ამონემნესე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამონი

ამონემნესე – (ეგვ. Imn-m-nów, „ამონი მეფეა“, დაახლ. ჩვ.წ.-მდე 1043-1039 წწ, თუმცა მისი მეფობის წლებზე აზრები ძალიან განსხვავდება), XXI (ტანისური) დინასტიის მეორე ფარაონი, სმენდესის შვილი.

მისი მეფობის შესახებ არაფერია ცნობილი. აღსანიშნავია, რომ თავის ერთ-ერთ სახელად აირჩია „ნეფერკარა“ – სახელი, რომელიც გვიანი ძველი სამეფოს შემდეგ მხოლოდ რამსეს IX-ს ჰქონდა. სწორედ ამ სახელის ბერძნული ტრანსკრიპციით – Nephercheres – მოიხსენიებს მას მანეთონი. ამონემნესუს შემდეგ ტახტზე თებეს მთავარი ქურუმის, პაინოჯემის შვილი ფსუსენეს I ადის (თუმცა, შესაძლოა ისიც, რომ გარკვეული დროის მანძილზე ფსუსენესი ამონემნესუს თანამმართველიც იყო. ასევე, ზოგიერთი ვარაუდით ფსუსენეს I ამონემნესუს ძმა იყო).




წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები