარი.

სათავეში ედგა ქართლის ბრძოლას არაბთა წინააღმდეგ. ურთიერთობა ჰქონდა ბიზანტიასთან და „ბერძენთა მეფემ (ე.ი. ბიზანტიის იმპერატორმა) მიუბოძა კურაპალატობა“. არაბებთან ბრძოლაში თავდაპირველად წარმატებას მიაღწია, მაგრამ შემდეგ დამარცხდა და იძულებული გახდა, გასცლოდა ქართლს. ოჯახის წევრებისა და მცირე ამალის თანხლებით აშოტ I „წარემართა რათა წარვიდეს საბერძნეთად“, მაგრამ გზად ფარავანზე შეჩერებულ აშოტ I-ს და მის ამალას თავს დაეხნენ „სარკინოზნი“. „შეეწია ღმერთი აშოტ კურაპალატსა და კნინსა მას ლაშქარსა მისსა, მოსცა ძლევა მათ ზედა“. აშოტ I ბიზანტიას აღარ წავიდა და დამკვიდრდა შავშეთ-კლარჯეთში, ბაგრატიონთა დომენში, ბიზანტიის ხელდებულ ქვეყანაში, რომელიც დიდად იყო დაზარალებული არაბთა შემოსევების შედეგად. განაახლა და რეზიდენციად გაიხადა არტანუჯი, რომელიც ვახტანგ გორგასალმა ააგო. მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი სამფლობელოები, „ზოგი იყიდა საფასოთა, ზოგი ოჴერი აღაშენა და განამრავლა სოფლები აშოტ კურაპალატმა ქუეყანათა მათ შინა“. აშოტ I-მა საფუძველი ჩაუყარა ტაო-კლარჯეთის სამთავროს, რომლის შემადგენლობაში შედიოდა: შავშეთი, კლარჯეთი, ნიგალი, აჭარა, ტაო, სამცხე, ჯავახეთი, არტაანი. ამიერიდან ქართლის პოლიტიკურმა ცენტრმა მთლიანად სამხრეთში გადაინაცვლა. იგი ბრძოლას აგრძელებდა შიდა ქართლისათვის და აფართოებდა სამთავროს საზღვარს „კლარჯეთითგან ვიდრე ქსნამდე“, რის გამოც ქართლის ისტორიაში ამ ხანას პირობითად, ტაო-კლარჯეთის ან „ქართველთა სამეფოს“ პერიოდიც ეწოდება. არაბთა წინააღმდეგ ბრძოლის სამზადისში, როდესაც იგი ელოდა ლაშქრის შევსებას, „დაესხნეს მას სარკინოზნი უცნაურად და აოტნეს“. აშოტ I დაბანაკდა ნიგალის ხევს და ელოდა დამხმარე ძალის მოსვლას, მაგრამ შინაგამცემლებმა ეკლესიას შეფარებული აშოტ I „მოწყლეს... მახჳლითა საკურთხეველსა ზედა და შეისუარა საკურთხეველი იგი სისხლითა მისითა... და სისხლი იგი დათხეული დღესაცა საჩინოდ სახილველ არს“. აშოტ I დაკრძალეს არტანუჯის ციხეში, მის მიერ შექმნილ საძვალეში.

აშოტ I-ის დროს სამთავროში დიდი საეკლესიო მშენებლობა დაიწყო. მან არტანუჯის ციხეში „აღაშენა ციხესა მას შინა ეკლესია მოციქულთა პეტრესი და პავლესი“. აშოტ I იყო დიდად მორწმუნე და ღვთის მოშიში. გიორგი მერჩულე აღნიშნავს, რომ იგი „ღმრთისმსახური ჴელმწიფეჲ დიდი ბაგრატონიანი აშოტ კურაპალატი, კეთილადმორწმუნეჲ“ იყო. მას შემდეგ, რაც „ღმრთისმსახურსა მეფესა აშოტ კურაპალატსა აუწყა გაბრიელ ერისმთავარმან სანატრელისა მამისა გრიგოლის ღირსებაჲ და უცხოებალ და უქმსა უდაბნოსა მონასტრისა შენებაჲ“, აშოტ I-მა დიდი სიხარულით და პატივით ისტუმრა გრიგოლ ხანძთელი თავის სასახლეში. აშოტ I-მა წმ. გრიგოლს „შესწირნა ადგილნი კეთილნი და შატბერდისა ადგილი აგარაკად ხანცთისა“.


Logo1.JPG აშოტ მრავალმნიშვნელოვანი

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები