ქვათახევის კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ეკლესია)
 
(ერთი მომხმარებლის 9 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ქვათახევის კომპლექსი''' - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, [[საქართველო]]ში, [[შიდა ქართლი]]ს მხარეში, [[კასპის მუნიციპალიტეტი|კასპის მუნიციპალიტეტში]], კავთურის ხეობაში, სოფელ წინარესიდან 5 კმ-ზე. თარიღდება XII-XIII საუკუნეების მიჯნით. ანსამბლში შედის: [[ეკლესია]], [[გალავანი]], [[კოშკი]], სატრაპეზო, სამრეკლო, საცხოვრებელი სენაკები.  
+
'''ქვათახევის კომპლექსი''' - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, [[საქართველო]]ში, [[შიდა ქართლი]]ს მხარეში, [[კასპის მუნიციპალიტეტი|კასპის მუნიციპალიტეტში]], კავთურის ხეობაში, სოფელ წინარესიდან 5 კმ-ზე. თარიღდება XII-XIII საუკუნეების მიჯნით. ანსამბლში შედის: [[ეკლესია]], [[გალავანი]], [[კოშკი]], სატრაპეზო, [[სამრეკლო]], საცხოვრებელი [[სენაკი|სენაკები]].  
  
==ისტორის==
 
==ისტორის==
 
თავდაპირველად ქვათახევში დედათა მონასტერი ყოფილა. შემდეგ იგი მამათა მონასტრად გადაუკეთებიათ. 1400 წ. გაზაფხულზე მეექვსედ შემოსევის დროს თემურლენგმა დაარბია ქვათახევი. დამპყრობლებმა ეკლესიაში შეამწყვდიეს „მუნ მყოფნი კაცნი, მამანი და დედანი, [[მღვდელი|მღვდელნი]] და [[დიაკონი|დიაკონნი]] და [[მონაზონი|მონაზონნი]], ცეცხლი შეუკეთეს და გამოსწვეს შიგ“, ხანძრის დროს დაზიანდა მოხატულობა მონასტერი ძალიან მდიდარი ყოფილა. 1601 წ. სიმონ მეფის თურქთა ტყვეობიდან გამოსასყიდად მონასტერს ოქროთი და ვერცხლით 70 000 ლევი გადაუხდია.
 
1854-74 წლებში მონასტერი სამეცნირტო-საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. ამ დროს ქვათახევის არქიმანდრიტი იყო კულტურის თვალსაჩინო მოღვაწე, მთარგმნელი, მწერალი და კალიგრაფი – ტარასი ალექსი-მესხიშვილი. 1854 წელს იოანე თარხან-მოურავმა ქვათახევის ეკლესია კაპიტალურად შეაკეთებინა (ეკლესიას შეუნარჩუნეს პირვანდელი ზომები, პროპორციები და ფორმები). 1854-74 წლებში ეკლესიის გარშემო შეიქმნა „სიმრავლე ახალთა შენობათა“: სატრაპეზო, სამრეკლო, ბერების საცხოვრ. სენაკები.  
+
1854-74 წლებში მონასტერი სამეცნირტო-საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. ამ დროს ქვათახევის არქიმანდრიტი იყო კულტურის თვალსაჩინო მოღვაწე, მთარგმნელი, მწერალი და კალიგრაფი – ტარასი ალექსი-მესხიშვილი. 1854 წელს იოანე თარხან-მოურავმა ქვათახევის ეკლესია კაპიტალურად შეაკეთებინა (ეკლესიას შეუნარჩუნეს პირვანდელი ზომები, პროპორციები და ფორმები). 1854-74 წლებში ეკლესიის გარშემო შეიქმნა „სიმრავლე ახალთა შენობათა“: სატრაპეზო, [[სამრეკლო]], ბერების საცხოვრ. [[სენაკი|სენაკები]].  
  
1970-75  სამონასტრო ანსამბლზე სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმო სახელოსნომ (ხელმძღვ. ვ. ცინცაძე) შეცვალეს [[გუმბათი]]ს გადახურვა, აღადგინეს დასავლეთ კარიბჭე.  
 
== ეკლესია ==  
 
== ეკლესია ==  
ქვათახევის კომპლექსის დომინანტს წარმოადგენს [[ჯვარ-გუმბათოვანი შენობა|ჯვარგუმბათოვანი]] ეკლესია (20,7X13,5 მ), რომელიც ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას, ეკლესიის ფასადები მოპირკეთებულია კარგად გათლილი კვადრებით, ინტერიერის კედლები ნაგებია ნატეხი ქვით, [[პილონი (არქიტურა)|პილონებზე]], პილასტრებსა და თაღებზე გამოყენებულია კარგად გათლილი ქვის კვადრები.
+
ქვათახევის კომპლექსის დომინანტს წარმოადგენს [[ჯვარ-გუმბათოვანი შენობა|ჯვარგუმბათოვანი]] ეკლესია (20,7X13,5 მ), რომელიც ორსაფეხურიან [[ცოკოლი|ცოკოლზე]] დგას, ეკლესიის [[ფასადი|ფასადები]] მოპირკეთებულია კარგად გათლილი [[კვადრი|კვადრებით]], [[ინტერიერი (არქიტექტურა)|ინტერიერი]]ს [[კედელი|კედლები]] ნაგებია ნატეხი ქვით, [[პილონი (არქიტექტურა)|პილონებზე]], [[პილასტრი|პილასტრებსა]] და თაღებზე გამოყენებულია კარგად გათლილი ქვის კვადრები.
 
ეკლესიას ორი კარიბჭიანი შესასვლელი აქვს: სამხრეთით და დასავლეთით. ეკლესიის თანადროული სამხრეთის კარიბჭე ოთხ სვეტზე დგას, გადახურულია სხივისებრი კამარით და დიდი ღია [[თაღი|თაღით]] უკავშირდება ეკლესიას. ეს კარიბჭე ყველაზე მეტად იყო დაზიანებული (აღდგენილია). დასავლეთ კარიბჭე ეკლესიისათვის XVII საუკუნის II ნახევარში მიუშენებიათ. აგებულია წინამძღვარ ნიკოლოზ ჩხეიძის მიერ. ისიც ოთხ სვეტზე დგას და გადახურულია კამარით. ეკლესიის შიდა სივრცეს ოთხი მკლავი და მათ გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი ქმნის. კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა ხდება აფრებით. გუმბათის ყელი ნახევარსფეროთი გადახურული მაღალი ცილინდრია. აღმოსავლეთისა და დასავლეთის მკლავები სამხრეთისა და ჩრდილოეთისაზე გრძელია. მკლავები გადახურულია კამარებით. დასავლეთ მკლავის გვერდებზე დაბალი ნავებია, ხოლო აფსიდის ორივე მხარეს ცილინდრული კამარებით გადახურული, აფსიდით დასრულებული მოგრძო სათავსები – სადიაკვნე და სამკვეთლო. ისინი [[საკურთხეველი|საკურთხეველს]] ბემის არეში უერთდებიან [[ჯვარი|ჯვრის]] ყოველ მკლავში ორი მაღალი და ვიწრო, ხოლო მათ ზემოთ – ერთი მცირე წრიული [[სარკმელი]]ა სამი სარკმელია ეკლესიის აფსიდშიც. [[სამკვეთლო]]სა და სადიაკვნეში თითო პატარა სარკმელია, გუმბათის ყელში – თორმეტი. ინტერიერში კედლების თავდაპირველი შელესილობისა და მოხატულობიდან თითქმის არაფერია შემორჩენილი მოგვიანებით კედლები ხელმეორედ შეულესავთ.  
+
ეკლესიას ორი კარიბჭიანი შესასვლელი აქვს: სამხრეთით და დასავლეთით. ეკლესიის თანადროული სამხრეთის კარიბჭე ოთხ [[სვეტი|სვეტზე]] დგას, გადახურულია სხივისებრი [[კამარა|კამარით]] და დიდი ღია [[თაღი|თაღით]] უკავშირდება ეკლესიას. ეს კარიბჭე ყველაზე მეტად იყო დაზიანებული (აღდგენილია). დასავლეთ კარიბჭე ეკლესიისათვის XVII საუკუნის II ნახევარში მიუშენებიათ. აგებულია წინამძღვარ ნიკოლოზ ჩხეიძის მიერ. ისიც ოთხ სვეტზე დგას და გადახურულია კამარით. ეკლესიის შიდა სივრცეს ოთხი მკლავი და მათ გადაკვეთაზე აღმართული [[გუმბათი]] ქმნის. კვადრატიდან [[გუმბათის ყელი|გუმბათის ყელზე]] გადასვლა ხდება [[აფრა (არქიტექტურა)|აფრებით]]. გუმბათის ყელი ნახევარსფეროთი გადახურული მაღალი ცილინდრია. აღმოსავლეთისა და დასავლეთის მკლავები სამხრეთისა და ჩრდილოეთისაზე გრძელია. მკლავები გადახურულია კამარებით. დასავლეთ მკლავის გვერდებზე დაბალი [[ნავი (არქიტექტურა)|ნავებია]], ხოლო აფსიდის ორივე მხარეს [[ცილინდრული კამარა|ცილინდრული კამარებით]] გადახურული, აფსიდით დასრულებული მოგრძო სათავსები – სადიაკვნე და სამკვეთლო. ისინი [[საკურთხეველი|საკურთხეველს]] [[ბემა|ბემი]]ს არეში უერთდებიან [[ჯვარი|ჯვრის]] ყოველ მკლავში ორი მაღალი და ვიწრო, ხოლო მათ ზემოთ – ერთი მცირე წრიული [[სარკმელი]]ა სამი სარკმელია ეკლესიის აფსიდშიც. [[სამკვეთლო]]სა და სადიაკვნეში თითო პატარა სარკმელია, გუმბათის ყელში – თორმეტი. ინტერიერში კედლების თავდაპირველი შელესილობისა და მოხატულობიდან თითქმის არაფერია შემორჩენილი მოგვიანებით კედლები ხელმეორედ შეულესავთ.  
  
ფასადების მორთულობის ძირითადი ელემენტია შეწყვილებული სარკმლების მოჩარჩოება და მათ შუა აღმართული ჯვარი. აღმოსავლეთის ფასადზე შუა სარკმლის სწორკუთხა მოჩარჩოების ლილვები ქვემოთ იხსნება, გვერდებზე ქმნის რომბებს, გრძელდება ქვევით და ცოკოლს ეყრდნობა. სარკმელი რომბებიანად კვარცხლბეკია ფასადის ზედა მონაკვეთზე გამოსახული დიდი ჯვრისათვის. ამ კომპოზიციის გვერდებზე მაღალი სამკუთხა [[ნიში|ნიშებია]], რომლებსაც შემოვლებული აქვთ შეწყვილებული ლილვები. ლილვებით მიღებული პილასტრები ბაზისებს ეყრდნობა და მთავრდება მოჩუქურთმებულბურთულებიანი კაპიტელით. ნიშების თაღებში ოთხ-ოთხი ფესტონია, თაღების ზემოთ კი სამ-სამი კოპი, ფასადის განაპირა მონაკვეთებზე ორ-ორი მოჩუქურთმებული სარკმელია, ზედა მცირე და წრიულია, ქვედა კი – მაღალი და დიდი.  
+
ფასადების მორთულობის ძირითადი ელემენტია შეწყვილებული სარკმლების მოჩარჩოება და მათ შუა აღმართული ჯვარი. აღმოსავლეთის ფასადზე შუა სარკმლის სწორკუთხა მოჩარჩოების ლილვები ქვემოთ იხსნება, გვერდებზე ქმნის რომბებს, გრძელდება ქვევით და ცოკოლს ეყრდნობა. სარკმელი რომბებიანად [[კვარცხლბეკი]]ა ფასადის ზედა მონაკვეთზე გამოსახული დიდი ჯვრისათვის. ამ კომპოზიციის გვერდებზე მაღალი სამკუთხა [[ნიში|ნიშებია]], რომლებსაც შემოვლებული აქვთ შეწყვილებული ლილვები. ლილვებით მიღებული პილასტრები [[ბაზისი (არქიტექტურა)|ბაზისებს]] ეყრდნობა და მთავრდება მოჩუქურთმებულბურთულებიანი [[კაპიტელი]]თ. ნიშების თაღებში ოთხ-ოთხი [[ფესტონი (არქიტექტურა)|ფესტონი]]ა, თაღების ზემოთ კი სამ-სამი კოპი, ფასადის განაპირა მონაკვეთებზე ორ-ორი მოჩუქურთმებული სარკმელია, ზედა მცირე და წრიულია, ქვედა კი – მაღალი და დიდი.  
  
დასავლეთ ფასადზე თავდაპირველი მორთულობიდან შემორჩენილია მაღლა, ცენტრში, შეწყვილებული სარკმლები, ხოლო მათ ზემოთ, ფრონტონში – წყვილი ჯვარი, მარყუჟებიანი ლილვებით შემკული თითო მცირე წრიული სარკმელი ფასადის ქვედა არეებშია. ამ ფასადზე მიდგმული კარიბჭე გვიანდელია, შესასვლელი ტიმპანითურთ კი ძველი.
 
ხაზი 21: ხაზი 21:
 
ჩრდილოეთის ფასადი ორიგინალურია, მის ცენტრალურ ნაწილში ლილვოვანი თაღი და მდიდრულად მოჩარჩოებული შეწყვილებული სარკმლებია. დანარჩენი ფასადებისგან განსხვავებით, ამ ფასადის სარკმლებს შორის ჯვრის მკლავი არ არის ჩაყოლებული. გრეხილი ლილვები ფასადზე საფეხურებს ქმნის. ლილვები, პილასტრების კაპიტელები და ბაზისები მთლიანად მოჩუქურთმებულია. სარკმლებს შემოვლებული აქვს წვრილ გრეხილებში ჩამჯდარი ჩუქურთმიანი ფართო არშია.  
 
ეკლესიის გუმბათის ყელი მორთულია უწყვეტი დეკორატიული თაღედით თითოეულ თაღში წვრილი და მაღალი სარკმელია თაღებს შუა კოპებია. გუმბათს შემოვლებული აქვს მოჩუქურთმებული მაღალი ფრიზი და ორმაგი ლავგარდანი.  
+
ეკლესიის გუმბათის ყელი მორთულია უწყვეტი დეკორატიული თაღედით თითოეულ თაღში წვრილი და მაღალი სარკმელია თაღებს შუა კოპებია. გუმბათს შემოვლებული აქვს მოჩუქურთმებული მაღალი [[ფრიზი]] და ორმაგი [[ლავგარდანი]].  
  
ეკლესიის მოჩუქურთმებული ბატიყელა ლავგარდნისა და ლორფინის სახურავისგან ფრაგმენტებია შემორჩენილი.  
+
ეკლესიის მოჩუქურთმებული [[ბატიყელა]] ლავგარდნისა და ლორფინის [[სახურავი|სახურავისგან]] ფრაგმენტებია შემორჩენილი.  
 
სხვა ნაგებობებმა (გალავანი, კოშკი, სატრაპეზო და ბერების საცხოვრებელი სენაკები) ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია.
 
სხვა ნაგებობებმა (გალავანი, კოშკი, სატრაპეზო და ბერების საცხოვრებელი სენაკები) ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია.
  
ხაზი 42: ხაზი 42:
  
==წყარო==
 
==წყარო==
[[საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]]
+
[[საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]]
  
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]

მიმდინარე ცვლილება 19:40, 19 იანვარი 2023 მდგომარეობით

ქვათახევის კომპლექსი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, კავთურის ხეობაში, სოფელ წინარესიდან 5 კმ-ზე. თარიღდება XII-XIII საუკუნეების მიჯნით. ანსამბლში შედის: ეკლესია, გალავანი, კოშკი, სატრაპეზო, სამრეკლო, საცხოვრებელი სენაკები.

სარჩევი

[რედაქტირება] ისტორის

თავდაპირველად ქვათახევში დედათა მონასტერი ყოფილა. შემდეგ იგი მამათა მონასტრად გადაუკეთებიათ. 1400 წ. გაზაფხულზე მეექვსედ შემოსევის დროს თემურლენგმა დაარბია ქვათახევი. დამპყრობლებმა ეკლესიაში შეამწყვდიეს „მუნ მყოფნი კაცნი, მამანი და დედანი, მღვდელნი და დიაკონნი და მონაზონნი, ცეცხლი შეუკეთეს და გამოსწვეს შიგ“, ხანძრის დროს დაზიანდა მოხატულობა მონასტერი ძალიან მდიდარი ყოფილა. 1601 წ. სიმონ მეფის თურქთა ტყვეობიდან გამოსასყიდად მონასტერს ოქროთი და ვერცხლით 70 000 ლევი გადაუხდია.

1854-74 წლებში მონასტერი სამეცნირტო-საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. ამ დროს ქვათახევის არქიმანდრიტი იყო კულტურის თვალსაჩინო მოღვაწე, მთარგმნელი, მწერალი და კალიგრაფი – ტარასი ალექსი-მესხიშვილი. 1854 წელს იოანე თარხან-მოურავმა ქვათახევის ეკლესია კაპიტალურად შეაკეთებინა (ეკლესიას შეუნარჩუნეს პირვანდელი ზომები, პროპორციები და ფორმები). 1854-74 წლებში ეკლესიის გარშემო შეიქმნა „სიმრავლე ახალთა შენობათა“: სატრაპეზო, სამრეკლო, ბერების საცხოვრ. სენაკები.

1970-75 სამონასტრო ანსამბლზე სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმო სახელოსნომ (ხელმძღვ. ვ. ცინცაძე) შეცვალეს გუმბათის გადახურვა, აღადგინეს დასავლეთ კარიბჭე.

[რედაქტირება] ეკლესია

ქვათახევის კომპლექსის დომინანტს წარმოადგენს ჯვარგუმბათოვანი ეკლესია (20,7X13,5 მ), რომელიც ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას, ეკლესიის ფასადები მოპირკეთებულია კარგად გათლილი კვადრებით, ინტერიერის კედლები ნაგებია ნატეხი ქვით, პილონებზე, პილასტრებსა და თაღებზე გამოყენებულია კარგად გათლილი ქვის კვადრები.

ეკლესიას ორი კარიბჭიანი შესასვლელი აქვს: სამხრეთით და დასავლეთით. ეკლესიის თანადროული სამხრეთის კარიბჭე ოთხ სვეტზე დგას, გადახურულია სხივისებრი კამარით და დიდი ღია თაღით უკავშირდება ეკლესიას. ეს კარიბჭე ყველაზე მეტად იყო დაზიანებული (აღდგენილია). დასავლეთ კარიბჭე ეკლესიისათვის XVII საუკუნის II ნახევარში მიუშენებიათ. აგებულია წინამძღვარ ნიკოლოზ ჩხეიძის მიერ. ისიც ოთხ სვეტზე დგას და გადახურულია კამარით. ეკლესიის შიდა სივრცეს ოთხი მკლავი და მათ გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი ქმნის. კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა ხდება აფრებით. გუმბათის ყელი ნახევარსფეროთი გადახურული მაღალი ცილინდრია. აღმოსავლეთისა და დასავლეთის მკლავები სამხრეთისა და ჩრდილოეთისაზე გრძელია. მკლავები გადახურულია კამარებით. დასავლეთ მკლავის გვერდებზე დაბალი ნავებია, ხოლო აფსიდის ორივე მხარეს ცილინდრული კამარებით გადახურული, აფსიდით დასრულებული მოგრძო სათავსები – სადიაკვნე და სამკვეთლო. ისინი საკურთხეველს ბემის არეში უერთდებიან ჯვრის ყოველ მკლავში ორი მაღალი და ვიწრო, ხოლო მათ ზემოთ – ერთი მცირე წრიული სარკმელია სამი სარკმელია ეკლესიის აფსიდშიც. სამკვეთლოსა და სადიაკვნეში თითო პატარა სარკმელია, გუმბათის ყელში – თორმეტი. ინტერიერში კედლების თავდაპირველი შელესილობისა და მოხატულობიდან თითქმის არაფერია შემორჩენილი მოგვიანებით კედლები ხელმეორედ შეულესავთ.

ფასადების მორთულობის ძირითადი ელემენტია შეწყვილებული სარკმლების მოჩარჩოება და მათ შუა აღმართული ჯვარი. აღმოსავლეთის ფასადზე შუა სარკმლის სწორკუთხა მოჩარჩოების ლილვები ქვემოთ იხსნება, გვერდებზე ქმნის რომბებს, გრძელდება ქვევით და ცოკოლს ეყრდნობა. სარკმელი რომბებიანად კვარცხლბეკია ფასადის ზედა მონაკვეთზე გამოსახული დიდი ჯვრისათვის. ამ კომპოზიციის გვერდებზე მაღალი სამკუთხა ნიშებია, რომლებსაც შემოვლებული აქვთ შეწყვილებული ლილვები. ლილვებით მიღებული პილასტრები ბაზისებს ეყრდნობა და მთავრდება მოჩუქურთმებულბურთულებიანი კაპიტელით. ნიშების თაღებში ოთხ-ოთხი ფესტონია, თაღების ზემოთ კი სამ-სამი კოპი, ფასადის განაპირა მონაკვეთებზე ორ-ორი მოჩუქურთმებული სარკმელია, ზედა მცირე და წრიულია, ქვედა კი – მაღალი და დიდი.

დასავლეთ ფასადზე თავდაპირველი მორთულობიდან შემორჩენილია მაღლა, ცენტრში, შეწყვილებული სარკმლები, ხოლო მათ ზემოთ, ფრონტონში – წყვილი ჯვარი, მარყუჟებიანი ლილვებით შემკული თითო მცირე წრიული სარკმელი ფასადის ქვედა არეებშია. ამ ფასადზე მიდგმული კარიბჭე გვიანდელია, შესასვლელი ტიმპანითურთ კი ძველი.

სამხრეთ ფასადი ადრინდელ პერიოდს მიეკუთვნება. მორთულობის ცენტრში აქაც მაღალი შეწყვილებული სარკმლებით სარკმელთა მოჩარჩოებებს შორის მოთავსებულია ჯვრის ღერო (ჯვრის ზედა ნაწილი აღდგენილია). ფასადიდან წინ გამოწეულია დაბალი და გრძელი კარიბჭე.

ჩრდილოეთის ფასადი ორიგინალურია, მის ცენტრალურ ნაწილში ლილვოვანი თაღი და მდიდრულად მოჩარჩოებული შეწყვილებული სარკმლებია. დანარჩენი ფასადებისგან განსხვავებით, ამ ფასადის სარკმლებს შორის ჯვრის მკლავი არ არის ჩაყოლებული. გრეხილი ლილვები ფასადზე საფეხურებს ქმნის. ლილვები, პილასტრების კაპიტელები და ბაზისები მთლიანად მოჩუქურთმებულია. სარკმლებს შემოვლებული აქვს წვრილ გრეხილებში ჩამჯდარი ჩუქურთმიანი ფართო არშია.

ეკლესიის გუმბათის ყელი მორთულია უწყვეტი დეკორატიული თაღედით თითოეულ თაღში წვრილი და მაღალი სარკმელია თაღებს შუა კოპებია. გუმბათს შემოვლებული აქვს მოჩუქურთმებული მაღალი ფრიზი და ორმაგი ლავგარდანი.

ეკლესიის მოჩუქურთმებული ბატიყელა ლავგარდნისა და ლორფინის სახურავისგან ფრაგმენტებია შემორჩენილი. სხვა ნაგებობებმა (გალავანი, კოშკი, სატრაპეზო და ბერების საცხოვრებელი სენაკები) ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია.

[რედაქტირება] გალავანი

გალავანი (55,4X59,2 მ) რთულ რელიეფს მიჰყვება. ამიტომ მისი კედლები სხვადასხვა სიმაღლისაა (2-დან 5-6 მ-მდე). ჭიშკარი სამხრეთითაა. დასავლეთით და სამხრეთით განლაგებულია სხვადასხვა დროის ნაგებობები.

[რედაქტირება] კოშკი

ორსართულიანი კოშკი (5,5X8,2 მ) დგას მთავარი ტაძრის სამხრეთით. იგი გალავანშია ჩართული. ნაგებია ნატეხი ქვით. კოშკის ორივე სართული საცხოვრებელი იყო. იგი მრავალჯერაა გადაკეთებული და პირვანდელი სახის დადგენა ძნელდება.

[რედაქტირება] სამრეკლო

სამრეკლო დგას ორსაფეხურიან ცოკოლზე. აშენებულია 1872 წ. იგი გეგმით ხუთწახნაგოვანია. ნაგებია ქვით. ნახევარწრიული თაღები სვეტებზე გადადის. სამრეკლოს პროფილირებული ლავგარდანი აქვს. გადახურულია ქვის კონუსური სახურავით.

[რედაქტირება] სატრაპეზო

სატრაპეზო (6,7X10,2 მ) დგას გალავნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში. ნაგებია ნატეხი ქვით. მის დასავლეთ კედელში შემორჩენილია ორი დიდი ბუხარი (ერთი მათგანის სიგზნე 3 მ-მდე აღწევს) ჩრდილოეთ კედელში ერთი სწორკუთხა სარკმელია.

[რედაქტირება] საცხოვრებელი სენაკები

საცხოვრებელი სენაკები გალავანზე დასავლეთიდანაა მიშენებული. თარიღდება XIX საუკუნით. სენაკებს წინ საერთო დერეფანი აქვს. თავის გეგმით, ხუროთმოძღვრული ფორმებით და ფასადთა მორთულობით ქვათახევის ტაძარი XII საუკუნის დასასრულისა და XIII საუკუნის დასაწყისის ტიპური ძეგლია. ჩუქურთმათა სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით, მათი შესრულების მაღალი დონით იგი ფეოდალური ხანის ქართული ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშია. მისი თანამედროვე და მონათესავე ძეგლებია ბეთანიისა და ფიტარეთის ტაძრები, მაღალაანთ ეკლესია და სხვ.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები