ჭავჭავაძე ილია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Ilia WavWavaZe.JPG|thumb|ილია ჭავჭავაძე]]
 
[[ფაილი:Ilia WavWavaZe.JPG|thumb|ილია ჭავჭავაძე]]
'''ჭავჭავაძე ილია'''  − (1837 - 1907),  მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.  
+
'''ჭავჭავაძე ილია'''  − (დ. 27 ოქტომბერი (8 ნოემბერი). 1837, ყვარელი, –  გ. 30 აგვისტო (12 სექტემბერი). 1907, წიწამური, დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის პანთეონში),  მწერალი და  საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, სოციოლოგი, XIX ს. II ნახ. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მეთაური, ქართული სალიტერატურო ენის რეფორმატორი.
 +
  
====ავტობიოგრაფია====
+
რვა წლის ილიას წერა-კითხვა ყვარლელმა მთავარდიაკონმა ასწავლა, 1848 კი თბილისში, ჰაკეს კერძო პანსიონში მიაბარეს. ამ სასწავლებლის დამთაერების შემდეგ (1851) ჩაირიცხა თბილისის სათავადაზნაურო
დავიბადე 27 ოქტომბერს 1837 წელს სოფელ ყვარელში. ყვარელი თელავის მაზრის სოფელია, ტფილისის გუბერნიისა და მთლად ადგილს, სიღნაღის მაზრასთან ერთად, [[კახეთი]] ეწოდება სახელად. მამაჩემი რამდენადმე განათლებული კაცი იყო, [[ოფიცერი|აფიცრად]] მსახურობდა ნიჟეგოროდის [[დრაგუნები|დრაგუნის]] [[პოლკი (ლეგიონი)|პოლკში]] და რუსული კარგად იცოდა. დედაჩემმა მშვენივრად იცოდა მაშინდელი ქართული მწერლობა. სულ ზეპირად ჰქონდა დასწავლული თითქმის ყველა ლექსი და ყველა ძველებური მოთხრობა და რომანი, რომელიც კი იშოვებოდა მაშინ ან დაბეჭდილი და ან ხელნაწერი. საღამოობით დაგვსხავდა ბავშვებს და გვიკითხავდა მოთხრობებსა და ამბებს; წაკითხვის შემდეგ გვიამბობდა შინაარსს და მეორე დღის საღამოზედ გვკითხავდა: აბა, ვინ უფრო კარგად მიამბობს, რაც გუშინ გაიგონეთო. ვინც კარგად ვუამბობდით, გვაქებდა და ამ ქებას ჩვენ დიდად ვაფასებდით.
+
გიმნაზიის მე-4 კლასში. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე (1857–1861).
  
სწავლა 8 წლისამ დავიწყე ჩვენი სოფლისავე მთავართან – ქართული წერა-კითხვითა. მთავარმა ძალიან კარგად იცოდა ქართული და სახელი ჰქონდა განთქმული სამღვთო წიგნების კარგად მკითხველისა. ხოლო უმთავრესი ღირსება მისი ის იყო, რომ მომხიბვლელი თქმა იცოდა ამბებისა. გვიამბობდა მდაბიურად და ბავშვისათვის ადვილად გასაგების ენით უფრო სამღვთო და სამშობლო ქვეყნის ისტორიის ამბებსა, ვის რა გმირობა მოემოქმედნა, ვის რა ფალავნობა გაეწია, ვის რა ღვაწლი და სიკეთე დაეთესა სამშობლოსა და სარწმუნოების სასარგებლოდ და დასაცველად.
+
სტუდენტობის წლებში ილია ჭავჭავაძემ საფუძვლიანად შეისწაელა ქართული ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, ასევე – რუსული და ევროპული ლიტერატურა და საზოგადოებრივი აზრის ისტორია. ამავე ხანებში ის გაეცნო რუს რადიკალურ  დემოკრატთა ნააზრევს, ფრანგ  განმანათლებელთა იდეებს. გერმანულ ფილოსოფიას და ყოველივე ამის საფუძველზე გამოიმუშავა საკუთარი მსოფლმხედველობა, რომლის ღერძსაც წარმოადგენდა [[ქართველები|ქართველი]] ხალხის ეროენული დამოუკიდებლობისა და სოციალური თავისუფლების იდეა. ამ იდეისათეის ბრძოლაში ილიას გარშემო დაირაზმა იმდროინდელი  ქართველი სტუდენტობა და ინტელიგენციის ახალგაზრდა თაობა, რომელიც საქართველოს ისტორიაში შევიდა „პირველი დასის“, ანუ „თერგდალეულების" სახელწოდებით. ილია ჭავჭავაძეს მხარში ედგნენ სხვა გამოჩენილი მწერლები და საზოგადო  მოღვაწენი: [[აკაკი წერეთელი|ა. წერეთელი]], [[იაკობ გოგებაშვილი|ი. გოგებაშვილი]], [[ნიკო ნიკოლაძე|ნ. ნიკოლაძე]], [[მესხი სერგეი|ს. მესხი]] და სხვ.  
  
ბევრი ამ ამბავთაგანი ჩამრჩა გულში და ერთი მათ შორის „დიმიტრი თავდადებული“ თემად გამოვიყენე მრავალის წლის შემდეგ. ერთი კიდევ პატარა საშობაო მოთხრობად დავწერე. ჩემს „გლახის ნაამბობში“ ზოგიერთს ადგილს ცხადად ამჩნევია კვალი მთავრის ამბების გავლენისა.
+
ი. ჭავჭავაძისა და მის თანამოაზრეთა ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო ზრუნვა ქართული ენის უფლებების დაცვისათვის, მისი ფუნქციების გაფართოების, შემდგომი განვითარებისა და სრულყოფისათვის. „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?“ წერდა ილია თავის პირველსავე კრიტიკულ წერილში „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კაზლოვიდამ „შეშლილის“ თარგმნაზედა“ („ცისკარი“, №4, აპრილი, 1861). ამ წერილმა სათავე დაუდო პოლემიკას „მამებსა“ და „შვილებს“ შორის ([[მამათა და შვილთა ბრძოლა|„მამათა“ და „შვილთა“ ბრძოლა]]). პოლემიკა როგორც მხატვრული ლიტერატურის, ისე [[სალიტერატურო ენა|სალიტერატურო ენის]] მრავალ საჭირბოროტო საკითხს მოიცავდა, რომელთა შესახებაც ილიას თავიდანვე მკაფიოდ გამოკვეთილი, მართებული თვალსაზრისი ჰქონდა ჩამოყალიბებული. რაც მთავარია, მწერალი თავის შეხედულებებს განამტკიცებდა და პრაქტიკულად განახორციელებდა მთელი თავისი შემოქმედებით. „თერგდალეულთა“ მიერ გატარებული ენობრივი რეფორმის არსს შეადგენდა სალიტერატურო ენის დეოკრატიზაცია – მისი დაახლოება სასაუბრო ენასთან. პირეელი გაბედული ნაბიჯი, რომელიც ი. ჭავჭავაძემ გადადგა ამ მიმართულებით, იყო ორთოგრაფიის გამარტივება და ხელის აღება ფონეტიკურ საფუძველს მოკლებულ რამდენიმე [[ასო (ნიშანი)|ასო]]ზე (ჱ, ჲ, ჳ,[[ფაილი:Uuuu.JPG|10პქ|]], ჴ, Ⴔ, ჵ). „მამების“ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ილიას თვალსაზრისმა გაიმარჯვა და მის მიერ შემოთავაზებული რეფორმა სულ მალე ბოლომდე გატარდა სალიტერატურო ენაში.
  
მთავართან ვსწავლობდი ამავე ჩემ სამშობლო სოფლის გლეხკაცების შვილებთან. რამდენადაც მახსოვს, ხუთნი თუ ექვსნი იყვნენ. ყველანი შინიდან დავდიოდით მთავართან დილ-დილით და სწავლა გვქონდა მხოლოდ შუადღემდე. წერა-კითხვას, როგორც მახსოვს, სულ ერთ საათს ვანდომებდით ხოლმე, დანარჩენი დრო შუადღემდე იმაში გადიოდა, რომ ვთამაშობდით თვით მთავრის ზედამხედველობითა და ხელმძღვანელობით და უმთავრესად უფრო იმაში, რომ ვისხედით და ვისმენდით იმის გასატაცებელ ნაამბობს.
+
„მამაოა“ თაობის შეხედულებებს სალიტერატურო ენაზე საფუძელად ედო ე. წ. [[სამი სტილის თეორია]], რომლის მიხედვითაც [[მეტყველება|მეტყველების]] ფორმა უნდა შეეფერებოდეს მსჯელობის ობიექტს. ი. ჭავჭავაძემ მკაცრად გაილაშქრა ამგვარი დაყოფის წინააღმდეგ: „არა, ბუნებაში ღმერთს არ შეუქმნია მაღალი და მდაბალი საგანი. ყოველი საგანი მაღალია თვის კვალობაზედ და ერთნაირად მოგვითხრობს იმ დიდ სულზედ, რომელიც აცხოვრებს მთელს ქვეყანასა. მაშასადამე, ყოველი საგანი ერთნაირად გამოითქმის. ეგ სამგვარად განყოფა ენისა ძველი უსაფუძვლობაა, და გთხოვთ ნუღარ გააღვიძებთ კანონს, რომელიც დიდი ხანია რაც
 +
დაიმარხა და რომელიც, ვიდრე იყო თავის მოქმედებაში, [[რკინა|რკინის]] სალტესავით ავიწროებდა კაცის მეტყველებასა და აზრსა“.  
  
მეთერთმეტე წელში რომ გადავდექი, მამამ ქალაქში წამიყვანა და მიმცა რაევსკისა და ჰაკკეს პანსიონში. ეს პანსიონი ტფილისის მაშინდელ ყველა კერძო სასწავლებელზედ უკეთესი იყო.
+
სამი სტილის თეორიის უკუგდება თავისთავად ნიშნავდა მაღალფარდოვანი სტილის უარყოფას და სალიტერატურო ენის გადახალისება-გახალხურებას.
  
15 წლისა ვიყავი, როცა ამ პანსიონიდან ტფილისის გიმნაზიაში შევედი; მეოთხე კლასში მიმიღეს და ბინით კი ისევ პანსიონში ვიყავი. პანსიონს მაშინ განაგებდა მხოლოდ ერთი ჰაკკე. ჰაკკე გერმანელი იყო, ყოველმხრივ განათლებული კაცი. გერმანიიდან დაიბარა მაშინდელმა [[კავკასია|კავკასიის]] ცალკე კორპუსის კომანდირმა ნეიტგარტმა თავის შვილების აღსაზრდელად. ხოლო ნეიტგარტის შემდეგაც ტფილისში დარჩა და პედაგოგ რაევსკისთან ერთად პანსიონი დააარსა. ჰაკკე სასტიკი კაცი იყო, მაგრამ თან იმოდენად მამობრივს მზრუნველობას იჩენდა თავის შეგირდების მიმართ, იმოდენას სცდილობდა და ყურს უგდებდა მათს ზნეობრივსა და გონებრივ განვითარებას, რომ თითქმის მთელს თავისუფალ დროს, კლასში მეცადინეობის შემდეგ, იმათ ანდომებდა, ხან ემუსაიფებოდა, ხან ართობდა მუსიკით და მართავდა ხელდახელ კონცერტს როიალზედ, რომლის დაკვრაც საუცხოვოდ იცოდა.
+
ერთ-ერთი კონკრეტული საკითხი, რომელიც დაისვა „ცისკარში“ გამართული პოლემიკის დროს, იყო უცხო [[სიტყვა|სიტყების]] სესხება. . ჭავჭავაძე მკაცრად ილაშქრებდა უცხო სიტყვებით ქართული ენის დანაგვიანების წინააღმდეგ, მაგრამ ამავე დროს ზრუნავდა და ყოველმხრივ ხელს უწყობდა უცხოური წარმომავლობის ისეთი სიტყვების შემოტანას, რომლებიც ყველა ცივილიზებული ხალხის ენაში გვხვდება. მრავალი ასეთი სიტყვის დამკვიდრება ქართულ ენაში უშუალოდ ილიას სახელს უკავშირდება.  
  
გავათავე მერვე კლასი, მხოლოდ საბოლოო ეგზამენი აღარ დავიჭირე და 1857 წელს პატერბურგის უნივერსიტეტში შევედი იურიდიულ ფაკულტეტის მაშინდელ კამერალურს განყოფილებაზედ.
+
ი. ჭავჭავაძემ გააცოცხლა ბევრი ძველი სიტყვა, დააზუსტა და საყოველთაო [[ტერმინი|ტერმინებად]] აქცია, ბევრიც  ხალხურ მეტყველებაში მოიძია და გზა გაუკაფა სალიტერატურო ენაში, თვითონაც შექმნა ქართულისათვის დამახასიათებელი ყალიბის მიხედვით. საყოველთაოდ ცნობილი სიტყვა „მამული“ XIX ს. 60-იან წლებამდე თითქმის მივიწყებული იყო და მხოლოდღა მიწა-წყლის, ადგილ-მამულის მნიშვნელობით იხმარებოდა. ილიამ და მისმა თაობამ დაუბრუნა ამ სიტყვას ძველი მნიშენელობა, რის შესახებაც თვითონ ილია წერდა: „სამოციან წლებში ყველაზე უწინარეს გამობრწყინდა დავიწყებული სიტყვა „მამული“ მთელის თავის გულთი მიმზიდველი და დიდებულ მნიშვნელობით. ვისაც კი რაიმე ნიშანწყალი ჰქონდა ღმრთის მიერ მინიჭებული მადლისა და კალამი ხელთ ეპყრა, თითქმის ყველანი იმ გზას დაადგნენ, რომ ქართველს გულში ჩაუსახონ მამული, რომელიც ჟამთა ვითარებამ უძრავ ქონების სახელამდეღა დააქვეითა და დაამდაბლა. აგრე გაუპატიურებულმა სიტყვამ სამოციან წლების მოღვაწეთა მეოხებით და ღვაწლით კვლავ დაიჭირა ჩვენში კუთვნილი ადგილი, ვითარცა მზემ, და თავისი სხივოსანი შუქი მოჰფინა მთელს სივრცეს ჩვენის ცხოვრებისას“. ამ სიტყვის გამოცოცხლებას და გააქტიურებას მოჰყვა მისგან ახალი სიტყვების წარმოქმნა, როგორიცაა: მამულიშვილი, მამულიშვილობა, მამულიშვილური, სამამულო, სამამულიშვილო და სხვ. ამგვარი მაგალითები მრავალია.
  
1861 წელს უკვე მეოთხე კურსზედ ვიყავი, მაგრამ გავანებე თავი უნივერსიტეტს მაშინ საუნივერსიტეტო არეულობის მიზეზით.
+
ი. ჭავჭავაძე იყო ქართული სალიტერატურო ენის განმაახლებელი და ნორმათა კანონმდებელი, განმსაზღერელი მისი განვითარების ძირითადი გეზისა XIX ს. 60-იანი წლების დასაწყისიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში.
  
1863 წელს დავაფუძნე ჟურნალი „საქართველოს მოამბე“, რომელმაც სულ ერთს წელიწადს იცოცხლა. ამავე 1863 წელს შევირთე ცოლად ოლგა თავად თადეოზ გურამიშვილის ასული.
+
. ჭავჭავაძე  იყო მოთავე მრავალი ეროვნულ-კულტურული წამოწყებისა, როგორიცაა ქართული [[თეატრი]]ს განახლება, „[[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]]“ დაარსება, საადგილმამულო ბანკის გახსნა და სხვ.
  
1864 წლის დამდეგს, როცა განიზრახეს გლეხკაცობის განთავისუფლების რეფორმა [[საქართველო]]ში, გამგზავნეს [[იმერეთი|იმერეთს]] ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის ცალკე მინდობილობათა მოხელედ და დამავალეს გამომერკვია, თუ რა ურთიერთობა სუფევდა მემამულეთა და გლეხკაცთა შორის ბატონყმობისაგან წარმომდგარი.
+
''ზ. ჭუმბურიძე''
  
იმავე წლის ნოემბერში ბატონყმობა გადავარდა ამერეთში და მე დანიშნული ვიქმენ მომრიგებელ შუაკაცად დუშეთს. მომრიგებელ შუაკაცად დავყავ იქ 1868 წლამდე; ხოლო ამ წელს შემოიღეს სასამართლოს რეფორმა კავკასიაში და მე მომანდეს ასრულება მომრიგებელ მოსამართლის თანამდებობისა დუშეთსავე. მომრიგებელ მოსამართლედ ვიყავ 1874 წლამდე.
 
  
აქ მეტი არ იქნება ვსთქვა, რომ ამერეთის თავადაზნაურობამ ნაწილი გლეხთა განთავისუფლებისათვის ნაბოძები ფულისა გადასდო ისეთი [[ბანკი]]ს დასაარსებლად, რომელიც უფრო შესაფერი იქნებოდა ქვეყნის საჭიროებისათვის წესიერ კრედიტის დასამყარებლად; უფრო კი ისეთის ბანკისა, რომლის მოგება მოჰხმარდებოდა განსაკუთვრებით თავად-აზნაურების შვილთა აღზრდა-განათლებას.
 
 
ბევრი ყოყმანისა და მერყეობის შემდეგ, თუ რაგვარი საკრედიტო დაწესებულება დავაარსოთო, თავადაზნაურობამ გადასწყვიტა, ჩემის რჩევისამებრ, დაარსება საადგილმამულო ბანკისა და აირჩია კომისია, რომლის ერთ-ერთ წევრად მეც დამნიშნა წესდების შემდგენად. წესდება, შედგენილი მთავრობის მიერ სახელმძღვანელოდ ნაჩვენებ წესდებათა ნიმუშების მიხედვით, თავადაზნაურობამ მოიწონა იმავე 1874 წელს. მისი ნიშნობლივი და საყურადღებო თვისება, რომელიც სხვა საადგილმამულო ბანკების წასდებისაგან განარჩევს, ის არის, რომ ბანკის მოგება, იმის გარდა, რაც სხვადასხვა თანხას უნდა მიემატოს, ჰხმარდება ამერეთის არა მარტო მიწათმფლობელთა, ესე იგი თავად-აზნაურთა, არამედ მიწათმოქმედთა საერთო საჭიროებას. ამ სახით, ტფილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი თითქმის ისეთი ერთადერთი დაწესებულებაა საადგილმამულო კრედიტისა [[რუსეთის იმპერია|რუსეთში]], რომლის წესდებითაც სრულიად უარყოფილია კერძო ინტერესი მოგებით სარგებლობისა საზოგადო სიკეთისა და საჭიროებისათვის.
 
 
ამავე 1874 წელს თავადაზნაურობამ დამავალა წავსულიყავი პეტერბურგს და გამომეთხოვნა დამტკიცება მის მიერ მოწყობილის წესდებისა. მეც ამ საქმის გულისათვის სახელმწიფო სამსახურს თავი დავანებე და პეტერბურგს წავედი.
 
 
წესდება ზემოხსენებულის განსაკუთრებულის თვისებით დაამტკიცა მთავრობამ 1875 წელს. ამ წლიდან დაიწყო ბანკმა მოქმედება და, თუმცა ძირის თანხად ჰქონდა 240.000 მან., დღეს იმ მდგომარეობამდე მიაღწია, რომ ყოველწლივ 360.000 მანეთზედ მეტს მოგებას იძლევა. თან ძირის თანხაც, თავადაზნაურთაგან შემოტანილი ბანკის დასაფუძნებლად, უკვე უკან დაუბრუნდა თითოეულს დამფუძნებელს წევრს.
 
 
ამჟამად ბანკის მოგებით ინახება ერთი კერძო გიმნაზია და, თუმცა გიმნაზიაში პანსიონიც არის უღარიბეს თავად-აზნაურთა შვილებისათვის, მაინც ამ სკოლაში ყველა წოდების ბავშვები სწვლობენ. ამას გარდა ამ მოგებით ინახება ერთი სამეურნეო სკოლა, რომელშიაც იღებენ აგრეთვე ბავშვებს წოდების განურჩევლად.
 
ბანკის დაარსებიდან დღემდე გამგეობის თავმჯდომარედ ვიმყოფები. ეს თანამდებობა არჩევანით არის და არჩევანი ყოველს სამს წელიწადში ერთხელ სწარმოებს.
 
1877 წელს დავაარსე ყოველკვირეული გაზეთი „ივერია“, რომელიც შემდეგ ყოველთვიურ ჟურნალად იქმნა გადაკეთებული, ხოლო 1885 წლიდან ყოველდღიურ საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთად. 1902 წელს გაზეთი სხვას გადავეცი და იმის რედაქტორობით გამოდის დღესაც.
 
 
ჩემ თხზულებათა შორის რუსულად ითარგმნა სხვადასხვისაგან რამდენიმე წვრილი ლექსი და ერთი პოემა „[http://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/ilia/document/HASH0136c2dc84f1925db2d42c35?p.s=TextQuery განდეგილი]“ სთარგმნა ბ-ნმა ტხორჟევსკიმ. რუსული თარგმანი ჩემის ლექსებისა ზოგი ჩართულ იქმნა ცალკე კრებულში, რომელიც ტფილისში დაიბეჭდა, ნაწილი კიდევ იბეჭდებოდა «Русская Мысль»-ში, «Живописное Обозрение»-ში და აღარ მახსოვს კიდევ რომელღაშიაც.
 
 
ჩემი პოემა განდეგილი გადათარგმნილია ინგლისურადაც M. Wordrop-ის მიერ და პროზად ფრანგულს ენაზედ. გერმანულად ნათარგმნი რამდენიმე ჩემი წვრილი ლექსი ჩართულ იქმნა იმ კრებულში, რომელიც დაიბეჭდა პირველად 1886 წელს ლეიცფიგს. სთარგმნა ის ლექსები არტურ ლეისტმა. კრებულს სათაურად ჰქონდა „Georgische Dichter“. მეორედ ეს კრებული დაიბეჭდა 1900 წელს დრეზდენში. რეცენზიები დაიბეჭდა თავის დროზედ ტფილისის რუსულ გაზეთებში „კავკაზსა“ და „ნოვოე ობოზრენიეში“, ხოლო სატახტო ქალაქებისაში, რამდენიმე მახსოვს, «Русская Мысль»-ში, «Живописное Обозрение»-ში და მოსკოვის ერთს გაზეთში, რომლის სახელიც სამწუხაროდ აღარ მახსოვს. საზღვარგარეთ-კი რეცენზიები დაიბეჭდა რამდენიმე გერმანულს გაზეთში და სხვათა შორის „Literarisches Echo“-ში 1898 წელს და „ასადეტუ“-ში, აგრეთვე იტალიური ჟურნალ „Nuova Anthologia“, VI, 1900 წელს. განხილვა ჩემის საზოგადოებრივისა და სალიტერატურო მოღვაწეობისა დაბეჭდილი იყო ფრანგულ „Caucase Illustre“-ში 1902 წელს.
 
 
1887 წელს ამომირჩიეს საიმპერატორო სამეურნეო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტად და რამდენსამე ხანს მეჭირა ეს თანამდებობა. ვიყავი აგრეთვე არჩეული ქართულ დრამატიულ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარედ და ეს თანამდებობა მეჭირა 1881 წლამდე. 1886 წლიდან დღემდე ვიმყოფები „[[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელ საზოგადოების]]“ გამგეობის თავმჯდომარედ. ვიყავი აგრეთვე სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტის წევრად. ვიღებდი მონაწილეობას ხან მოწვევით, ხან არჩევით, თითქმის ყოველს კომისიაში, რომელიც არკვევდა ჩვენის მეურნეობისა და სხვა საჭიროებათა საგნებსა.
 
 
ჩემი სალიტერატურო მუშაობა დაიწყო 1857 წლიდან, როცა „ცისკარში“ მივეცი დასაბეჭდად რამდენიმე წვრილი ლექსი. ხოლო შემდეგ ჩემი თხზულებანი იბეჭდებოდა „დროებაში“, „კრებულში“, ჩემ მიერ დაარსებულ „საქართველოს მოამბეში“ და „ივერიაში“, აგრეთვე ჟურნალ „მოამბეში“.
 
 
წვრილ ლექსებს გარდა დავწერე რამდენიმე პოემა, სახელდობრ: „[http://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/ilia/document/HASH0142954a37802df04ca618e1?p.s=TextQuery ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ]“, „აჩრდილი“, „[http://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/ilia/document/HASH01f33ab55dca7402bdeef112?p.s=TextQuery დიმიტრი თავდადებული]“, „განდეგილი“ და დრამატიული ეპიზოდი „დედა და შვილი“. მოთხრობათა შორის შემიძლია დავასახელო  1. „კაცია-ადამიანი?!“, დაბეჭდილი 1863 წელს „საქართველოს მოამბეში“ და შემდეგ ცალკე წიგნად გამოცემული პეტერბურგში ქართველ სტუდენტებისაგან; 2. „[http://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/ilia/document/HASH01a8d0b118bb652c5a81127d?p.s=TextQuery გლახის ნაამბობი]“, იქვე და იმავე წელს დაბეჭდილი; 3. „სცენები გლეხთა განთავისუფლების პირველი დროისა“, დაბეჭდილი 1865 წელს „კრებულში“ და მერე ცალკე წიგნად; 4. „მგზავრის წერილები“, დაბეჭდილი 1874 წელს „კრებულშივე“; 5. „ოთარაანთ ქვრივი“, 1886 წელს; 6. „უცნაური ამბავი“ – „მოამბეში“; 7. „საშობაო მოთხრობა“; 8. „სახრჩობელაზედ“ – „ივერიაში“ და სხვ.
 
 
ვთარგმნე ლექსები პუშკინისა („წინასწარმეტყველი“), ლერმონტოვისა („წინასწარმეტყველი“, „ჰაჯი აბრეკი“ და „მწირი“), და ტურგენევისა „ლექსი პროზითა“, აგრეთვე რამდენიმე ლექსი ჰეინესი და გიოტესი. გადავთარგმნე აგრეთვე თ. [[მაჩაბელი ივანე|ივანე მაჩაბელთან]] ერთად „მეფე ლირი“ შექსპირისა. ვიღებდი მონაწილეობას ცნობილ ქართულ პოემის „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის აღმდგენელ კომისიაში, აგრეთვე შემდეგთა თხზულებათა რედაქტორობასა და გამოცემაში: „ლექსნი“ [[ჭავჭავაძე ალექსანდრე|ალ. ჭავჭავაძისა]]; „ლექსნი“ ვ. ორბელიანისა, ამ ლექსებს დართული აქვს ჩემი წინასიტყვაობა; ძველებური ქართული მოთხრობა „ვისრამიანი“. ამას გარდა ბევრი  წერილია კიდევ ჩემ მიერ დაწერილი საპოლიტიკო, საპუბლიცისტო, საკრიტიკო და საპოლემიკო შინაარსისა, აგრეთვე წერილები საპედაგოგიო საგნების შესახებ. უფრო მოზრდილ საპუბლიცისტო წერილებს შორის შეიძლება დავასახელოთ „ხიზნების საქმე“, „ცხოვრება და კანონი“ და „ყაჩაღობა ამიერკავკასიაში“. საკრიტიკო და საპოლემიკო წერილებს ეკუთვნის სხვათა შორის აგრეთვე გაზეთ ივერიაში ფელეტონებად დაბეჭდილი „აი ისტორია“ და „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“. ეს უკანასკნელი წერილი ამას წინათ დაიბეჭდა რუსულად და დიდი ალიაქოთი ასტეხა სომხურ მწერლობაში. ქართველთა გამომცემელმა ამხანაგობამ დაიწყო ბეჭდვა ჩემის ნაწერებისა და დაბეჭდა მხოლოდ 4 ტომი. ვარაუდით კი ათი-თორმეტი ტომი უნდა დაებეჭდა. დაბეჭდილ 4 ტომში მოჰყვა ლექსები, მოთხრობანი, ამბები და სცენები.
 
  
  
 +
==ლიტერატურა==
 +
* [[შანიძე აკაკი|შანიძე ა]]. ილია ჭავჭავაძე როგორც მებრძოლი ახალი სალიტერატურო ქართულის დამკვიდრებისათვის– ილია ჭავჭავაძე. საიუბილეო კრებული (1837–1937), თბ., 1939;
 +
* [[ჩიქობავა არნოლდ|ჩიქობავა არნ]]. ილია ჭავჭავაძე ენის შესახებ, თბ., I938;
 +
* გიგინეიშვილი ივ. ილია ჭავჭავაძე და ახალი ქართული სალიტერატურო ენა. – „თსუ შრომები“, 1958, ტ. 69;
 +
* შალამბერიძე გ. ილია ჭაეჭავაძის ენა, თბ., 1966;
 +
* ჭუმბურიძე ზ. ილია ჭავჭავაძის ენა და ტექსტის დადგენის ზოგიერთი საკითხი, თბ., 1994.
  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
ილია ჭავჭავაძე, თხზულებანი, ტომი XIV
+
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
  
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი ჟურნალისტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პუბლიცისტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პუბლიცისტები]]
 
[[კატეგორია:ჭავჭავაძეები]]
 
[[კატეგორია:ჭავჭავაძეები]]

01:03, 25 მარტი 2024-ის ვერსია

ილია ჭავჭავაძე

ჭავჭავაძე ილია − (დ. 27 ოქტომბერი (8 ნოემბერი). 1837, ყვარელი, – გ. 30 აგვისტო (12 სექტემბერი). 1907, წიწამური, დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის პანთეონში), მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, სოციოლოგი, XIX ს. II ნახ. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მეთაური, ქართული სალიტერატურო ენის რეფორმატორი.


რვა წლის ილიას წერა-კითხვა ყვარლელმა მთავარდიაკონმა ასწავლა, 1848 კი თბილისში, ჰაკეს კერძო პანსიონში მიაბარეს. ამ სასწავლებლის დამთაერების შემდეგ (1851) ჩაირიცხა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის მე-4 კლასში. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე (1857–1861).

სტუდენტობის წლებში ილია ჭავჭავაძემ საფუძვლიანად შეისწაელა ქართული ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, ასევე – რუსული და ევროპული ლიტერატურა და საზოგადოებრივი აზრის ისტორია. ამავე ხანებში ის გაეცნო რუს რადიკალურ დემოკრატთა ნააზრევს, ფრანგ განმანათლებელთა იდეებს. გერმანულ ფილოსოფიას და ყოველივე ამის საფუძველზე გამოიმუშავა საკუთარი მსოფლმხედველობა, რომლის ღერძსაც წარმოადგენდა ქართველი ხალხის ეროენული დამოუკიდებლობისა და სოციალური თავისუფლების იდეა. ამ იდეისათეის ბრძოლაში ილიას გარშემო დაირაზმა იმდროინდელი ქართველი სტუდენტობა და ინტელიგენციის ახალგაზრდა თაობა, რომელიც საქართველოს ისტორიაში შევიდა „პირველი დასის“, ანუ „თერგდალეულების" სახელწოდებით. ილია ჭავჭავაძეს მხარში ედგნენ სხვა გამოჩენილი მწერლები და საზოგადო მოღვაწენი: ა. წერეთელი, ი. გოგებაშვილი, ნ. ნიკოლაძე, ს. მესხი და სხვ.

ი. ჭავჭავაძისა და მის თანამოაზრეთა ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო ზრუნვა ქართული ენის უფლებების დაცვისათვის, მისი ფუნქციების გაფართოების, შემდგომი განვითარებისა და სრულყოფისათვის. „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?“ – წერდა ილია თავის პირველსავე კრიტიკულ წერილში – „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კაზლოვიდამ „შეშლილის“ თარგმნაზედა“ („ცისკარი“, №4, აპრილი, 1861). ამ წერილმა სათავე დაუდო პოლემიკას „მამებსა“ და „შვილებს“ შორის („მამათა“ და „შვილთა“ ბრძოლა). პოლემიკა როგორც მხატვრული ლიტერატურის, ისე სალიტერატურო ენის მრავალ საჭირბოროტო საკითხს მოიცავდა, რომელთა შესახებაც ილიას თავიდანვე მკაფიოდ გამოკვეთილი, მართებული თვალსაზრისი ჰქონდა ჩამოყალიბებული. რაც მთავარია, მწერალი თავის შეხედულებებს განამტკიცებდა და პრაქტიკულად განახორციელებდა მთელი თავისი შემოქმედებით. „თერგდალეულთა“ მიერ გატარებული ენობრივი რეფორმის არსს შეადგენდა სალიტერატურო ენის დეოკრატიზაცია – მისი დაახლოება სასაუბრო ენასთან. პირეელი გაბედული ნაბიჯი, რომელიც ი. ჭავჭავაძემ გადადგა ამ მიმართულებით, იყო ორთოგრაფიის გამარტივება და ხელის აღება ფონეტიკურ საფუძველს მოკლებულ რამდენიმე ასოზე (ჱ, ჲ, ჳ,Uuuu.JPG, ჴ, Ⴔ, ჵ). „მამების“ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ილიას თვალსაზრისმა გაიმარჯვა და მის მიერ შემოთავაზებული რეფორმა სულ მალე ბოლომდე გატარდა სალიტერატურო ენაში.

„მამაოა“ თაობის შეხედულებებს სალიტერატურო ენაზე საფუძელად ედო ე. წ. სამი სტილის თეორია, რომლის მიხედვითაც მეტყველების ფორმა უნდა შეეფერებოდეს მსჯელობის ობიექტს. ი. ჭავჭავაძემ მკაცრად გაილაშქრა ამგვარი დაყოფის წინააღმდეგ: „არა, ბუნებაში ღმერთს არ შეუქმნია მაღალი და მდაბალი საგანი. ყოველი საგანი მაღალია თვის კვალობაზედ და ერთნაირად მოგვითხრობს იმ დიდ სულზედ, რომელიც აცხოვრებს მთელს ქვეყანასა. მაშასადამე, ყოველი საგანი ერთნაირად გამოითქმის. ეგ სამგვარად განყოფა ენისა ძველი უსაფუძვლობაა, და გთხოვთ ნუღარ გააღვიძებთ კანონს, რომელიც დიდი ხანია რაც დაიმარხა და რომელიც, ვიდრე იყო თავის მოქმედებაში, რკინის სალტესავით ავიწროებდა კაცის მეტყველებასა და აზრსა“.

სამი სტილის თეორიის უკუგდება თავისთავად ნიშნავდა მაღალფარდოვანი სტილის უარყოფას და სალიტერატურო ენის გადახალისება-გახალხურებას.

ერთ-ერთი კონკრეტული საკითხი, რომელიც დაისვა „ცისკარში“ გამართული პოლემიკის დროს, იყო უცხო სიტყების სესხება. ი. ჭავჭავაძე მკაცრად ილაშქრებდა უცხო სიტყვებით ქართული ენის დანაგვიანების წინააღმდეგ, მაგრამ ამავე დროს ზრუნავდა და ყოველმხრივ ხელს უწყობდა უცხოური წარმომავლობის ისეთი სიტყვების შემოტანას, რომლებიც ყველა ცივილიზებული ხალხის ენაში გვხვდება. მრავალი ასეთი სიტყვის დამკვიდრება ქართულ ენაში უშუალოდ ილიას სახელს უკავშირდება.

ი. ჭავჭავაძემ გააცოცხლა ბევრი ძველი სიტყვა, დააზუსტა და საყოველთაო ტერმინებად აქცია, ბევრიც ხალხურ მეტყველებაში მოიძია და გზა გაუკაფა სალიტერატურო ენაში, თვითონაც შექმნა ქართულისათვის დამახასიათებელი ყალიბის მიხედვით. საყოველთაოდ ცნობილი სიტყვა „მამული“ XIX ს. 60-იან წლებამდე თითქმის მივიწყებული იყო და მხოლოდღა მიწა-წყლის, ადგილ-მამულის მნიშვნელობით იხმარებოდა. ილიამ და მისმა თაობამ დაუბრუნა ამ სიტყვას ძველი მნიშენელობა, რის შესახებაც თვითონ ილია წერდა: „სამოციან წლებში ყველაზე უწინარეს გამობრწყინდა დავიწყებული სიტყვა „მამული“ მთელის თავის გულთი მიმზიდველი და დიდებულ მნიშვნელობით. ვისაც კი რაიმე ნიშანწყალი ჰქონდა ღმრთის მიერ მინიჭებული მადლისა და კალამი ხელთ ეპყრა, თითქმის ყველანი იმ გზას დაადგნენ, რომ ქართველს გულში ჩაუსახონ მამული, რომელიც ჟამთა ვითარებამ უძრავ ქონების სახელამდეღა დააქვეითა და დაამდაბლა. აგრე გაუპატიურებულმა სიტყვამ სამოციან წლების მოღვაწეთა მეოხებით და ღვაწლით კვლავ დაიჭირა ჩვენში კუთვნილი ადგილი, ვითარცა მზემ, და თავისი სხივოსანი შუქი მოჰფინა მთელს სივრცეს ჩვენის ცხოვრებისას“. ამ სიტყვის გამოცოცხლებას და გააქტიურებას მოჰყვა მისგან ახალი სიტყვების წარმოქმნა, როგორიცაა: მამულიშვილი, მამულიშვილობა, მამულიშვილური, სამამულო, სამამულიშვილო და სხვ. ამგვარი მაგალითები მრავალია.

ი. ჭავჭავაძე იყო ქართული სალიტერატურო ენის განმაახლებელი და ნორმათა კანონმდებელი, განმსაზღერელი მისი განვითარების ძირითადი გეზისა XIX ს. 60-იანი წლების დასაწყისიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში.

ი. ჭავჭავაძე იყო მოთავე მრავალი ეროვნულ-კულტურული წამოწყებისა, როგორიცაა ქართული თეატრის განახლება, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დაარსება, საადგილმამულო ბანკის გახსნა და სხვ.

ზ. ჭუმბურიძე



ლიტერატურა

  • შანიძე ა. ილია ჭავჭავაძე როგორც მებრძოლი ახალი სალიტერატურო ქართულის დამკვიდრებისათვის– ილია ჭავჭავაძე. საიუბილეო კრებული (1837–1937), თბ., 1939;
  • ჩიქობავა არნ. ილია ჭავჭავაძე ენის შესახებ, თბ., I938;
  • გიგინეიშვილი ივ. ილია ჭავჭავაძე და ახალი ქართული სალიტერატურო ენა. – „თსუ შრომები“, 1958, ტ. 69;
  • შალამბერიძე გ. ილია ჭაეჭავაძის ენა, თბ., 1966;
  • ჭუმბურიძე ზ. ილია ჭავჭავაძის ენა და ტექსტის დადგენის ზოგიერთი საკითხი, თბ., 1994.


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები