აკერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აკერი

აკერი – უძველესი ღვთაება, რომელიც მიწის განსახიერებას წარმოადგენდა და მიწისქვეშეთის დასავლეთ და აღმოსავლეთ ჭიშკრებზე ბატონობდა. ძველ ტექსტებში მიწის ნიშნით (Qqq.JPG) იყო დეტერმინირებული. გამოისახებოდა მიწის ნიშნით, რომელსაც ორივე მხარეს ადამიანის თავი ჰქონდა. ახალი სამეფოდან მას ემატება ლომის თათები, და ხშირად ადამიანის თავი ლომის თავით არის შეცვლილი. კიდევ უფრო გვიან გამოისახებოდა, როგორც ორი ერთმანეთისაკენ ზურგით მჯდომი ლომი, რომელთა შორის ჰორიზონტის ნიშანი იყო მოთავსებული (მაგ. „მკვდართა წიგნის“ XVII თავის ილუსტრაციებში). დასავლეთისაკენ მომზირალ ლომს ერქვა სეფი („გუშინ“), აღმოსავლეთისაკენ – დუაუ („ხვალ“, „(ხვალინდელი) დილა“). ითვლებოდა, რომ აკერი რას ღამით მიწისქვეშეთის დასავლეთის, დილით კი აღმოსავლეთის ჭიშკრებს უღებდა. იგი იცავდა გარდაცვლილებს გველის შხამისაგან, რას კი აპოპისაგან, ამიტომ მის გამოსახულებებს სამარხების შესასვლელებთან ათავსებდნენ. რამსეს VI-ის და რამსეს IX-ის სამარხებში ნაპოვნია „აკერის წიგნის“ ნაწყვეტები. ფრაგმენტულობის გამო სრული შინაარსის დადგენა ძნელია, მაგრამ მის ძირითად იდეას მეფის მიწისქვეშეთიდან აღზევება წარმოადგენს, რასაც საოცარ ემოციურობას ანიჭებს წიგნის ილუსტრაციები მიწიდან ზეაწვდილი ხელები.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები