სმენდესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სმენდესი – (დაახლ. ჩვ.წ.-მდე 1070-1044 წწ.), ფარაონი, XXI დინასტიის დამაარსებელი. მისმა ეგვიპტურმა სახელმა „ნესიბანებჯედმა“ (n.s-b3-nb-Dd.t, „წმინდა ვერძი, მენდესის ბატონი“), ბერძნულში „სმენდესის“ სახე მიიღო და ასეა დამკვიდრებული მეცნიერებაში. სმენდესი ისტორიულ არენაზე ჩნდება დაახლოებით იმავე პრიოდში, როცა სამხრეთში ამონის მთავარი ქურუმი იგდებს ხელში ძალაუფლებას. ის უკვე რამსეს XI-ის სიცოცხლეში ფაქტობრივად მართავდა ჩრდილოეთ ეგვიპტეს „ამონის სახელით“ და მისი გარდაცვალების შემდეგ თავი ფარაონად გამოაცხადა.

მისი წარმომავლობა უცნობია, თუმცა არსებობს აზრი, რომ, შესაძლოა, თებეში ამონის მთავარი ქურუმის, ხერიხორის შვილი იყო (Trigger et Al., 2001, 184; Vernus and Yoyotte, 2003, 80). თავისი მეფობის ლეგიტიმირება მან, შესაძლოა, მოახდინა რამსეს XI-ის ქალიშვილზე, ხენტტაუიზე ქორწინებით. ჯერ კიდევ გამეფებამდე მისი ძალაუფლება ჩრდილოეთში იმდენად დიდი იყო, რომ შეუძლებელია, მას ხერიხორზე ნაკლები თანამდებობები ჰქონოდა. სავარაუდოდ, ის ჩრდილოეთის ვეზირი და ჩრდილოეთის ჯარის მთავარსარდალი იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, თებემ ის აღიარა, რადგან მან შეაკეთა კარნაკის ტაძრის გალავანი, რომელიც ნილოსის ადიდების დროს დაზიანდა. სმენდესმა დედაქალაქი პი-რამსესიდან ტანისში გადაიტანა, მაგრამ რეზიდენცია მემფისშიც ჰქონდა. შესაძლოა, ის ცხოვრობდა მემფისში, რადგან ტანისში აქტიური მშენებლობები მიმდინარეობდა.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები